ნესტორ ალმენდეროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ ალმენდეროსი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1930
ბარსელონა, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 1992
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა ოპერატორი
ოსკარი

საუკეთესო ოპერატურა

1978 — მკის დღეები
სეზარი

საუკეთესო ოპერატურა

1980 — უკანასკნელი მეტრო

ნესტორ ალმენდეროსი (ესპ. Néstor Almendros; დ. 30 ოქტომბერი, 1930, ბარსელონა — გ. 4 მარტი, 1992, ნიუ-იორკი) — ესპანელი ოპერატორი. 18 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კუბაში. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა რომსა და პარიზში. პარიზში თანამშრომლობდა ერიხ რომერთან და ფრანსუა ტრიუფოსთან. 1978 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ჰოლივუდში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
1978 მკის დღეები Days of Heaven ტერენს მალიკი
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ Kramer vs Kramer რობერტ ბენტონი
1980 ცისფერი ლაგუნა The Blue Lagoon რენდალ კლაისერი
1980 უკანასკნელი მეტრო Le Dernier Métro ფრანსუა ტრიუფო
1982 სოფის არჩევანი Sophie's Choice ალან პაკულა
1983 მხიარული კვირა დღე Vivement dimanche! ფრანსუა ტრიუფო
1984 ადგილები გულში Places in the Heart რობერტ ბენტონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]