ულე ბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოლე ბული)
ულე ბორნემან ბული
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1810
ბერგენი
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1880
მოქალაქეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
საქმიანობა მევიოლინე და კომპოზიტორი

ულე ბორნემან ბული (დ. 5 თებერვალი, 1810 — გ. 17 აგვისტო, 1880) — ნორვეგიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბული დაიბადა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში. მამამისს უნდოდა, რომ ულე მინისტრი გამოსულიყო, მაგრამ ულემ გადაწყვიტა მუსიკას გაჰყოლოდა. 9 წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა. ის ბერგენის ფილარმონიური ორკესტრის სოლისტი მევიოლინე იყო. 18 წლისა ოსლოს უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ გამოცდებზე ჩაიჭრა. 1832 წელს ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მევიოლინე ჰაინრიხ ვილჰელმ ერნსტთან ცხოვრობდა, რომელმაც ბულს პაგანინის მუსიკა გააცნო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ''Ole Bull'' (Store norske leksikon). Snl.no (2013-02-27). ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  2. ''Ole Bull / utdypning'' (Store norske leksikon). Snl.no. ციტირების თარიღი: 2013-04-07.