პალომა პიკასო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალომა პიკასო
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1949 (71 წლის)
ვალორისი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საქმიანობა მოდელიორი, იუველირი
მეუღლე(ები)

რაფაელ ლოპეს კამბილი (1978—1998)

ერიკ ტევენე 1999 წლიდან
მშობლები მამა: პაბლო პიკასო
დედა: ფრანსუაზა ჟილო

პალომა პიკასო (ფრ. Paloma Picasso, დაბადების სახელი — ანა პალომა პიკასო უ ჟილოტ ესპ. Ann Paloma Ruiz-Picasso y Gilot; 1949 წლის 19 აპრილი, ვალურისი, საფრანგეთი)—ფრანგი მოდის დიზაინერი და ბიზნეს-ლედი, კომპანიის Tiffany & Co. სამკაულების დიზაინერი, XX საუკუნის ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს და მწერლის ფრანსუაზა ჟილოს უმცროსი ქალიშვილი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალომა პიკასო დაიბადა 1949 წლის 19 აპრილს, ვალურისში, საფრანგეთი, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის პაბლო პიკასოს და მწერლის ფრანსუაზა ჟილოტის ოჯახში. სახელი "პალომა" ესპანურ ენაზე "მტრედს" ნიშნავს.[1] გოგონას ბავშვობამ არაჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა, იგი მუდმივად გარშემორტყმული იყო მხატვრებით და შემოქმედებით ადამიანებით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მომავალი მოდის დიზაინერის ცხოვრების გზის ჩამოყალიბებაზე.

1953 წელს ფრანსუაზა ჟილომ მიატოვა ქმარი. თან წაიყვანა შვილები პალომა და კლოდი. ამის შემდეგ ბავშვები მამას უფრო იშვიათად ნახულობდნენ. [2]

1957 წელს პალომამ ძალები მოსინჯა ფერწერაში ზეთით. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ეს საკმაოდ რთული იყო.

1968 წელს ჩააბარა ნანტის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალომა პიკასოს პარფიუმერიის ლოგო

პალომამ იუველირის კარიერა დაიწყო 1968 წელს პარიზში, როდესაც მუშაობდა კოსტიუმების დიზაინერად. მის მიერ ბაზრობაზე გემოვნებით შერჩეულმა მთის ბროლის ყელსაბამმა, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლისათვის შეიძინა,  კრიტიკოსების დიდი მოწონება  დაიმსახურა. წარმატების შთაგონებული,  ჩაირიცხა საიუველირო კურსებზე.  მალე ივ სენ ლორანის შეთავაზება მიიღო. სახელგანთქმულმა დიზაინერმა პალომას დაავალა შეექმნა აქსესუარები მისი ერთ-ერთი კოლექციისათვის. ხოლო 1971 წლისთვის იგი მუშაობდა ბერძნულ საიუველირო კომპანია Zolotas- ში. ერთ-ერთი იტალიური კომპანიისათვის აფორმებდა ჩანთებსა და ფეხსაცმელებს. ჯაკ კაპლანისათვის მუშაობდა ბეწვეულზე.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1973 წელს, პალომამ დროებით დაკარგა ინტერესი დიზაინის მიმართ და დეპრესიაში ჩავარდა. პაბლო პიკასომ ანდერძი არ დატოვა და მისმა უკანონო შვილებმა - პალომამ, მისმა ძმამ კლოდმა და ნახევარ დამ- მაიამ სასამართლოს მიმართეს ქონების გასაყოფად, რომელიც 250 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ანამ მიიღო 90 მილიონი და დათანხმდა დახმარებოდა საფრანგეთის მთავრობას, რომელმაც ასევე მიიღო უზარმაზარი ქონების გადასახადი, პარიზში პიკასოს მუზეუმის შექმნის საქმეში.[3][4][5]

1974 წელს პალომამ ითამაშა პოლონელი რეჟისორის ვალერიან ბოროვიჩის ეროტიკულ ფილმში "უზნეო ისტორიები", რამაც სკანდალური პოპულარობა მოიპოვა.

ძირითადი საქმიანობის გარდა, პალომა მონაწილეობდა არგენტინელი დრამატურგისა და რეჟისორის რაფაელ ლოპეს-კამბილას (ასევე ცნობილი როგორც რაფაელ ლოპეს-სანჩესი) დეკორაციების შექმნაზე, რომელზეც დაქორწინდა 1978 წელს. მათი ქორწილი მოვლენა გახდა, რადგან ცერემონიისათვის ტანსაცმელი შექმნეს ივ სენტ ლორანმა და კარლ ლაგერფელდმა, რომლებმაც პალომას დაუბრუნეს ინტერესი დიზაინისადმი. ხოლო პატარძალი დიდი ხნის განმავლობაში  დარჩა  პარიზელი დიზაინერების საქორწილო კაბების მუზად.

