ნინა დობრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინა დობრევი

ნინა დობრევი 2018 წელს
დაბადების სახელი ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1989 (1989-01-09) (35 წლის)
სოფია, ბულგარეთი
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, ამერიკა
ეროვნება ბულგარელი
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2006-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი იან სომერჰალდერი (2010–2013)
მშობლები მამა: კონსტანტინ დობრევი
დედა: მიჰაელა დობრევი
საიტი

ნინა დობრევი (ინგლ. Nina Dobrev, დაბადების სახელი ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა [ა][1][2]; ინგლ. Nikolina Konstantinova Dobreva; დ. 9 იანვარი, 1989)[3]ბულგარული წარმოშობის კანადელი მსახიობი.

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 2006 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო მია ჯოუნსის როლი ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“. ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ელენა გილბერტისა და კატერინა პირსის როლებით The CW-ის ტელესერიალში „ვამპირის დღიურები“.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი 2 წლის იყო როდესაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კანადაში. გაიზარდა ტორონტოში.[4][5] იგი საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და ბულგარულ ენებზე.[6] ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა — პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი.[5]

საშუალო სკოლაში დობრევი ეუფლებოდა ბალეტსა და მხატვრულ ტანვარჯიშს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოციოლოგიას რაიერსონის უნივერსიტეტში.[7] 2008 წელს მან დატოვა უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ნინას ნამდვილი სახელია — ნიკოლინა, რომელიც მისი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დობრევი 2008 წელს

პირველი კინოროლი მიიღო 2006 წელს, ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“.[4] 2000-იანი წლების შუა პერიოდში ითამაშა რამდენიმე ფილმსა თუ ტელესერიალში, რომელთა შორისაცაა „შორს მისგან“, „ნამსხვრევები“, „მაქციაზე ნადირობა“ და სხვა.

2009 წელს მიიღო მთავარი როლი The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასახიერებდა ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟ კატერინა პეტროვას, ვამპირს, რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკის სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირ დეიმონ და სტეფან სალვატორებს. სერიალის სცენარისტებმა დობრევი როლზე დამტკიცეს იმის მიუხედავად, რომ ის შავგრემანი იყო, ხოლო ელენა გილბერტის პერსონაჟი ქერათმიანია. 2015 წელს მსახიობმა საკუთარი Instagram-ის საშუალებით განაცხადა სერიალიდან წასვლის შესახებ.[8] 2017 წელს გახდა ცნობილი, რომ იგი მონაწილეობას მიიღებდა „ვამპირის დღიურების“ უკანასკნელ სერიებში.[9]

2011 წლის აპრილში იგი მონაწილეობდა ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“, ემა უოტსონთან ერთად. 2015 წელს კი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „უკანასკნელი გოგონები“.

2018 წლის მარტში დაამტკიცეს კლემის როლზე CBS-ის ტელესერიალში „ოჯახი“, რომლის პრემიერა გაიმართა 2019 წლის 10 იანვარს,[10] ხოლო იმავე წლის 10 მაისს სერიალის გადაღებები შეწყდა.[11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს იენ სომერჰალდერმა დაადასტურა, რომ ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც „ვამპირის დღიურების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2013 წლის მაისში მათი 3 წლიანი ურთიერთობა დასრულდა. 2015 წლის ზაფხულში კი გავრცელდა ნინა დობრევის პაპარაცული ფოტოები ახალ პარტრნიორ ოსტინ სტოუელთან ერთად კუნძულ სან-ტროპეზე საფრანგეთში. მალე წყვილმა ოფიციალურად დადასტურა, რომ ერთმანეთს ხვდებიან. 2016 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006 შორს მისგან Away from Her მონიკა
2006 ოჯახური თამაშები Playing House ახალგაზრდა ფრენი
2006–2009 დეგრასი: შემდეგი თაობა Degrassi: The Next Generation მია ჯოუნსი
2007 როგორ მოძრაობს ის How She Move გოგონა აბაზანაში
2007 პოეტი The Poet რეიჩელი
2007 ნამსხვრევები Fugitive Pieces ბელა
2007 ორპირი მკვლელი My Daughter's Secret ჯასტინა
2007 ქორწილისთვის ზედმეტად ახალგაზრდები Too Young to Marry ჯესიკა
2008 Mookie's Law როზაბელა ბულუტი
2008 The American Mall ელი შეპარდი
2008 მაქციაზე ნადირობა Never Cry Werewolf ლორენ ჰენსეტი
2008 საზღვრები The Border მაია
2009 You Got That Light გოგონა
2009 ქლოია Chloe ანა
2009 მეთერთმეტე საათი Eleventh Hour გრეისი
2009 გოგონები დეგრასიდან მიდიან ჰოლივუდში Degrassi Goes Hollywood მია ჯოუნსი
2009–2015/2017 ვამპირის დღიურები The Vampire Diaries ელენა გილბერტი/კეტრინ პირსი
2009 საშობაო მადაგასკარი Merry Madagascar კუპიდონი
2011 სუპერგმირების რაზმი The Super Hero Squad Show ელენი
2011 მეზობელი გოგონა The Roommate მარია
2011 არენა Arena ლორი
2012 მარტოსულობის უპირატესობანი The Perks of Being a Wallflower კენდესი
2014 მოდი ვიყოთ პოლიციელები Let's Be Cops ჯოსი
2014 რობო წიწილა Robot Chicken კლორტანა/ები/ჯენი კერანი
2014 პირველშობილები The Originals ტატია
2015 უკანასკნელი გოგონები The Final Girls ვიკი
2016 ფონოგრამების ბრძოლა Lip Sync Battle თავად
2017 სამუშაოს მოყვარულნი Workaholics კორტნი
2017 სამი იქსი: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება xXx: Return of Xander Cage ბეკი
2017 ღამისთევა Crash Pad ჰანა
2017 კომაში Flatliners მარლო
2017 შემდეგ შენ გამოჩნდი Then Came You იზი
2018 ძაღლების დღე Dog Days ელისაბედი
2019 ოჯახი Fam კლემი

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბულგ. Николина Константинова Добрева

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nina Dobrev Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2015.
  2. Osmanski, Stephanie. 15 Stars Who Don't Go By Their Real Names (19 აგვსიტო, 2014). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2018.
  3. Nina Dobrev. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
  4. 4.0 4.1 Ryan, Andrew. (September 22, 2009) From DeGrassi to the dark side. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: June 12, 2017
  5. 5.0 5.1 Calhoun, Crissy (2010) „Cast Bios: Nina Dobrev“, Love You To Death: The Unofficial Companion to The Vampire Diaries. Ecw Pr. ISBN 978-1-55022-978-3. 
  6. Fowler, Tara. (November 23, 2010) Dobrev: 'I'm proud to be Bulgarian'. Digital Spy. ციტირების თარიღი: June 12, 2017.
  7. Lewis, Jessica. (November 5, 2008) Degrassi Gets Schooled. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2010. ციტირების თარიღი: June 12, 2017
  8. Roffman, Marisa. (April 6, 2015) 'Vampire Diaries' Shocker: Star Nina Dobrev Exits. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 23, 2015.
  9. Andreeva, Nellie. (January 26, 2017) 'The Vampire Diaries': Nina Dobrev To Return For Series Finale. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: January 26, 2017
  10. CBS FAM Series Premiere: Here's How You Know the Cast.
  11. Andreeva, Nellie; Petski, Denise. 'Fam' Comedy Canceled By CBS After One Season. Deadline Hollywood (May 10, 2019). ციტირების თარიღი: May 10, 2019.