ნეჯმიე პაგარუშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეჯმიე პაგარუშა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 მაისი, 1933
დაბ. ადგილი მალიშევო, იუგოსლავიის სამეფო (დღეს კოსოვო)
წარმოშობა პაგარუშა, მალიშევა[1]
გარდ. თარიღი 7 თებერვალი, 2020 (86 წლის)
გარდ. ადგილი პრიშტინა
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
აქტიური 1948–1984
ნეჯმიე პაგარუშა ვიკისაწყობში

ნეჯმიე პაგარუშა (ალბ. Nexhmije Pagarusha; დ. 7 მაისი, 1933, მალიშევო, იუგოსლავიის სამეფო — გ. 7 თებერვალი, 2020, პრიშტინა, კოსოვო) — ალბანელი მომღერალი და მსახიობი კოსოვოდან. ხშირად მოიხსენიებენ როგორც ალბანური მუსიკის დედოფალს.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეჯმიე პაგარუშა დაიბადა პატარა სოფელ პარაგუშაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მალიშევოსთან ახლოს, კოსოვოს პრიზრენის რაიონში. საშუალო განათლება მალიშევოში მიიღო, ხოლო შემდეგ ჩააბარა ბელგრადის მუსიკალურ სკოლაში, სადაც სამი წელი სოლო-კანტოს სექციაში სწავლობდა. თავისი მუსიკალური კარიერა, როგორც მომღერალი 1948 წელს, პრიშტინის რადიოზე დაიწყო.

მისი მუსიკალური შემოქმედება თითქმის 40 წელი გაგრძელდა და ძალიან რთულია იმის თქმა, რომ იგი ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას, რადგან მღერის თითქმის ყველა ჟანრში. მისი ინტერპრეტაციები ხალხურ მუსიკაში ზუსტად ისეთივე სრულყოფილი იყო, როგორც მისი ინტერპრეტაციები კლასიკურ მუსიკიაში, განსაკუთრებით კი ოპერაში. პაგარუშა მუსიკალურ კრიტიკოსებს ძალიან უყვართ და თაყვანს სცემენ მოყვარულები. მას უწოდებენ Bilbili i Kosovës (კოსოვოს ბულბული), ალბანური მუსიკის დედოფალს, მადამ პეპელას და ა.შ.

მან მოიპოვა დიდი პოპულარობა არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც, როგორიცაა ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი და სხვა. რამდენიმე ტურნე გამართა მუსიკალურ ანსამბლ შოთა-სთან ერთად ამ ქვეყნებში და ასევე ისრაელში. კოსოვოში მიიღო Këngëtare e shekullit (საუკუნის მომღერალი) წოდება.

სიმღერა ბარეშა (ქართ. მწყემსი), მისი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერაა. სიმღერა მისი ქმრის, რეჯო მულიჩის მიერაა შედგენილი და სიმღერის ტექსტი რიფატ კუკაჟს ეკუთვნის. პაგარუშამ ბევრ თეატრალურ დადგმასა და ფილმში ითამაშა. აგრეთვე, როგორც მსახიობმა ბევრი ჯილდოც მოიპოვა.

თავისი მუსიკალური კარიერა 1984 წელს, სარაევოში გამართული დიდი კონცერტით დაასრულა. 2012 წლის ნოემბერში, ალბანეთის პრეზიდენტმა, ბუიარ ნიშანიმ პაგარუშა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.[4]

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაგარუშა 150-ზე მეტი სიმღერა გამოუშვა, აქედან ზოგიერთი პოპულარული სიმღერაა:

  • Baresha (ქართ. მწყემსი)
  • Ani mori nuse (ქართ. არ ინერვიულო, ახალგაზრდა პატარძალო)
  • Mora testin (ქართ. მე ვცადე)
  • Kur më shkon si zog n'hava (ქართ. როდესაც შენ დაფრინავ, როგორც ჩიტი ცაში)
  • Çil njat zemër plot kujtime (ქართ. გახსენით გული, რომელიც მოგონებებით არის სავსე)
  • Dallëndyshe (ქართ. მერცხალი ჩიტი)
  • Një lule (ქართ. ყვავილი)
  • Zambaku i Prizrenit (ქართ. პრიზრენის ლილი)
  • Sytë për ty i kam të njomë (ქართ. ჩემი თვალი შენს გამოა სველი)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Makedonska krvava svadba, ალბ. Dasma e përgjakur, სისხლიანი ქორწილიი (1967)[5]
  • Jugovizija, ალბ. Jugovizioni, ჯუგოვიზია (1973)
  • Gëzuar viti i ri, ბედნიერი ახალი წელი (1976)[6]
  • E kafshoja terrin, ბრძოლა სიბნელესთან (1977)[7]
  • I ikuri, წავედი (1980)[8]
  • Tre vetë kapërcejnë malin, სამი ადამიანი მთიან გადასასვლელზე (1981)[9]
  • Lepuri me pesë këmbë, ხუთფეხიანი კურდღელი[10]
  • Fluturimi i Micakut, მისაკის ფრენა
  • Daullet e të çmendurve, გიჟი ვიღაცის დოლი
  • Rexha i nënës në grazhd të kalit, დედაჩემის ვაჟი რეჯა სავარძელში
  • Vrasësit bëjnë dasmë natën (1997), მკვლელები ისვრიან ქორწილში ღამით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biografia: Nexhmije Pagarusha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 2018-05-23.
  2. Nexhmije Pagarusha, një fenomen I papërsëritshëm. teksteshqip.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2013.
  3. Nexhmije Pagarusha nderohet nga Nishani me urdhrin "Nderi I Kombit". teksteshqip.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2013.
  4. "Nderi i Kombit", Nexhmije Pagarusha, Gazeta Express, 2012-11-29, http://www.gazetaexpress.com/?cid=1,23,97943. წაკითხვის თარიღი: 4 November 2013
  5. IMDB
  6. IMDB
  7. IMDB
  8. IMDB
  9. IMDB
  10. NY Times