პარანა (არგენტინა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პარანა
Paraná
დროშა გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ენტრე-რიოსის პროვინცია
კოორდინატები 31°43′00″ ს. გ. 60°31′00″ დ. გ. / 31.71667° ს. გ. 60.51667° დ. გ. / -31.71667; -60.51667
ქალაქის მერი ხოსე კარლოს ალე
დაარსდა 23/10/1730
ფართობი 54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 77
მოსახლეობა 237,968 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 (0) 0343
საფოსტო ინდექსი E 3100
ოფიციალური საიტი parana.gov.ar
პარანა (არგენტინა) — არგენტინა
პარანა (არგენტინა)

პარანა — ქალაქი არგენტინაში, ენტრე-რიოსის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე პარანას აღმოსავლეთ სანაპიროზე, მეზობელი სანტა-ფეს პროვინციის დედაქალაქ სანტა-ფეს მოპირდაპირედ. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 237 968 ადამიანს (2001).

პარანა არა მარტო პროვინციის პოლიტიკური ცენტრია. ამავე დროს, ის მნიშვნელოვანი სამდინარო პორტია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეზობელი პროვინციებიდან ტვირთების გადაზიდვაში. მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგებია ცემენტის, ავეჯისა და კერამიკის წარმოება.

ქალაქის ცენტრში თავს იყრის კოლონიური პერიოდის მრავალი ეკლესია. პარანა ქალქ სანტა-ფესთან დაკავშირებულია გვირაბით, რომელიც 1969 წელს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის პანორამა
ქალაქის პანორამა