ნიდერლანდების სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდერლანდების სამეფო
Koninkrijk der Nederlanden
{{{link alias-s}}}
დევიზი: „Je maintiendrai“(ფრან.)[1]
„შევინარჩუნებ სიმტკიცეს“ (თარგმანი)
ჰიმნი: Het Wilhelmus

{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიამსტერდამი1
52°21′ ჩ. გ. 04°52′ ა. გ. / 52.350° ჩ. გ. 4.867° ა. გ. / 52.350; 4.867
უდიდესი ქალაქი ამსტერდამი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური
რეგიონალური ენები: ფრისიული (ფრისლანდიაში); პაპიამენტო (ბონეირში); ინგლისური (სინტ-ესტატიუსსა და საბაზე)
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა, კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ვილემ-ალექსანდერი
 -  პრ.-მინისტრი[2] მარკ რიუტე
 -  არუბას პრემიერ-მინისტრი ედვინ აბათი
 -  კიურასაოს პრემიერ-მინისტრი შელდრი ოსეპა
 -  სინტ-მაარტენის პრემიერ-მინისტრი მათიას ვოგესი
ფართობი
 -  სულ 42 519 კმ2 (136-ე)
 -  წყალი (%) 18,41
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 17 034 544 (61-ე)
 -  სიმჭიდროვე 393 კაცი/კმ2 (30-ე)
ვალუტა ევროევროპის ნიდერლანდში,
ამერიკული დოლარიკარიბის ნიდერლანდებში,
ნიდერლანდური ანტილის გულდენიკიურასაოში და სინტ-მაარტენზე და ფლორინიარუბაში (EUR, USD, ANG, AWG)
დროის სარტყელი UTC (UTC +1სთ. და - 4სთ.)
 -  ზაფხულის (DST) UTC (UTC +2სთ. და - 4სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი NLD
Internet TLD .nl
სატელეფონო კოდი +31, +297, +599, +1 721

1მთავრობის რეზიდენცია ჰააგაშია.

ნიდერლანდების სამეფო (ნიდერლ. Koninkrijk der Nederlanden; ფრიზ. Keninkryk fan de Nederlannen; პაპ. Reino Hulandes) — სუვერენული მონარქიული სახელმწიფო ტერიტორიებით ევროპასა და კარიბებში. სამეფო შედგება შვიდი ტერიტორიისაგან, რომელშიც ყველაზე დიდია დასავლეთ ევროპაში მდებარე ნიდერლანდები, ხოლო დანარჩენი ექვსი მდებარეობს კარიბებში. არუბას, კიურასაოსა და სინტ-მაარტენს აქვთ თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი, ხოლო ბონეირს, სინტ-ესტატიუსსა და საბასკარიბის ნიდერლანდების სპეციალური ადმინისტაციული ერთეულების — საჯარო ორგანოების სტატუსი[3]. სამეფოს შემადგენელ წევრებს შორის ურთიერთობა რეგულირდება 1954 წელს მიღებული ნიდერლანდების სამეფოს ქარტიით. აღმასრულებელი ორგანო — სახელმწიფო მინისტრთა საბჭო (Rijksministerraad), რომელიც შედგება ნიდერლანდების მინისტრთა საბჭოს ყველა წევრისაგან და ტერიტორიების უფლებამოსილი მინისტრებისაგან. თვითონ ამ ტერიტორიებს ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოები — კუნძულის საბჭოები (eilandsraad) და აღმასრულებელი — კუნძულის დეპუტატები (eilandgedeputeerde). ნიდერლანდების სამეფოს საერთო ფართობი შეადგენს 42 519 კმ²-ს, მოსახლეობა დაახლოებით 17 300 000 ადამიანს. სამეფოს ფართობი კარიბის ზღვის აუზში — 993 კმ²-ს, მოსახლეობა დაახლოებით — 310 000 ადამიანს.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა, ად.
(აღწერა/შეფასება)
დედაქალაქი სტატუსი ვალუტა
1 ნიდერლანდები დასავლეთი ევროპა 41 526 16 978 458
(2011)
ამსტერდამი სუვერენული სახელმწიფო ევრო
2 არუბა კარიბის ზღვა 193 101 484
(2010)
ორანესტადი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ფლორინი
3 კიურასაო კარიბის ზღვა 444 150 563
(2011)
ვილემსტადი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ნიდერლანდური ანტილის გულდენი
4 სინტ-მაარტენი კარიბის ზღვა 34 37 429
(2010)
ფილიპსბურგი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ნიდერლანდური ანტილის გულდენი
5 ბონეირი კარიბის ზღვა 288 15 666
(2011)
კრალენდეიკი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
6 სინტ-ესტატიუსი კარიბის ზღვა 21 3583
(2010)
ორანესტადი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
7 საბა კარიბის ზღვა 13 1781
(2010)
ბოტომი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
სულ 42 519 17 288 964

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wat is het Koninklijk wapen of Rijkswapen? (Google translate). Official Dutch government website. ციტირების თარიღი: 8 August 2011.
  2. პრემიერ მინისტრი მოიხსენიება როორც: (ნიდერლ. Onze Minister-President, in zijn hoedanigheid van voorzitter van de raad van ministers van het Koninkrijk). Act on financial supervision for Curaçao and Sint Maarten. ხოლო სხვა მინისტრების მიმართავენ შემდეგ ნაირად: (ნიდერლ. in zijn hoedanigheid van Minister van het Koninkrijk). Borman 2005 და Borman 2010.
  3. WET OPENBARE LICHAMEN BONAIRE, SINT EUSTATIUS EN SABA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-05. ციტირების თარიღი: 2016-04-29.