პერსონაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერსონაჟი (ფრანგ. personnage < ლათ. persona - თეატრალური ნიღაბი, როლი, პიროვნება) — ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი. ლირიკაში, სადაც პოეტის სუბიექტური განცდებია გამოხატული, პერსონაჟს ცვლის ლირიკული გმირი. „პერსონაჟი“, როგორც მოქმედების სუბიექტის აღმნიშვნელი ტერმინი, უპირისპირდება „ლირიკული გმირის“ ცნებას, რომელიც განცდის სუბიექტს აღნიშნავს. პერსონაჟი უმთავრესად ადამიანია. მაგრამ, ადამიანის გარდა, მხატვრულ ნაწარმოებებში მოქმედ პირებად ხშირად ვხვდებით ბუნების მოვლენებსა და საგნებს, მცენარეებსა და ცხოველებს, რომელთაც გარკვეული ადამიანური თვისებები მიეწერება. თავისი ფუნქციის მიხედვით პერსონაჟი შეიძლება იყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი. როგორც ზოგადი, გვარეობითი ცნება, პერსონაჟი მოიცავს კერძოობით დეფინიციებს: გმირი, ხასიათი, ტიპი.