ნორდერნაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულის მდებარეობა
ნორდერნაის აერო ფოტო

ნორდერნაი (გერმ. Norderney) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. ამავე დროს, ის წარმოადგენს ქვემო საქსონიის მხარეში შემავალ აურიხის მუნიციპალიტეტს.

კუნძულის სიგრძე 14 კმ-ია, სიგანე 2,5 კმ, მთლიანი ფართობი — 26,3 კმ² და ამ მხრივ გერმანიის მეათე უდიდესი კუნძულია. მოსახლეობა 6 200 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის სტატუსი 1946 წელს მიენიჭა. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე გადაჭიმულია 14 კმ სიგრძის ქვიშიანი პლაჟი.

ნორდერნაის სიახლოვეს, 800 მეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ბალტრუმი; დასავლეთით, 3 კმ-ში კი კუნძული იუსტი.

კუნძულის მთლიანი აღმოსავლეთ ნაწილი მიეკუთვნება ქვემო საქსონიის ვატოვის ზღვის ეროვნულ პარკს. ეროვნული პარკის სტატუსი გავლენას ახდენს კუნძულზე ყველა სახის გადაზიდვებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: