პედრო დე ვალდივია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალდივია (მრავალმნიშვნელოვანი).
პედრო დე ვალდივია

პედრო დე ვალდივია
მშობლიური სახელი Pedro de Valdivia
დაბადების თარიღი 1497 ან 1500
ბადახოსი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი, 1554
ტუკაპელი, ჩილე
ეროვნება ესპანელი

პედრო დე ვალდივია (ესპ. Pedro de Valdivia) — ესპანელი კონკისტადორი, ჩილეს პირველი გუბერნატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედრო დე ვალდივია დაიბადა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, აზნაურის (იდალგოს) ოჯახში. 1520-1521 წწ. იბრძოდა კარლ V-ის არმიის შემადგენლობაში ფლანდრიაში, ხოლო შემდეგ 1525 წლამდე იტალიაში. ევროპული ომების შემდეგ გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, სადაც გახდა აქტიური მონაწილე ფრანსისკო პისაროს პერუში (1532—1536) და დიეგო დე ალმაგროს ჩილეში (1535—1537) ლაშქრობისა.

გუბერნატორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედრო დე ვალდივიას ძეგლი სანტიაგოში

1540 წელს დაინიშნა ესპანეთის კოლონია ჩილეს პირველ გუბერნატორად. თავისი გუბერნატორობის დროს დააარსა მთელი რიგი ქალაქებისა:

მისი მმართველობის დროს ჩილეს ტერიტორია გაიზარდა ატაკამის სამხრეთიდან, ვალდივიამდე და კ. ჩილოემდე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1550-იანი წლების დასაწყისში დაიწყო შეტევა სამხრეთით მაპუჩეს (არაუკანები) ხალხის წინააღმდეგ. 1553 წელს ვალდივია ტყვედ ჩავარდა. იგი ინდიელებს დაპირდა მიწების დაბრუნებას თუკი მას გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა იგი სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pedro de Valdivia Spanish. Vi-E Educación al día. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2008.
  • Pedro de Valdivia Spanish. Biografía de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2009.