ნასიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასიმი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-azb" does not exist
სრული სახელი სეიდ იმადედინი
დაბადების თარიღი 1369
დაბადების ადგილი შემახა, თავრიზი, ბაღდადი, ალეპო, შირაზი ან დიარბაქირი
გარდაცვალების თარიღი 1417
გარდაცვალების ადგილი ალეპო
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული; სპარსული; არაბული
Magnum opus Q120736317? და Q120736356?

ნასიმი (ნამდვილი სახელი — სეიდ იმადედინ; აზერ. İmadəddin Nəsimi, სპარს. عمادالدین نسیمی‎; დ.1369 — 1417, ალეპო) — XIV—XV საუკუნეების გამოჩენილი პოეტი, რომელიც წერდა აზერბაიჯანულად, ასევე სპარსულად და არაბულად[1][2]. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის პოეზიის განვითარებაში[1]. ენციკლოპედია ირანიკა მიიჩნევს მას პირველ აზერბაიჯანელ პოეტად[1]. იგი წერდა გაზელების, რუბაიებისა და თუიგის ჟანრებში. მისი ნაწარმოებები ფართოდ იყო ცნობილი ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში[3]. იგი იყო სუფიზმის ერთ-ერთი შტოს, ჰურუფიზმის მიმდევარი.

პოეტის ფსევდონიმი „ნასიმი“ სავარაუდოდ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ნესიმ“, რაც „ნელ ქარს„ ნიშნავს[4].

ნასიმის შემოქმედება გამოირჩევა მეამბოხე ხასიათით. იგი მოუწოდებდა ბრძოლას სოციალური უსამართლობის, პიროვნული ძალადობის, მმართველების ტირანიისა და სისასტიკის წინააღმდეგ. მისი ლექსები ადამიანის სილამაზესა და გონებას ადიდებენ, ასევე მოუწოდებენ ინდივიდუალური განთავისუფლებისკენ, ასკეტიზმისგან განთავისუფლებისკენ, მიმართული იყო ფანატიზმისა და რელიგიური დოგმის უარყოფისკენ.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასიმი დაიბადა 1369 წელს. მისი დაბადების ადგილი ზუსტად ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი დაიბადა შემახიში[5][6], თავრიზში[7], დიარბაქირში[8], ბურსაში[9], ალეპოში[10], ბაღდადსა[11][6] და შირაზში[4]. ნასიმის ძმა პოეტი შაჰანდანი სავარაუდოდ დამარხულია შაჰანდანის სასაფლაოზე შემახიში[12]. აზერბაიჯანელი მკვლევარი სალმან მუმთაზი აღნიშნავდა, რომ შაჰანდანის სასაფლაოს სახელწოდება დაკავშირებულია ნასიმის ძმის სახელთან. ამის საფუძველზე მუმთაზი თვლიდა, რომ ნასიმი დაიბადა აზერბაიჯანში, შემახიში[13]. გერმანელი თურქოლოგი გერხარდ დიორფედიც ასევე თვლიდა, რომ ნასიმი წარმოშობით აზერბაიჯანიდან იყო[1].

რამდენიმე ავტორის აზრით, ნასიმის ჰქონდა თურქომანური წარმომავლობა[14][15]. პოეტი ატარებდა „სეიდის“ ტიტულს, რაც მიანიშნებს მის არაბულ წარმოშობაზე მუჰამედის შტოდან. ამ უკანასკნელზე თვითონ ნასიმიც საუბრობს თავის რამდენიმე ლექსში[16].

საბჭოთა თურქოლოგის აფრასიაბ ვექილოვის მიხედვით, აზერბაიჯანული ენა ნასიმის მშობლიური ენა იყო[17].

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტი ნასიმი ლექსებს წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. იგი ითვლება აზერბაიჯანული დივანის მამად (დაახლოებით 15 ათასი სტრიქონი)[18], ამასთანავე მას შექმნილი აქვს დივანი სპარსულ ენაზე (დაახლოებით 5 ათასი სტრიქონი). რამდენიმე ლექსი ნასიმის არაბულადაც აქვს დაწერილი. ნასიმიმ აზერბაიჯანული პოეზიის პირველი შედევრები შექმნა და ამით საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანულ სალიტერატურო ენას.

