ნიკოლ შერზინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლ შერზინგერი

ნიკოლ შერზინგერი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნიკოლ პრესკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი
აგრეთვე ცნობილი როგორც ნიკოლ კი
დაბ. თარიღი 29 ივნისი, 1978
დაბ. ადგილი ჰონოლულუ[1]
წარმოშობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ, ჰავაი, ჰონოლულუ
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო მუსიკა, რიტმ ენდ ბლიუზი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი
აქტიური 2001 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&M Records
Interscope Records(2004 - დღემდე)
Polydor Records(2001-2002)
ხელმოწერა
საიტი
ნიკოლ შერზინგერი ვიკისაწყობში

ნიკოლ პრესკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი (ასევე ნიკოლ კი) (ინგლ. Nicole Prescovia Elikolani Valiente Scherzinger) (დ. 29 ივნისი, 1978) — ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და მსახიობი, ფართო მასებში უფრო ცნობილი, როგორც Pussycat Dolls-ის წამყვანი ვოკალისტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერზინგერი ჰავაიზე დაიბადა, ფილიპინელი მამის და ჰავაელ/რუსი დედის ოჯახში. მისი დედა, როზმარი, მამამისს დაშორდა და ლუიზვილში, კენტუკი გადავიდა, ნიკოლის მამინაცვალთან გერი შერზინგერთან საცხოვრებლად, მის და კე'ალასთან ერთად. ნიკოლი თავის აღზრდას ახასიათებს როგორც "კონსერვატიულ კათოლიკურად". განათლება მეიზიკის საშუალო სკოლაში მიიღო. შემდეგ მან შემსრულებლური ცხოვრება დაიწყო ლუიზვილში, სადაც გაკვეთილებს იღებდა ახალგაზრდა შემსრულებელთა ხელოვნების სკოლაში duPont Manual High School-ასთან და ამავე დროს გამოდიოდა ლუიზვილის მსახიობთა თეატრში. შერზინგერს თეატრალურ გამოსვლებში წამყვანი ადგილი რაითის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ეჭირა, მაგრამ მან 1999 წელს სწავლას თავი დაანება და რპკ-ჯგუფ Days of the New-ში ბეკ-ვოკალს ასრულებდა.

ჩანაწერული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999-2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერზინგერი Days of the New-ის მეორე ალბომზე გამოჩნდა, რომელიც 1999 წელს დარელიზდა. მან ასევე ორი ტრეკი ჩაწერა ბარი დრეიკის FOB-თან, რომლებიც 2001-ში გამოვიდა.

Eden's Crush[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს, შერზინგერი მონაწილეობას იღებდა The WB-ს სატელევიზიო შოუს Popstars-ის საპრემიერო სეზონში, რითაც ადგილი მოიპოვა გოგონათა პოპ-ჯგუფში Eden's Crush. ჯგუფის 2001 წლის სინგლი, "Get Over Yourself", პიკის დროს გაყიდვებით #1 ადგილზე იყო და ბილბორდის ცხელი 100-ეულის ტოპ ათულშიც შევიდა. მეორე სინგლად არჩეულ იქნა "Love This Way" Popstars-ის ალბომიდან; თუმცა, მათი ხმის ჩამწერი კომპანია, London-Sire Records, გაკოტრდა და ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. სიმღერების ავტორმა, კარა დიოგარდიმ ერთი ტრეკი დაწერა ალბომისთვის, და მოგვიანებით აგრძელებდა მუშაობას შერზინგერთან PCD-ზე და Her Name Is Nicole-ზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135465656 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.