პასაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პასაუ
Passau
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა Altstadt (Passau), Innstadt, Haidenhof, Heining, Hacklberg, Hals და Grubweg
კოორდინატები 48°34′00″ ჩ. გ. 13°28′00″ ა. გ. / 48.56667° ჩ. გ. 13.46667° ა. გ. / 48.56667; 13.46667
მმართველი Jürgen Dupper[1]
ფართობი 69.58 კმ²
ცენტრის სიმაღლე 294-447
მოსახლეობა 49,038 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 700 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0851
საფოსტო ინდექსი 94032, 94034, 94036 და 94001
საავტომობილო კოდი PA
ოფიციალური საიტი passau.de
პასაუ — გერმანია
პასაუ

პასაუ (წინათ: ლათ. Batavis ან Batavia; გერმ. Passau) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, ქვემო ბავარიაში. გაწოლილია ავსტრიის სახელმწიფო საზღვართან, მდინარეების დუნაის, ინისა და ილცის შეერთების ადგილზე. ცნობილია როგორც დრაიფლიუსეშტადტი ან „სამი მდინარის ქალაქი“. 2012 წლის მოსახლეობის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 49,038 ადამიანი. თავდაპირველად იყო კელტური დასახლება, ხოლო მოგვიანებით კასტრუმის ნაწილი. V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა სევერინუსმა აქ მონასტერი დააარსა. 739 წელს ინგლისელმა ბერ-მონაზონმა წმინდა ბონიფაციუსმა დააფუძნა პასაუს ეპარქია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო საღვთო რომის იმპერიის უდიდესი ეპარქია. პასაუ იყო შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 1662 და 1680 წლებში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა ქალაქს დიდი ზარალი მიაყენა და მას შემდეგ ბაროკოს სტილში იქნა გადაკეთებული. აღსანიშნავია, რომ 1552 წელს პასაუში დაიდო პასაუს სამშვიდობო ხელშეკრულება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. არის ბევრი ღირსშესანიშნავი ობიექტი. ქალაქში არის პასაუს უნივერსიტეტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა. პასაუს ჩრდილოეთით, 40 კილომეტრში არის ბავარიის ტყის ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #4044828-9 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.