ნიკოლოზ სევერცოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ სევერცოვი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1827[1]
დაბ. ადგილი ვორონეჟი ან Yasenki
გარდ. თარიღი 26 იანვარი (7 თებერვალი), 1885 (57 წლის)
გარდ. ადგილი დონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი[2] , ზოოლოგი, ორნიტოლოგი, ბუნებისმეტყველი, ბოტანიკოსი და მოგზაური[3]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები Mikhail Menzbier
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი
მამა Aleksey Severtsov
შვილ(ებ)ი ალექსი სევერცოვი
ჯილდოები ლიტკეს სახელობის პრემია და კონსტანტინეს მედალი

ნიკოლოზ ალექსის ძე სევერცოვი (რუს. Никола́й Алексе́евич Се́верцов; დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი] , 1827, ვორონეჟი — გ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1885, ვორონეჟის მახლობლად) — რუსი ზოოლოგი, ზოოგეოგრაფი და მოგზაური.

1846 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1857-1879 წლებში იკვლევდა ტიან-შანის მთიანეთს, ყიზილ-ყუმის უდაბნოს, შეაგროვა მრავალრიცხოვანი ფლორისტული და ფაუნისტური მასალა პამირის მთიანეთზე, შეიმუშავა შუა აზიის ბუნების კომპლექსურ-გეოგრაფიული დახასიათება, პალეარქტიკის ზოოგეოგრაფიული დაყოფის პრინციპები და მისი ეკოლოგიური საფუძვლები. შეაგროვა დიდძალი მასალა რუსეთის და თურქესტანის მხარის ორნითოფაუნაზე.

შეისწავლა ხერხემლიან ცხოველთა პერიოდული მოვლენები. ჩარლზ დარვინის მოძღვრების მიმდევარი და პროპაგანდისტი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი შვილი ალექსი სევერცოვი (1866-1936) აგრეთვე ცნობილი ბიოლოგი იყო.

სევერცოვის სახელი მიეკუთვნა ზოგიერთ მცენარეს, ცხოველს, პიკს პეტრე I-ის ქედზე, მყინვარებს პამირისა და იმიერილის ალათაუზე.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Периодические явления в жизни зверей, птиц и гад Воронежской губернии, М., 1855, 2 изд., М., 1950;
  • Орнитология и орнитологическая география Европейской и Азиатской России, СПБ, 1867;
  • Путешествия по Туркестанскому краю и исследование горной страны Тянь-Шаня, СПБ, 1873, 2 изд., М., 1947;
  • Орографический очерк Памирской горной системы, СПБ, 1886.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 268.
  • Дементьев Н. Г., Николай Алексеевич Северцов, зоолог и путешественник (1827‒1885), 2 изд., М., 1948;
  • Золотницкая Р. Л., Н. А. Северцов ‒ географ и путешественник, М., 1953.
  1. https://pantheon.world/profile/person/Nikolai_Severtzov
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #126888213 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Czech National Authority Database