ნაყინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაყინი

ვანილის ნაყინი ათქვეფილ ნაღებთან, შოკოლადის სოუსთან და ვაფერთან ერთად.
რიგითობა დესერტი
ტემპერატურა სერვირების დროს გაყინული
მთავარი
ინგრედიენტები
რძე, ნაღები, დამატკბობელი
ვარიაციები ჯელატო, გაყინული კრემი
მარწყვის ნაყინი
იტალიური ნაყინი
ნაყინის მაღაზია სირიის დედაქალაქ დამასკოში
ნაყინი ხილით, თხილითა და ვაფლით

ნაყინი — გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი. აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი) და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისაგან განსაზღვრული რეცეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. ნაყინის ტემპერატურაა — 4-5 °C. „რბილ“ ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ („წრთობენ“) — 10, — 20 °C-მდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული გაყინული დესერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წ-ზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებენ. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებს ამატებდნენ. რეცეპტები და შენახვის პირობები ახ. წ. XVI საუკუნეში „ში-კინგის“ წიგნში გაამხილეს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ნაყინის მსგავსი საკვები სპარსეთში ძვ.წ 550 წლიდან გვხვდება.[1][2][3] საყინულეების დახმარებით სპარსელები მთელი წლის განმავლობაში ახერხებდნენ ფალუდესა და სორბეტის დამზადებას.[4]

ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია გაციებული წვენების შენახვა. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთისა და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება. ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, თავის წიგნში აღწერა გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. მის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, 1040 წელს წერდა, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. XVIII საუკუნის დასასრულს, ძველ რუსეთში გაყინული რძე ეროვნულ კერძად ითვლებოდა. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.

არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოვებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.

პირველი თანამედროვე ნაყინის დამზადება, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე „Tortoni“-ში.

თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო. დღეისათვის, ნაყინს ამზადებენ სპეციალურ ფრიზერებში (საყინულეებში), წარმადობა 1-15 კგ საათამდე გრძელდება. უფრო დიდი რაოდენობით ნაყინის დამზადება შესაძლებელია ყინულის კომბინატებში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Farrokh, Dr Kaveh. The Unknown Origins of Ice Cream in Ancient Iran en-US. ციტატა: „The origins of the ice cream refreshment can be traced to ancient Iran where the technology to manufacture and store ice was invented as far back as 400 BCE or during the tenure of the Achaemenid Empire.“ ციტირების თარიღი: 5 April 2023
  2. Book of Firsts (en). RW Press. ISBN 978-1-909284-29-6. „c. 550–530 BC, First mention of flavoured snow or ice: during the Persian Empire“ 
  3. Marks, Gil (17 November 2010). Encyclopedia of Jewish Food (en). HMH. ISBN 978-0-544-18631-6. 
  4. „Yakhchal: Ancient Refrigerators“. Earth Architecture. 9 September 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2023. ციტირების თარიღი: 22 February 2023.