1980 წელს პალომამ დადო ხელშეკრულება საიუველირო კომპანია Tiffany & Co.– სთან. პალომა პიკასოს სახელი გახდა ცნობილი საიუველირო ბრენდი . მისი ნამუშევრების ხელწერა და დამახასიათებელი ნიშანია მტრედი და წითელი ფერი. იმავე წელს გამოვიდა მისი პირველი კოლექცია.[6]

1981 წელს, პალომას მხარდაჭერით, პიკასოს მუზეუმიგაიხსნა. შემდეგ წელს დიზაინერი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

1983 წელს პალომა შეიყვანეს  დიდების დარბაზის ყველაზე ელეგანტური ადამიანების საერთაშორისო სიაში.

პალომა პიკასომ დიზაინის ახალ სფეროებში მოსინჯა ძალები. 1984 წელს მან დააარსა საკუთარი სახელობის ბრენდი, L'Oréal– ისთვის გამოვიდა პირველი სუნამო Paloma Picasso. სამი წლის შემდეგ მან და მისმა მეუღლემ ნიუ – იორკში გახსნეს ფილიალი, სადაც Paloma– ს აქსესუარების კოლექციებმა, რომლებიც გამოირჩეოდა უნაკლო ხარისხითა და დიზაინით,  საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.[7][8]

1989 წელს ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს მიერ პალომა დასახელდა აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერად.

1999 წელს პალომა დაშორდა რაფაელს და მალე იქორწინა ფრანგ ექიმ ერიკ თევენზე . ისინი შვეიცარიაში გადავიდნენ, სადაც ლოზანაში პალომამ დააფუძნა სპეციალური ფონდი, რომლის სახსრები მიმართული იუო მისი მშობლების შემოქმედების პოპულარიზაციისათვის. განსაკუთრებით  დედის, რომელის მოღვაწეობა ნაკლებად იყო ცნობილი ევროპისათვის.

2000-იანი წლების დასაწყისში პიკასომ, რომელიც თამამი ფერებით იყო ცნობილი, შეცვალა სახლის აქსესუარები. ოდესღაც აქტიურმა პირვანდელმა ფერები შეცვალა ნაცრისფერმა, ოქროსფერმა და მუქი ფერის ჩრდილებმა.

2010 წელს პალომას 30 წლის იუბილე Tiffany & Co.– ში აღნიშნა ახალი კოლექციით, რომელიც ეფუძნებოდა დიზაინერის სიყვარულს მაროკოსადმი. 2011 წელს შედგა პალომა პიკასოს კიდევ ერთი დებიუტი. დიზაინერმა წარადგინა კოლექცია სახელწოდებით Venezia, ქალაქ  ვენეციის  პატივსაცემად.[9]

2011 წელს პალომამ მიიღო ჯილდო  ვაშინგტონში ქალთა ხელოვნების ეროვნული მუზეუმისგან ხელოვნებაში მიღწეული წარმატებისათვის.[10]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jane Mulvagh. Costume Jewelry in Vogue. — Thames and Hudson, 1988. — 192 с. — ISBN 9780500275139.Rolf
  • Kallass, Wilhelm Siemen, Paloma Picasso, Shirley MacDonald, Villeroy-&-Boch-Aktiengesellschaft. Design world of Paloma Picasso. — Dt. Porzellanmuseum, 1997. — 56 с. — ISBN 9783927793460.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paloma Picasso, from the Biography Resource Center, the Gale Group, 2001.
  2. Michael Kimmelman. Picasso's Family Album // The New York Times. — 1996.
  3. Paige Williams. Paloma Picasso - The Jeweler with the famous name designs a big brand and a wonderful life, Pink Magazine, page 48-53, მარტ-აპრილი 2009.[მკვდარი ბმული]
  4. https://www.nytimes.com/1996/04/28/magazine/picasso-s-family-album.html?pagewanted=all THERE IS NO SINGLE, true version of Pablo Picasso.
  5. https://www.nytimes.com/1999/04/19/arts/family-feud-over-picasso-wheels-new-car-s-logo-divides-heirs-lucrative-name.htm[მკვდარი ბმული]l New York Times
  6. "Tiffany & Co. For The Press | About Tiffany & Co. | Paloma Picasso | United States". press.tiffany.com.
  7. Dana Thomas. A Fashionable Life: Paloma Picasso დაარქივებულია 28 ივლისი 2012 წელი. // Harper’s Bazaar, February 9, 2010
  8. Egan, Maura (22 October 2006). "Picasso's Red Period". The New York Times. Retrieved 11 February2011.
  9. Paloma Picasso (ინგლ). press.tiffany.com. მიმართვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  10. Fashion Encyclopedia. 13 November 2008.