ნესტორ მახნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Махно
Махно

ნესტორ ივანეს ზე მახნო (უკრ. Не́стор Іва́нович Махно́; მიხნო, მიხნენკო; 26 ოქტომბერი 1888, სოფელი გულიაი-პოლე, ეკატერინოსლავის გუბერნია — 25 ივლისი 1934, პარიზი) — უკრაინელი ანარქისტი, სამოქალაქო ომის დროს „აჯანყებულთა რევოლუციონერული არმიის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მოკავშირე, შემდგომ კი მოწინააღმდეგე ბოლშევიკებისა. ცნობილია როგორც батько Махно (ამ ხელმოწერით გასცემდა სამხედრო ბრძანებებს).

1906 წლიდან იყო ანარქისტული ორგანიზაციის „ანარქო-კომუნისტების გლეხთა კავშირის“ წევრი. 1906-1910 წლებში იყო სხვადასხვა ტერორისტული აქტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ზაპოროჟიეს ოლქის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ზაპოროჟიეს რევკომის წევრი. 1918 წლის მაისიდან გახდა ბოლშევიკი. 1918 წლის ნოემბრიდან იბრძოდა სიმონ პეტლიურას წინააღმდეგ. 1919 წლის დასაწყისიდან იყო უკრაინის წითელი არმიის ბრიგადის მეთაური. 1919 წლის აპრილიდან დაუპირისპირდა ბოლშევიკებს. 1919 წლის ბოლოდან კვლავ ბოლშევიკებთან ერთად იბრძოდა თეთრი გვარდიის წინააღმდეგ. 1920 წლის ბოლოს კვლავ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია, დაუპირისპირდა ბოლშევიკებს და 1921 წლის შემოდგომაზე წავიდა ემიგრაციაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]