ოსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსიანი — ლეგენდარული მეომარი და კელტების ბარდი. გადმოცემის თანახმად ცხოვრობდა III საუკუნეში ირლანდიაში ან შოტლანდიაში. მისი სიმღერების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ესაა თქმულებები მეფე ფინის, ანუ ფინგალის და მისი თანამებრძოლების საგმირო საქმეების შესახებ. XVII საუკუნეში ოსიანის სახელი მოედო მთელ ევროპას, როდესაც ჯეიმზ მაკფერსონმა, რომელიც გელური ფოლკლორის შემგროვებელი იყო, ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი, რომელიც გელურიდან თარგმნილ ოსიანის სიმღერებად გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]