პატი სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატი სმითი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1946(1946-12-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] (77 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო, ილინოისი[1] [7] ან აშშ[8]
ხელმოწერა
საიტი pattismith.net
პატი სმითი ვიკისაწყობში

პატი სმითი (ინგლ. Patti Smith; დ. 30 დეკემბერი, 1946) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მწერალი და პოეტი, რომელიც  თავისი სადებიუტო ალბომით „Horses“ ნიუ-იორკის პანკ-როკის მოძრაობის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946-1967 წლები, ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრისია ლი სმითი დაიბადა 1946 წლის 30 დეკემბერს ჩიკაგოში. დედამისი, ბევერლი სმითი, ჯაზის მომღერალი იყო, რომელიც მოგვიანებით მიმტანი გახდა. მამამისი, გრენ სმითი, მექანიკოსად მუშაობდა. პატი ოთხი ბავშვიდან უფროსი იყო. როდესაც იგი 4 წლის გახდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად ჩიკაგოდან ფილადელფიაში გადავიდა. 

პატის ადრეული წლებიდანვე უყვარდა მუსიკა და მისი გავლენის ქვეშ იყო. 1964 წელს დაამთავრა სკოლა და მუშაობა ქარხანაში დაიწყო. 1967 წლის 26 აპრილს გააჩინა თავისი პირველი ქალიშვილი და გადაწყვიტა, რომ იგი გაეშვილებინა.

1967-1973 წლები, ნიუ-იორკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს პატიმ დატოვა უნივერსიტეტი და ნიუ-იორკში, მანჰეტენში გადავიდა. იგი მუშაობდა წიგნების მაღაზიში, პოეტ მეგობართან, ჯენეტ ჰამილთან ერთად. მუშაობისას გაიცნო ფოტოგრაფი რობერტ მეპლეტორპი. პატის და მეპლეტორპს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ. სმითი თვლის, რომ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სწორედ მეპლეტორპი იყო და თავის წიგნში, „უბრალოდ ბავშვები“ მას „ჩემი ცხოვრების შემოქმედს“ უწოდებს. 1989 წლამდე ისინი მეგობრობდნენ. მეპლეტორპის გადაღებული ფოტოები პატი სმითის ჯგუფის ალბომების გარეკანს ამშვენებდა.

1969 წელს თავის დასთან ერთად გადავიდა პარიზში, სადაც იგი ქუჩის მუსიკოსი გახდა და დაიწყო პერფორმანსების დადგმა. მანჰეტენში დაბრუნების შემდეგ მეპლეტორპთან ერთად ცხოვრობდა სასტუმრო „ჩელსიში“. სმიტმა შექმნა მუსიკა სენდი დალეის ფილმისთვის „რობერტი მკერდს იხვრეტს.“ 1970-იანი წლები ხატვაში, წერაში და პერფორმანსების ჩატარებაში გაატარა.

1974-1979 წლები, პატი სმითის ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წლიდან პატი სმიტმა როკ-მუსიკის შესრულება დაიწყო ბას-გიტარისტ ლენი კეისთან ერთად. მოგვიანებით ჯგუფმა სრული სახე მიიღო. იმავე წელს სემ ვაგსტეფის დაფინანსებით ჯგუფმა თავისი პირველი სინგლი „Hey, Joe/Piss factory“ გამოუშვა.

პატი სმითის ჯგუფს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული „არისტა რექორდსთან“ და 1975 წელს გამოუშვეს თავიანთი პირველი ალბომი „ცხენები“, რომელიც პანკ-როკის და „Spoken Poetry“-ის ნაზავია. ალბომი იწყება ვან მორისონის „Gloria“ [9]ქავერით და სმითის სიტყვებით: „იესო მოკვდა ვიღაცების, მაგრამ არა ჩემი ცოდვებისთვის“. პოპულარობის მოხვეჭასთან ერთად ჯგუფმა ტურების მოწყობა დაიწყო ამერიკასა და ევროპაში. შემდეგმა ალბომმა, „რადიო ეთიოპია“, ნაკლები ყურადღება მიიქცია.

1977 წლის 23 იანვარს სმითი ფლორიდაში კონცერტის ჩატარებისას სცენიდან ჩამოვარდა და რამდენიმე ძვალი და კისერი მოიტეხა.

1980-1995 წლები, ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის Wave“ გამოსვლამდე სმითი შეხვდა ფრედ „Sonic” სმიტს, გიტარისტს და დეტროიტის როკ-ბენდის „MC5”-ის წევრს. ფრედი, პატის მსგავსად, პოეზიას აღმერთებდა. ორი სიმღერა ალბომისა "Wave" „Dancing Barefoot” და „Frederick” ფრედის ეძღვნებოდა.

ფრედი და სმითი დაქორწინდნენ, ჰყავთ ვაჟიშვილი, ჯექსონი (1982 წ.), რომელიც 2009 წელს დრამერ მეგი ვაითზე დაქორწინდა და ქალიშვილი, ჯესი პარისი, რომელიც ასევე მუსიკოსი და კომპოზიტორია.

რწმენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმიტმა ადრეული წლები „Jehovah’s witness”-ში გაატარა. იგი რელიგიურ გარემოში გაიზარდა და ბიბლია ბავშვობაშივე შეისწავლა. თინეიჯერობის ასაკში დატოვა რელიგიის ორგანიზებული ჯგუფი, რადგან თავს შეზღუდულად გრძნობდა. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაწერა მან „იესო მოკვდა ვიღაცების,  მაგრამ არა ჩემი ცოდვებისთვის.“ მას აღუნიშნავს, რომ აქვს დიდი ინტერესი ტიბეტური ბუდიზმის მიმართ. ზრდასრულობაში პატიმ დაინახა აშკარა პარალელები რელიგიის განსხვავებულ ფორმებს შორის და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რელიგიური დოგმები მეტი არაფერია თუ არა „...ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, რომლებზეც თავად უნდა გადაწყვიტო, დაემორჩილები თუ არა.“

ფემინიზმი და ქალები მუსიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატის ბიოგრაფის, ნიკ ჯონსტონის მიხედვით სმითი ხშირად იყო აღქმული “ფემინისტების კერპად.“

2014 წელს სმიტმა ისაუბრა მუსიკაში ქალების სექსუალიზებაზე. თავისი კარიერის ადრეულ წლებში მან უარყო პოლიტიზირებული ფემინიზმი: „მე მყავს ვაჟიშვილი და ქალიშვილი, ადამიანები ხშირად მესაუბრებიან ფემინიზმსა და ქალთა უფლებებზე, მაგრამ მე ვაჟიც მყავს და მჯერა ადამიანთა უფლებების.“

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმითი მხარს უჭერდა „მწვანეთა ჯგუფს“,  რომელიც მოითხოვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვანე პოლიტიკის გატარებას. ასევე, 2000 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი რალფ ნედერის მხარეს იდგა. იგი მიუძღოდა ხალხს სიმღერებით „Over the Rainbow” და „People Have the power”. სმიტმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ პროტესტში, რომელიც მიმართული იყო ირანთან ომის წინააღმდეგ. მან იქ ისაუბრა და შეასრულა სიმღერები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]