პერლ ბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერლ ბაკი
ინგლ. Pearl Comfort Sydenstricker Buck Walsh
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1892(1892-06-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ჰილსბორო[1] [14]
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 1973(1973-03-06)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (80 წლის) ან 1973[15]
გარდაცვალების ადგილი დენბი
დასაფლავებულია Perkasie
ფსევდონიმი John Sedges
საქმიანობა მთარგმნელი, რომანისტი[16] , ავტობიოგრაფი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სცენარისტი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, მწერალი[12] [17] , მისიონერობა და პროზაიკოსი
ენა ინგლისური ენა და არაბული ენა
მოქალაქეობა  აშშ[18]
ალმა-მატერი კორნელის უნივერსიტეტი და რენდოლფ-მაკონის კოლეჯი[16]
ჟანრი რომანი და ბიოგრაფია
Magnum opus The Exile, მებრძოლი ანგელოზი, აღმოსავლეთის ქარი: დასავლეთის ქარი, კარგი დედამიწა, შვილები, A House Divided, ჩინეთის ცა, დრაკონის თესლი, Peony, დიდი ტალღა, Imperial Woman, წერილი პეკინიდან და The Living Reed
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] [20], ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[21] , ჰორაციო ელჯერის პრემია[22] , უილიამ დინ ჰოუელზის მედალი და Pulitzer Prize for Novels
მეუღლე ჯონ ლოსინგ ბაკი და Richard J. Walsh
შვილ(ებ)ი Caroline Grace Buck და Janice Comfort Walsh
ხელმოწერა

პერლ სიდენსტრიკერ ბაკი (ინგ. Pearl Sydenstricker Buck, ჩინურად ცნობილია, როგორც საი ჟენცუ, (Sai Zhenzhu); ჩინ.: 賽珍珠; დ. 26 ივნისი, 1892 — გ. 6 მარტი, 1973) — ამერიკელი მწერალი. 1938 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და ბიოგრაფიული შედევრებისათვის".[23]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი, რომელშიც პერლ ბაკი დაიბადა, დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ჰილსბოროში

პერლ ბაკი 1892 წლის 26 ივნისს დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ჰილსბოროში დაიბადა. მისი მშობლები 1880 წლიდან ჩინეთში პრესვიტარიანულ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ და აშშ-ში შვილის გასაჩენად იყვნენ დაბრუნებულები. როცა ბაკი ხუთი თვის შესრულდა, მათი ოჯახი ჩინეთში, ქალაქ ნანკინში გადავიდა საცხოვრებლად.[24]

ბაკი მრავალენოვან გარემოში იზრდებოდა: მშობლებთან ინგლისურად, მეგობრებთან ადგილობრივ დიალექტზე, მასწავლებელ მეცნიერთან კი კლასიკური ჩინურით საუბრობდა. მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, ბაკი ჩარლზ დიკენსის რომანებს კითხულობდა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ყოველწლიური საკითხავი იყო.[25]

1911 წელს ბაკი აშშ-ში დაბრუნდა და ქალაქ ლინჩბურგში რანდოლფის კოლეჯში ჩააბარა. 1914 წელს მან სწავლა დაასრულა. იგი არ აპირებდა ჩინეთში დაბრუნებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მამამ დედის მძიმე ავადმყოფობაზე შეატყობინა, პრესვიტარიანელი გახდა და მისიონერთა საბჭოს შეუერთდა. ბაკი, მშობლების მსგავსად, 1914-1932 წლებში ჩინეთში მისიონერულ საქმიანობაში იყო ჩართული.[26]

ჩინეთში ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთში დაბრუნების შემდეგ, 1917 წელს ბაკი ეკონომისტ მისიონერზე, ჯონ ბაკზე დაქორწინდა. წყვილი მდინარე ხუაიხეზე გაშენებულ ქალაქ სუძოუში დასახლდა. ამ რეგიონს ბაკი მოგვიანებით თავის რომანებში, „მიწა“ და „შვილები“ აღწერს.

