ნიკოლა კლიუსევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა კლიუსევი
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 1991 – 17 აგვისტო, 1992
პრეზიდენტი  კირო გლიგოროვი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებრანკო ცრვენკოვსკი

მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 1998 – 27 ივლისი, 2000
პრემიერ-მინისტრილიუბჩო გეორგიევსკი
წინამორბედილაზარ კიტანოვსკი
მემკვიდრელიუბენ პაუნოვსკი

დაბადებული2 ოქტომბერი, 1927
შტიპი, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვლილი16 იანვარი, 2008
სკოპიე, მაკედონია
განათლებაბელგრადის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაეკონომისტი

ნიკოლა კლიუსევი (მაკედ. Никола Кљусев; დ. 2 ოქტომბერი, 1927, შტიპი, იუგოსლავიის სამეფო — გ. 16 იანვარი, 2008, სკოპიე, მაკედონია) — მაკედონიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის პირველი პრემიერ-მინისტრი (1991-1992 წწ.) ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი 1998-2000 წლებში.

1953 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტი. აქვე მიიღო სამეცნიერო ხარისხი. მაკედონიის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი ხელმძღვანელობით შემოიღეს ეროვნული ვალუტა - დენარი. გარდა ამისა, იგი აწარმოებდა რტულ მოლაპარაკებებს მაკედონიიდან იუგოსლავიის ჯარების გაყვანის შესახებ. პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ იყო არც-ერთი პარტიის წევრი.

1998-2000 წლებში იგი კვლავ მთავრობაშია, როგორც თავდაცვის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]