ნიუტაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუტაო
მშობ. სახელი: ინგლ. Niutao
გეოგრაფია
06°06′30″ ს. გ. 177°20′29″ ა. გ. / 6.10833° ს. გ. 177.34139° ა. გ. / -6.10833; 177.34139
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2,53 კმ²
საბჭო ნიუტაოს კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 663 (2002)
სიმჭიდროვე 262,055 ად. /კმ²

ნიუტაო (ინგლ. Niutao) — ტუვალუს კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. შედის ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეულის — ნიუტაოს კუნძულოვან საბჭოში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუტაოს ხედი კოსმოსიდან.

კუნძულს აქვს ჰორიზონტალურად გადაჭიმული ოვალური ფორმა. მისი სიგრძე დაახლოებით 1,6 კმ-ია. მისი ზედაპირი დაფარულია მშრალი მცენარეულობით და მცირე რაოდენობის ველური მანგროს ტყეებით. მთელი კუნძული მდებარეობს მარჯნის რიფების გარემოცვაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუტაო 1825 წელს აღმოაჩინა ვეშაპდამჭერი გემის კაპიტანმა ობედ სტარბაკმა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 663 ადამიანს[1]. კუნძულზე ერთადერთი დასახლებული პუნქტებია — სოფელი კულია (224 ად.) და ტეავა (439 ად.).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუტაოს კუნძული ნიულაკიტას კუნძულთან ერთად შედის ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეულის — ნიუტაოს კუნძულოვან საბჭოში, რომელშიც 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 698 ადამიანს.

კუნძული ფართობი,
(კმ²)
მოსახლეობა,
(ად. 2002 წელი)
კოორდინატები
ნიუტაო 2,53 663 06°06′30″ ს. გ. 177°20′09″ ა. გ. / 6.10833° ს. გ. 177.33583° ა. გ. / -6.10833; 177.33583
ნიულაკიტა 0,42 35 10°45′ ს. გ. 179°30′ ა. გ. / 10.750° ს. გ. 179.500° ა. გ. / -10.750; 179.500

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე არსებობს სასოფლო ავტოგზების ქსელი (არც რკინიგზა და არც აეროპორტი კუნძულზე არ არსებობს).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.