ნურ მუჰამედ თარაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნურ მუჰამედ თარაქი (პუშტუ نور محمد ترکۍ; დ. 15 ივლისი, 1917 — გ. 9 ოქტომბერი, 1979) — ავღანეთის საზოგადო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე; მწერალი, ჟურნალისტი. სახალხო დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი. აპრილის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოდის და ხდება რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე და ავღანეთის პრემიერ-მინისტრი (1978-1979 წწ.), ატარებდა მარქსიზმის პოლიტიკას ქვეყანაში. დაამხეს 1979 წელს და მალევე საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]