პერლ და ჯონ ბაკები 1920-1923 წლებში ნანკინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ და უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობდნენ. პერლ ბაკი ინგლისურ ლიტერატურას სულ სამ სხვადასხვა სასწავლებელში ასწავლიდა.[27] 1920 წელს პერლ და ჯონ ბაკებს ქალიშვილი, კეროლი შეეძინათ, რომელიც ფენილკეტონურიით იყო დაავადებული. 1921 წელს ბაკის დედა გარდაიცვალა. მწერლის ოჯახი 1924 წელს ხანმოკლე დროით აშშ-ში დაბრუნდა, რა დროსაც მან კორნელის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო. 1925 წელს ბაკებმა ჯენის უოლში იშვილეს და იმავე წლის შემოდგომაზე ჩინეთში დაბრუნდნენ.[26]

1927 ნანკინში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს ჩან კაიშის ეროვნული ჯარები და კომუნისტური ძალები დაუპირისპირდნენ. რევოლუციის ძალადობრივ ტალღას ვერ გადაურჩა ბაკების ოჯახი, რომელმაც ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა. რევოლუციური ძალები მათ სახლში შეიჭრნენ და გაძარცვეს, რა დროსაც ისინი ღარიბი ჩინელების ოჯახს აფარებდნენ თავს. ამერიკულმა სამხედრო კატერების დახმარებით ბაკები ნანკინს გაერიდნენ. ისინი ჯერ შანხაიში წავიდნენ, შემდეგ კი იაპონიაში, სადაც ერთი წლის მანძილზე დარჩნენ და კვლავ ნანკინში დაბრუნდნენ.

ნანკინში დაბრუნებულმა პერლ ბაკმა გადაწყვიტა პროფესიონალი მწერალი გამხდარიყო და მთელი თავისი დრო და რესურსი წერისთვის დაეთმო, თუმცა მატერიალური მდგომარეობა მას ამის საშუალებას არ აძლევდა. მას განქორწინება სურდა, რის შემთხვევაშიც იგი ფინანსურ უზრუნველყოფას კარგავდა, ასევე მისი შვილის, კეროლის მზრუნველობაც განსაკუთრებულ ხარჯებს მოითხოვდა. 1929 წელს ბაკი კეროლის დასატოვებლად აშშ-შ დაბრუნდა, სადაც რიჩარდ უოლში, John Day publishers-ის რედაქტორი გაიცნო, რომელიც მისი რომანის „აღმოსავლეთის ქარი: დასავლეთის ქარი“ გამოცემას დათანხმდა. ნანკინში დაბრუნებულმა ბაკმა ერთ წელიწადში რომანი „მიწა“ დაასრულა,[28] რომელიც 1931 წელს გამოქვეყნდა და ბესტსელერი გახდა. 1932 წელს მწერალს რომანისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა.

1931 წელს მწერალი პრესვიტარიანელ ქალთა შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც უცხოეთში მისიონერული საქმიანობაზე ისაუბრა. ბაკმა თქვა, რომ ქრისტიანულ მრწამსს ჩინელებს დიდი სიამოვნებით აცნობდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ჩინეთს არ სჭირდებოდა ინსტიტუციური ეკლესია, სადაც დომინანტური პოზიცია მისიონერებს ეკავათ, რომლებიც არ იცნობდნენ ჩინურ კულტურას და პრეტენზია ჰქონდათ, ეკონტროლებინათ ეკლესია. ბაკის სიტყვა ჟურნალში Harper's Magazine გამოქვეყნდა,[29] რასაც სკანდალი მოჰყვა და მწერალი იძულებული გახდა მისიონერთა საბჭოში თავისი თანამდებობა დაეტოვებინა. 1934 წელს ბაკი აშშ-ში წავიდა,[30] მისი მეუღლე კი ჩინეთში დარჩა.[31]

ამერიკაში ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს პერლი ჯონ ბაკს გაეყარა[32] და იმავე დღეს რიჩარდ უოლშზე დაქორწინდა,[30] რომელთანაც ხანგრძლივი საქმიანი და რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილმა თანაცხოვრების მთელი პერიოდი პენსილვანიაში გაატარა. რიჩარდ უოლში 1960 წელს გარდაიცვალა.[28]

შვედეთის მეფე გუსტავ V გადასცემს პერლ ბაკს ნობელის პრემიას სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში 1938 წელს

1938 წელს ბაკს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და ბიოგრაფიული შედევრებისათვის.“[23] მწერალი პირველი ამერიკელი ქალი ნობელიანტია ლიტერატურაში.

კულტურული რევოლუციის პერიოდში ბაკი „ამერიკული კულტურის იმპერიალისტად“ გამოაცხადეს.[33] 1972 წელს მას არ მისცეს საშუალება რიჩარდ ნიქსონთან ერთად ჩინეთში წასულიყო.

მწერლის 1962 წლის რომანი „სატანას არასოდეს სძინავს“ ჩინეთში კომუნისტურ ტირანიას აღწერს. ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, მწერლის ყოველი მცდელობა, იქ დაბრუნებულიყო, უარყოფილი აღმოჩნდა და იგი იძულებული გახდა მთელი დარჩენილი ცხოვრება აშშ-შ გაეტარებინა.

