პაგო-პაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
პაგო-პაგო
ინგლ. Pago Pago

ქალაქი პაგო-პაგო
ქვეყანა ამერიკის სამოის დროშა ამერიკის სამოა
კოორდინატები 14°16′23″ ს. გ. 170°42′10″ დ. გ. / 14.27306° ს. გ. 170.70278° დ. გ. / -14.27306; -170.70278
ფართობი 141.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 3656 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-11
ოფიციალური საიტი pagopago.com
პაგო-პაგო — ამერიკის სამოა
პაგო-პაგო

პაგო-პაგო (ინგლ. Pago Pago) — ამერიკის სამოას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ტუტუილაზე, ზღვის დონიდან 3 მეტრ სიმაღლეზე. მოსახლეობა 3656 ადამიანი[1] (2010). საზღვაო პორტია. ძირითადად გადააქვთ კონსერვირებული თინუსი. კუნძულზე მდებარეობს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბაზა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მთებს იქით, რომლებიც დაფარულია ხშირი ტყეებით, მცირე ყურეში, რომელთა ნაპირებიც ძლიერ დაკლაკნილია, კუნძულ ტუტუილას სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, პრაქტიკულად მთლიანად განცალკევებულ ბუნებრივად დაცული ღრმაწყლიანი პორტის აკვატორიასთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1872 წელს სამოას უმაღლესი ბელადის მაუგას მიერ ამერიკელთათვის გამოყოფილ მიწის პატარა ნაწილზე,[2], მე-3 თანრიგის კაპიტანმა რ. ბ. მიდიმ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის დააარსა პორტი. 1900—1951 წლებში იყო საკმაოდ ძლიერი საზღვაო ბაზა, დღეისათვის კი — რეგულარული პორტი სხვადასხვა ტიპის შემოსული გემების მომსახურებისათვის. 2009 წლის 29 სექტემბერს ქალაქს თავს დაატყდა ცუნამი, რომელიც გამოიწვია წყალქვეშა მიწისძვრამ მაგნიტუდით 8,3 ბალი 120 კმ-ით სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ცუნამის შედეგად ქალაქმაც და მთელმა არქიპელაგმა განიცადა დიდი ზარალი — დაიღუპა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და განადგურდა ბევრი სოფელი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი საექსპორტო კულტურაა — კონსერვირებული თინუსი. 1964 წელს გახსნილმა საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც ნაწილობრივ გაშენებულია გვერდით მდებარე რიფზე, გამოიწვია ტურიზმის აღმავლობა[2]. პაგო-პაგო, აღწერილია სომერსეტ მოემის მოთხრობაში «წვიმა», როგორც ჩამორჩენილი ქალაქი ცხელი და ნესტიანი კლიმატით, დღეისათვის კი საცხოვრებელი და სამრეწველო ცენტრი. ქალაქის აგლომერაცია შედგება რამდენიმე სოფლისაგან, მათ შორის ფანგატაუფისაგან (ინგლ. Fangataufa), სადაც განლაგებულია საკანომდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, და უტულაიებისგან (ინგლ. Utulai, სადაც განლაგებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები.

საინტერესო ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტელეანძაში არაა ლიფტი და აქ თანამშრომლები და ტურისტები ადიან ფუნიკულიორით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის აღწერა (2010) გვერდი მე-8. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-15. ციტირების თარიღი: 2014-05-18.
  2. 2.0 2.1 «Pago Pago.» Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Ultimate Reference Suite. Chicago: Encyclopædia Britannica, 2012.