პარამარიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
პარამარიბო
ესპ. Paramaribo
ქვეყანა სურინამის დროშა სურინამი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 5°52′00″ ჩ. გ. 55°10′00″ დ. გ. / 5.86667° ჩ. გ. 55.16667° დ. გ. / 5.86667; -55.16667
დაარსდა 1613
ფართობი 183 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3±1 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 242 946 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 1327,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
ოფიციალური საიტი http://www.paramaribo.com/
პარამარიბო — სურინამი
პარამარიბო
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 940
ინგლ.რუს.ფრ.

პარამარიბო (ესპ. Paramaribo) — სურინამის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე სურინამზე, ატლანტის ოკეანესთან მისი შეერთების ადგილიდან 20 კილომეტრში. პარამარიბოში ცხოვრობს დაახლოებით 241,000 ადამიანი (2012 წლის აღწერით), სურინამის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. [1] ისტორიული შიდა ქალაქი პარამარიბო 2002 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი . [2]

ქალაქი დააარსეს ფრანგებმა 1640 წელს. მოგვიანებით, 1951 წლიდან გახდა ინგლისის კოლონია. 1667 წელს ბრედას ხელშეკრულებით დასახლება გადავიდა ნიდერლანდელების ხელში. ნიდერლანდური კოლონიალური მმართველობა შეცვალა ბრიტანულმა კონტროლმა (1799-1802 და 1804-1815) ქვეყნის დედაქალაქია 1975 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად ტურიზმის და ინდუსტრიის ხარჯზე. წარმოება მოიცავს საღებავებს, მარგარინს, ცემენტს და ლუდს.

ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრია დამოუკიდებლობის მოედანი, სადაც მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე და ფინანსთა სამინისტროს შენობა, რომელთა არქიტექტურული მნიშვნელობაც აღსანიშნავია. ეს მოედანი მასპინძლობს ძირითად შეჯიბრებებს. პარამარიბოს აქვს მუზეუმი, ბიბლიოთეკა და პალმების ფართო ბაღი. ძირითადი სასწავლო ინსტიტუტებია სურინამის ანტონ დე კომის უნივერსიტეტი, რომელიც 1968 წელს დაფუძნდა, სურინამის პოლიტექნიკური კოლეჯი(1994), და სურინამის სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრი (1967).

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს სახელი დაერქვა პარამარიბოს ტომის გამო, რომელიც ცხოვრობს მდინარე სურინამის შესართავთან; სახელი არის ტუპი-გუარანის ენიდან, სადაც para ნიშნავს "დიდ მდინარეს", ხოლო Maribo "მოსახლეობას". [3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება პარამარიბო, სავარაუდოდ, მომდინარეობს ინდიელთა სოფლის, პარმურბოს სახელიდან. [4] ეს იყო პირველი ნიდერლანდური დასახლების ადგილი, სავაჭრო პუნქტი, რომელიც დაარსდა ნიკოლას ბალიესტელის და დირკ სანენის მიერ, 1613 წელს. [4] ინგლისელი და ფრანგი მოვაჭრეები ასევე ცდილობდნენ სურნამში დასახლებული პუნქტების დაფუძნებას, მათ შორისაა 1644 წელს დაარსებული ფრანგული ფოსტა, დღევანდელი პარამარიბოს მახლობლად.

1830-იანი წლების ბაზრის ლითოგრაფია

ნიდერლანდური დასახლება დროებით მიატოვეს, ვიდრე 1650 წელს ინგლისელები დაამკვიდრებდნენ ვილოუბილენდს. ახალმოსახლეები გაგზავნა ბარბადოსის ინგლისელმა გუბერნატორმა, ლორდ ფრენსის ვილოუბიმ, ფარჰემის მე -5 ბარონი ვილოუბი, რომელთაც შექმნეს ქალაქი პარამარიბოს ადგილზე (თუმცა, სავალრაუდოდ, ქალაქის ამჟამინდელი ცენტრის სამხრეთით). ქალაქი დაცული იყო ციხესიმაგრეებით, რომელსაც ფორტ ვილოუბი ერქვა. 1662 წელს გუბერნატორ ვილოუბის აჩუქა დასახლება და მიმდებარე მიწები მეფე ჩარლზ II- მ. [5]

1667 წელს, ინგლის – ჰოლანდიის მეორე ომის დროს, პარამარიბო დაიპყრო გემების ესკადრონმა, აბრაამ კრიენსენის ხელმძღვანელობით. 1667 წელს ბრედას ხელშეკრულებამ დაადასტურა პარამარიბო, როგორც სურინამის ნიდერლანდური კოლონიის წამყვანი ქალაქი. პარამარიბოს დამცავ ციხეს ჰოლანდიის პროვინციის პატივსაცემად დაარქვეს ციხე ზელანდია, რომელიც აფინანსებდა კრიენსენის ფლოტს. (ქალაქს ნიუ მიდელბურგიც შეერქვა, მაგრამ მოსახლეობას სახელი არ მიიღო).

