ნიკონი (მოსკოვის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკონი.

პატრიარქი ნიკონი (რუს. Патриа́рх Ни́кон, ერისკაცობაში — ნიკიტა მინოვი Ники́та Ми́нин (Минов); დ. 7 (17) მაისი1605, სოფელი ველდემანოვო – გ. 17 (27) აგვისტო1681, ტროპინსკაია სლობოდა, იაროსლავი) – მოსკოვის პატრიარქი 1652-1666 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვდლად აკურთხეს 19 წლის ასაკში. 1635 წელს აღიკვეცა ბერად. 1643 წლიდან გახდა კოჟეოზეროს მონასტრის წინამძღვარი, 1646 წლიდან კი მოსკოვის მაცხოვრის ახალი ეკლესიის წინამძღვარი. 1648 წლიდან იყო ნოვგოროდის მიტროპოლიტი.

1652 წელს აკურთხეს პატრიარქად. 1653 წელს დაიწყო საეკლესიო რეფორმა, განიზრახა წმინდა წერილის ხელახალი თარგმნა, X-XII საუკუნეებში ძველ საეკლესიო სლავურზე შესრულებული თარგმანების გასწორება და კორექტირება. რეფორმებს წინააღმდეგობა გაუწია სასულიერო პირების ნაწილმა. მათ ნიკონის რეფორმები ერესად მონათლეს და აპოკალიფსის მოახლოებად მიიჩნიეს. ამ განხეთქილების ნიადაგზე წარმოიჩვნენ ძველმართლმადიდებლები. 1666-1667 წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოიწონა ნიკონის რეფორმები. თუმცა, ამავე კრებამ, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის სურვილის გამო ნიკონი გაასამართლა და დასაჯა, ხოლო ეკლესიის მართვის სადავეები მეფე ალექსი I-ს გადასცა. ნიკონი გადაასახლეს ბელოზერსკის მონასტერში. 1681 წელს დართეს ნება გადასულიყო ნოვი-იერუსალიმის მონასტერში. გარდაიცვალა გზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]