პარიზის სამხედრო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხედრო სკოლის ცენტრალური შენობა

სამხედრო სკოლა — სამხედრო შენობების ფართო კომპლექსი პარიზის მეშვიდე რაიონში, მარსის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

იგი დააარსა 1750 წელს ლუი XV-მ ჟოზეფ პარი დუვერნის წინადადების საფუძველზე და მადამ დე პომპადურის მხარაჭერით, იმ მიზნით, რომ შეექმნათ აკადემიური კოლეჯი კადეტ-ოფიცრებისთვის, რომლებიც იყვნენ ღარიბი ოჯახებიდან. სამხედრო სკოლის შენობების არქიტექტორი იყო ანჟ-ჟაკ გაბრიელი. მშენებლობა დაიწყო 1752 წელს, თუმცა სკოლა არ გახსნილა 1760 წლამდე. 1777 წელს მისი რეორგანიზება მოახდინა გრაფმა სენ-ჟერმენმა და უწოდა École des Cadets-gentilshommes (ახალგაზრდა ჯენტლმენების სკოლა). 1784 წელს პარიზის სამხედრო სკოლაში სწავლობდა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტი. მან აქ ორი წლის ნაცვლად ერთი წელი ისწავლა.

დღეს ამ შენობაში ორი დაწესებულება მდებარეობს:

  • École de guerre (ომის სკოლა)
  • Institut des hautes études de défense nationale (IHEDN) (ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტი).

1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად პარიზის სამხედრო სკოლის შენობაც შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]