პარამარიბოს მოსახლეობა ძალიან მრავალფეროვანია. პირველ ბრიტანელ დევნილებს შორის იყო მრავალი ებრაელი [6] და ამერიკაში ერთ – ერთი უძველესი სინაგოგა გვხვდება პარამარიბოში. [7] ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1873 წლის შემდეგ, როდესაც ყოფილ მონებს (რომლებიც 1863 წელს გაათავისუფლეს) უფლება მისცეს შეწყვიტათ შრომა თავიანთი ყოფილი ბატონების სასარგებლოდ და დაეტოვებინათ შაქრის პლანტაციები.

პარამარიბო დარჩა სურინამის დედაქალაქად, თავისი კოლონიური დღეებიდან სურინამის დამოუკიდებლობის მოპოვებისას, 1975 წელს და დღემდე. ძველმა ქალაქმა, წლების განმავლობაში, მრავალი დამანგრეველი ხანძარი განიცადა, განსაკუთრებით 1821 წლის იანვარში (რომელმაც 400-ზე მეტი შენობა გაანადგურა) და 1832 წლის სექტემბერში (რამაც გაანადგურა თითქმის 50 შენობა). [8]

1987 წელს სურინამში მოხდა ადმინისტრაციული რეორგანიზაცია და ქალაქი დაიყო 12 ადმინისტრაციულ კურორტად. [9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბოს ხედი კოსმოსიდან

ქალაქი მდებარეობს მდინარე სურინამთან, დაახლოებით 15კმ-ში(9.3მილი) ატლანტის ოკეანიდან, პარამარიბოს ოლქში .

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბო მდებარეობს ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით. ქალაქს არ ახასიათებს ნამდვილი მშრალი სეზონი, მთელი წლის მანძილზე ნალექი ყოველთვიურად, საშუალოდ 60მმ-ზე მეტია, მაგრამ ქალაქი განიცდის შესამჩნევად ნოტიო და მშრალ პერიოდებს. "შემოდგომა " (სექტემბრიდან ნოემბრამდე) პარამარიბოში წლის ყველაზე მშრალი პერიოდია. ამ კლიმატის მქონე მრავალი ქალაქისთვის საერთოა, ტემპერატურის შედარებითი მუდმივობა მთელი წლის განმავლობაში, საშუალო მაღალი ტემპერატურაa 31°C, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა 22°C. პარამარიბოში საშუალოდ დაახლოებით 2200მმ ნალექი მოდის ყოველწლიურად.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1790 18 000
1831 15 265 −15.2%
1853 16 031 +5.0%
1980 167 798 +946.7%
1995 228 551 +36.2%
2004 242 946 +6.3%
2012 240 924 −0.8%

პარამარიბოს მოსახლეობა 240,924 ადამიანს შეადგენს (2012 წლის აღწერის მონაცემებით). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის რიცხვი სტაგნაციას განიცდის, მიმდებარე ვანიკის ოლქის მრავალი ქალაქი იზრდება მოსახლეობის რაოდენობით. [10]

ქალაქს ახასიათებს ეთნიკური მრავალფეროვნება, მოსახლეობა შედგება კრეოლებისაგან (აფრიკული ან შერეული აფრო-ევროპული წარმოშობა) 27%, ინდოელები (აღმოსავლეთის ინდოეთის წარმოშობის) 23%, მრავალეროვანი 18%, მაროუნები (აფრიკელი მონების შთამომავლები) 16%, იავური ( ინდონეზიური წარმოშობის) 10%, მკვიდრი (ადგილობრივი მოსახლეობის შთამომავლები) 2%, ჩინელები (მე -19 საუკუნის კონტრაქტორების შთამომავლები) 1.5%, ხოლო ევროპელთა მცირე რაოდენობა (ძირითადად ჰოლანდიური და პორტუგალიური წარმოშობის), ლიბანელები და ებრაელები. გასულ ათწლეულებში ბრაზილიელთა, გაიანელთა და ახალი ჩინელი ემიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დასახლდა პარამარიბოში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბო არის სურინამის ბიზნეს და ფინანსური ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი თავად არ აწარმოებს მნიშვნელოვან საქონელს, ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტების თითქმის ყველა შემოსავალი ოქროს, ზეთის, ბოქსიტის, ბრინჯის და ტროპიკული ხისგან ხორციელდება მისი ინსტიტუციების მეშვეობით. ყველა ბანკი, სადაზღვევო კორპორაცია და სხვა ფინანსური და კომერციული კომპანია განთავსებულია პარამარიბოში. სურინამის მშპ-ს დაახლოებით 75 პროცენტი მოდის პარამარიბოზე.

