პეპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეპე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა
დაბადების
თარიღი
26 თებერვალი, 1983 (1983-02-26) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
მასეიო, ბრაზილია
სიმაღლე 188
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
1995-2001 კორინთიანს ალაგოანო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001-2002 მარიტიმუ ბ 10 (1)
2002-2004 მარიტიმუ 63 (3)
2004-2007 პორტუ 64 (6)
2007-2017 რეალ მადრიდი 229 (13)
ეროვნული ნაკრები
2007– პორტუგალია 123 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი, 2021

კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა (პორტ. Képler Laveran Lima Ferreira; დ. 26 თებერვალი, 1983) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო „ნაპოლიში“. შემდეგ 18 წლის ასაკში გადავიდა „კორინთიასში“. 2001-2002 წლების სეზონში კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „მარიტიმუსთან“, სადაც სამი სეზონის გაატარა. 2004 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პორტუს“ შეუერთდა.

პეპე ძალიან სწრაფად შეიქმნა „პორტუს“ დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად. 2-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ პორტუგალიის თასის მფლობელი.

„მარიტიმუში“ და „პორტუში“ პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის „სპორტინგს“, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი არ შედგა. ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს „მარიტიმუში“.იგი პეპეს „რენში“ ეპატიჟებოდა, მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნეოდა. ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა. ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.

თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც „რეალი“ აირჩია. პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას, ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში პეპემ ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა: „პორტუ“ - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო „მადრიდის რეალთან“.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეპე მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის ხშირად თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მონაწილეობა მიიღო ევრო 2012-ზე.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის დროშა პორტუ:(6)[1]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (14)[1]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის დროშა პორტუგალია[1]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Pepe. Soccerway. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2015.
  2. „UEFA EURO 2016 Team of the Tournament revealed“. UEFA.com. Union of European Football Associations. 11 ივლისი, 2016. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პეპე&oldid=4612374“-დან