ნატიფი ხელოვნების აკადემია (საფრანგეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატიფი ხელოვნების აკადემია (ფრანგ. Académie des beaux-arts) — საფრანგეთის სწავლული საზოგადოება, საფრანგეთის ინსტიტუტის ერთ-ერთი აკადემიათაგანი. შეიქმნა 1816 წელს 21 მარტის განკარგულებით — ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემიის (1648), მუსიკის აკადემიის (1669) და არქიტექტურის სამეფო აკადემიის (1671) გაერთიანებით.

აკადემია ამჟამად იყოფა რვა ნაწილად:

I : ფერწერა
II : სკულპტურა
III : არქიტექტურა
IV : გრავიურა
V : მუსიკალური კომპოზიცია
VI : დამოუკიდებელი წევრები
VII : კინო- და აუდიოვიზუალური ხელოვნების ქმნილებები (1985-დან)
VIII : ფოტოგრაფია (2005-დან)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]