ტურიზმი სულ უფრო სწრაფად მზარდი მნიშვნელოვანი სექტორი ხდება, ყველაზე მეტი ვიზიტორით ნიდერლანდებიდან. [11]

მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად, პარამარიბო ქმნის საკუთარ რაიონს სურინამში. ამრიგად, პარამარიბოს რაიონის კურორტები შეესაბამება ქალაქის დაბებს. პარამარიბოს რაიონში თორმეტი კურორტია: [12]

კურორტი / იურისდიქცია ფართობი კვადრატულ კილომეტრში მოსახლეობის სიმჭიდროვე მოსახლეობა (2012) [13]
ბლაუგრანდი 43 661.3 31,483
რეინვილი 31 930.7 22,747
მუნდერი 14 1146.4 17,234
ცენტრუმი 9 3252.7 20,631
ბექჰუიზენი 6 3297.2 17,185
ვეხ ნაარ სი 41 321.3 16,037
ველგლეგენი 7 3387.0 19,304
ტამენგა 6 2385.5 15,819
ფლორა 4 3836.5 19,538
ლატური 6 4358.0 29,526
პონტბუიტენი 6 3246.2 23,211
ლივორნო 9 931.8 8.209

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბოს ემსახურებიან იოჰან ადოლფ პენგელის საერთაშორისო აეროპორტი და ზორგ ენ ჰუპის აეროპორტი ადგილობრივი ფრენებისთვის. შულ ვიდენბოსის ხიდი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ნაწილია, პარამარიბოს აკავშირებს მერზორგთან, მდინარე სურინამის მეორე მხარესთან.

ავიაკომპანიების უმეტესობას, როგორიცაა გამ ეარი, კარიკომ ეარვეისი და ბლუ ვინგ ეარლაინსი, აქვთ სათავო ოფისები პარამარიბოში, ზორგ ენ ჰუპის აეროპორტის ბაზაზე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბოს უმაღლესი სასწავლებლი არის ანტონ დე კომის უნივერსიტეტი, ქვეყნის ერთადერთი უნივერსიტეტი.

ისტორიული შიდა ქალაქი პარამარიბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლანდიის კოლონიური ქალაქი, რომელიც მე –17 და მე –18 საუკუნეებში შეიქმნა 2002 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. [14] ისტორიული შიდა ქალაქი მდებარეობს მდინარე სურინამის მარცხენა სანაპიროზე. შენობების თავდაპირველი არქიტექტურა და ქუჩის გეგმა უმეტესწილად ხელუხლებელი და შენარჩუნებულია.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურინამის საპრეზიდენტო სასახლე
არია დივაკერის ტაძარი
პარამარიბოს ნევე შალომის სინაგოგა
ჰელსტონის მონუმენტი
სურინამის ეროვნული ასამბლეა

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამარიბოსთან დაძმობილებული ქალაქებია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2012 Census Resorts Suriname. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2020
  2. Historic Inner City Paramaribo. ციტირების თარიღი: 29 May 2020
  3. E.M. Pospelov, Geograficheskie nazvaniya mira (Moscow: Russkie slovari, 1998), p. 322.
  4. 4.0 4.1 Bijdragen en Mededeelingen van het Historisch Genootschap. Deel 35 nl (1914). ციტირების თარიღი: 29 May 2020
  5. Paramaribo Suriname 2 nl. ციტირების თარიღი: 29 May 2020
  6. Extract of the Dutch Map Representing the Colony of Surinam (1777). ციტირების თარიღი: 2013-07-13.
  7. „Discovering Suriname's Jewish past - and present“. 18 February 2011. ციტირების თარიღი: 13 July 2013.
  8. Paramaribo Suriname nl. ციტირების თარიღი: 29 May 2020
  9. Paramaribo nl. ციტირების თარიღი: 29 May 2020
  10. 2012 Census Resorts Suriname. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2020
  11. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2020-08-06.
  12. 2012 Census Resorts Suriname. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2020
  13. 2012 Census Resorts Suriname. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2020
  14. UNESCO Listing of Paramaribo Inner City. ციტირების თარიღი: 31 Dec 2017
  15. „Adhin jongste vicepresident Suriname“ (ნიდერლანდური).
  16. Digitaal Vrouwenlexicon van Nederland Dutch. ციტირების თარიღი: 2016-12-18
  17. Howard, Grace Ruth (1869-1968 Dutch. ციტირების თარიღი: 28 October 2017
  18. Willemstad World Heritage City დაარქივებული 2010-02-09 საიტზე Wayback Machine. . Curacaomonuments.org. Retrieved on 2012-05-19.