ბაკი 1973 წლის 6 მარტს ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.[34]

ღვაწლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკის შემოქმედება რომანებს, მოთხრობებს და ბიოგრაფიულ მემუარებს მოიცავს. მწერალი მის თანამედროვეთაგან განსხვავებით თავის ნაშრომებზში ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, მიგრაცია, მისიონერული საქმიანობა, ომი, ბირთვული იარაღი და ძალადობა. ბაკი თავისი შემოქმედების საშუალებით ამერიკულ საზოგადოებაში ამაღლებდა ცნობიერებას რასიზმისა და სექსიზმის თემაზე, ასევე იცავდა უმცირესობათა უფლებებს.

ბაკი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 1931 წელს იგი ჩართული იყო საქველმოქმედო კამპანიაში, რომელიც ჩინეთში წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებოდა.[35] 1949 წელს მწერალმა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო შვილად აყვანის სააგენტო,[36] ხოლო 1964 წელს უდედმამო ბავშვების დასახმარებლად ფონდი დააარსა. იმავე წელს ბაკმა იაპონიაში ბავშვთა სახლი გახსნა.

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანგ ლიაომ, რომელიც ავტორია წიგნისა „პერლ ბაკი: კულტურული ხიდი წყნარ ოკეანეზე“, დაწერა, რომ „ბაკმა ამერიკულ ცნობიერებაში ჩინეთისა და ჩინელი ხალხის დემითოლოგიზაციაში პიონერის როლი შეასრულა.“[37]

ინგლისელი რომანისტი ფილიპ ბენტლი მწერლის შემოქმედებას ასე აფასებს: „ტექნიკური უნარების მაღალი დონე და მხატვრული ჩანაფიქრების უნივერსალურობა პერლ ბაკს მნიშვნელოვან მწერალთა რიგში აყენებს. მისი ნაშრომები არა მარტო ჩინური კულტურის გაცნობის, არამედ ცხოვრებისეულ სიბრძნესთან ზიარების საშუალებას იძლევა.“[38]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 FemBio database
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. Бак Перл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Our hidden heritage : Pennsylvania women in historyAmerican Association of University Women, 1983. — გვ. 313. — ISBN 0-9611476-0-1
  16. 16.0 16.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 154.
  17. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  18. LIBRIS — 2012.
  19. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1938/buck-facts.html
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. https://www.womenofthehall.org/inductee/pearl-s-buck/
  22. Member Profile – Horatio Alger Association
  23. 23.0 23.1 The Nobel Prize in Literature 1938.
  24. Shavit, David (1990), The United States in Asia: a historical dictionary, Greenwood Publishing Group, p. 480, ISBN 0-313-26788-X, https://books.google.com/books?id=IWdZTaJdc6UC (Entry for "Sydenstricker, Absalom")
  25. Peter Conn, Pearl S. Buck: A Cultural Biography, Cambridge: Cambridge UP, 1996) 9, 19–23 ISBN 0521560802.
  26. 26.0 26.1 Conn, Pearl S. Buck, 70–82.
  27. Gould Hunter Thomas (2004). „Nanking“, An American in China, 1936-1939: A Memoir. Greatrix Press. ISBN 978-0-9758800-0-5. 
  28. 28.0 28.1 Conn, Pearl S. Buck, 345.
  29. Pearl S. Buck, "Is There a Case for Foreign Missions?," Harper's 166 (January 1933): 143–155.
  30. 30.0 30.1 Melvin, Sheila. (2006) The Resurrection of Pearl Buck. ციტირების თარიღი: 2016-10-24
  31. Buck, Pearl S. The Good Earth. Ed. Peter Conn. New York: Washington Square Press, 1994. pp. xviii–xix.
  32. Pearl Buck's divorce. ციტირების თარიღი: 2015-10-15.
  33. „A Chinese Fan Of Pearl S. Buck Returns The Favor“. NPR. April 7, 2010.
  34. Conn, Peter, Dragon and the Pearl დაარქივებული 2020-07-10 საიტზე Wayback Machine.
  35. Courtney, Chris (2018), "The Nature of Disaster in China: The 1931 Central China Flood", Cambridge University Press [[[წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი|ISBN]] 978-1-108-41777-8]
  36. Welcome House: A Historical Perspective. Pearl S. Buck International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
  37. Liao, Kang (1997). Pearl S. Buck: a cultural bridge across the Pacific. Greenwood, გვ. 4. ISBN 978-0-313-30146-9. 
  38. Bentley, Phyllis (1935). „The Art of Pearl S. Buck“. The English Journal. 24 (10): 791–800. doi:10.2307/804849. JSTOR 804849.