ნიკოლოზ ადლერბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ადლერბერგი

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ადლერბერგი (დ. 1819 — გ. 1892) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი. მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებსა (1841-184) და უნგრეთის კამპანიაში (1849). 1853 წელს დაინიშნა ტაგანროგის ქალაქისთავად. 1854-1856 წლებში ეკავა ქალაქ სიმფეროპოლის სამხედრო გუბერნატორის, ხოლო 1866-1881 წლებში ტავრიჩის სამოქალაქო გუბერნატორის თანამდებობა. იყო ფინეთის დიდი სამთავროს გენერალ-გუბერნატორი. 1881 წელს დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად.

იმოგზაურა საბერძნეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ამ მოგზაურობათა შთაბეჭდილებებზე შექმნა და 1853 წელს გამოსცა მცირე მოცულობის წიგნი „რომიდან იერუსალიმში”. მოგზაურული ჩანაწერების ჟანრის შესახებ გამოთქმული აქვს საყურადღებო მოსაზრებები ამავე წიგნის წინასიტყვაობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.