ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სენეგალის დროშა სენეგალი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 13°04′00″ ჩ. გ. 12°43′00″ დ. გ. / 13.06667° ჩ. გ. 12.71667° დ. გ. / 13.06667; -12.71667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 153
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 153
ინგლ.რუს.ფრ.

ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National du Niokolo Koba PNNK) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუნების დაცული ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ სენეგალში, გვინეა-ბისაუს საზღვრის სიახლოვეს.

ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს ნიოკოლო-კობა სენეგალის ეროვნულ პარკად გამოცხადდა, გაფართოვდა 1969 წელს, 1981 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გაფორმდა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი. 2007 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი გადაჭიმულია მაღლობზე, რომელიც მდინარე გამბიის ზემო წელში მდებარეობს და მიამართება ჩრდილო-დასავლეთით, გვინეის საზღვრისკენ. ბიოსფერული პარკი მოიცავს 9 130 კმ² ტერიტორიას. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 16-311 მეტრზე.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია ხეებიანი სავანითა და სუდანური ტყით, ხეებით დაფარულ და სეზონურ ვეთლენდებთან ერთად. პარკი მოიცავს მცენარეთა 1500 სახეობას და სენეგალის ტყეების 78 %-ს.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი ცნობილია თავისი ველური ბუნებით. სენეგალის მთავრობის შეფასებით, პარკში გავრცელებულია ამფიბიათა 20 სახეობა, თევზი]ს 60 სახეობა, რეპტილიების 38 და ძუძუმწოვართა 80 სახეობა. 2005 წლის მონაცემებით, მათ შორისა 11000 ბუფალო, 6000 ჰიპოპოტამი, 400 გიგანტური ანტილოპა, 30 სპილო, 120 ლომი, 150 შიმპანზე და რამდენიმე ძალიან იშვიათი ლეოპარდი და აფრიკული გარეული ძაღლი.

პარკში ბინადრობს 330 სახეობის ფრინველი, მათ შორისაა არაბული სავათი, შავგვირგვინიანი წერო, წყლის არწივი და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]