პატრიკ რაფტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრიკ რაფტერი

რაფტერი 2015 წელს
სრული სახელი პატრიკ მაიკლ რაფტერი
მშობლიური სახელი Patrick Michael Rafter
ქვეყანა (სპორტი) ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საცხოვრებელი ადგილი ლენოქს ჰედი, ავსტრალია
დაიბადა 28 დეკემბერი, 1972 (1972-12-28) (51 წლის)
მაუნტ-აიზა, ავსტრალია
სიმაღლე 185 სმ.
პროფესიონალი 1991
კარიერა დაასრულა 2002
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 11,133,128 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2006 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 358–191 (60.78%)
ტიტულები კარიერაში 11
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (26 ივლისი, 1999)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (2001)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1997)
უიმბლდონი ფინალი (2000, 2001)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1997, 1998)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ჯგუფური ეტაპი (1997, 2001)
დიდი სლემის თასი ფინალი (1997)
ოლიმპიური თამაშები 2რ (2000)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 214–111 (65.85%)
ტიტულები კარიერაში 10
უმაღლესი რეიტინგი მე-6 (1 თებერვალი, 1999)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1999)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1998)
უიმბლდონი ნახევარფინალი (1996, 1998)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (1996)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1999)
ბოლოს განახლდა: 20 ოქტომბერი 2018.

პატრიკ მაიკლ რაფტერი (ინგლ. Patrick Michael Rafter; დ. 28 დეკემბერი, 1972, მაუნტ-აიზა, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

რაფტერს ერთეულებში მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1997 და 1998 წლებში, მან აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ავსტრალიელმა ასევე ორჯერ გაიმარჯვა მასტერსის ტურნირებზე. ჯამში მას ATP-ის 11 ტიტული აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. რაფტერი 1 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

წყვილებში რაფტერს ერთხელ აქვს მშობლიური ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული. მან ერთეულებშიც და წყვილებშიც, თითოეული დიდი სლემის ტურნირის მინიმუმ ნახევარფინალამდე მიაღწია. სანაკრებო დონეზე, მან ავსტრალიის ნაკრებთან ერთად ერთხელ მოიგო დეივისის თასი. აღსანიშნავია, რომ რაფტერი ერთადერთი ჩოგბურთელია, ვინც როჯერ ფედერერს მინიმუმ სამჯერ შეხვდა და ყველა მატჩში დაამარცხა[1]. თითოეული მატჩი მან სამ განსხვავებულ საფარზე – ჰარდზე, თიხაზე და ბალახზე მოიგო.

ავსტრალიელმა კარიერა 2002 წელს დაასრულა[2]. 2006 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეულები: 4 (2–2)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1997 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი დიდი ბრიტანეთის დროშა გრეგ რუსედსკი 6–3, 6–2, 4–6, 7–5
გამარჯვება 1998 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი ავსტრალიის დროშა მარკ ფილიპუსისი 6–3, 3–6, 6–2, 6–0
მარცხი 2000 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 7–6(12–10), 6–7(5–7), 4–6, 2–6
მარცხი 2001 უიმბლდონი ბალახი ხორვატიის დროშა გორან ივანიშევიჩი 3–6, 6–3, 3–6, 6–2, 7–9

წყვილები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1999 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი შვედეთის დროშა იონას ბიორკმანი ინდოეთის დროშა მაჰეშ ბჰუპატი
ინდოეთის დროშა ლეანდერ პაესი
6–3, 4–6, 6–4, 6–7(10–12), 6–4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „PATRICK RAFTER VS ROGER FEDERER“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი 2018.
  2. „Rafter announces retirement“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი 2018.