ნასიმი გაიზარდა ხელოსნებს შორის. იგი სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, ლოგიკასა და თეოლოგიას. საკუთარი შემოქმედების დასაწყისში ნასიმი, მისი მასწავლებლის ნაიმის მსგავსად, იდგა სუფიზმის პოზიციებზე. იგი იყო სუფი შეიხ შიბლის მიმდევარი. ასევე ის იყო ირანული სუფისა და მეხუთე საუკუნის პოეტის — ჰუსეინ ჰალაჯა მანსურის თაყვანისმცემელი, რომელიც იმეორებდა „მე ვარ ღმერთი!“. ასე გამოხატავდა მანსური მოსაზრებას, რომ ღმერთი ან მისი ნაწილი თითოეულ ჩვენთაგანშია. ნასიმი ამ ფრაზას ხშირად იმეორებს საკუთარ ლექსებში. ამის მიხედვით, იგი გახდა ჰურუფიზმის მიმდევარი.

ნასიმის სიკვდილით დასჯა

ნასიმის შემოქმედებაში იგრძნობა სპარსი და აზერბაიჯანელი კლასიკოსების ზემოქმედება - რუმის, შეიხ ათარისა და ნიზამი განჯევის. შემახაში ნასიმიმ შექმნა მეცნიერთა და მუსიკოსთა საზოგადოება, სადაც გაერთიანებულნი იყვნენ ნიჭიერი ადამიანები[19]. ნაიმის სიკვდილით დასჯის შემდეგ ნასიმიმ შირვანი დატოვა და ბაღდადში გაემგზავრა, სადაც მან სხვა ქალაქებში იმგზავრა და მივიდა თურქეთამდე. აქ ის აგრძელებს ჰურუფიზმის იდეების გავრცელებას. ამის გამო პოეტი არაერთხელ გახდა დევნილი და საბყრობილეშიც კი იჯდა.

ნასიმი მიემგზავრება სირიაში და ქალაქ ალეპოში ჩერდება. სასულიერო პირების მიერ წამოყენებული ბრალდებების გამო მას სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენის მოლოდინში ნასიმიმ რამდენიმე ლექსი დაწერა სახელწოდებით „ჰაბსიე“ („ციხის ლექსები“), სადაც მან ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებები ხელისუფლებების უსამართლობის შესახებ, მოსამართლეების გამყიდველობის შესახებ და ასევე იყო მოსაზრებები მისი მეამბოხე სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი მრწამსისადმი. ეგვიპტის სულთანმა გასცა ბრძანება, რომ მას კანი ააძრონ და მისი ტანი საჯაროდ გამოფინონ მთელს ალეპოში.

პოეტი ალეპოში დამარხეს, საერთო სასაფლაოზე. ნასიმის შთამომავლებიც იქ იყვნენ დამარხულები.

1970 წელს ნასიმის საფლავი მოინახულა აზერბაიჯანის სსრ-ს ცკ-ის კომპარტიის პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა[20].

ნაწარმოებების ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბოლის ხელნაწერებს შორის ყველაზე ვრცლად ითვლება ნასიმის „დივანი“, რომელიც ინახება ბაიაზიდის ბიბლიოთეკაში.

ბაქოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ნასიმის „დივანების“ ხელნაწერთა სია, რომელიც არ არის დათარიღებული. პალეოგრაფიული მონაცემებით ხელნაწერები მიეკუთვნებიან XVI საუკუნეს. ინსტიტუტში ასევე ინახება „დივანის“ ხელნაწერები შიფრით М-188[21]. სია გადაწერილია 1700 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბელაქანის რაიონში მირზახან იბნ-მელიქ შეიხ ბუნიად სალბანი[21].

ნასიმის „დივანის“ ხელნაწერები ინახება უზბეკეთის აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაშიც[21].

ნაწარმოებების პუბლიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასიმის ნაწარმოებების გამოცემა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყო XIX საუკუნის შუა ხანებიდან. პირველად „დივანი“ გამოიცა 1844 წელს სტამბოლში[21].

1926 წელს ბაქოში აზერბაიჯანელი ბიბლიოგრაფის სალმან მუმთაზის მიერ გამოცემულ იქნა ნასიმის „დივანი“, რომელიც მოიცავდა პოეტის ნაწარმოებეის სამ მესამედს. მასში 277 სხვადასხვა ჟანრის ლექსები იყო. მუმთაზმა ამ გამოცემაში შეიტანა ერთი აზერბაიჯანული და 15 სპარსული გაზელი. ნასიმის ხელნაწერთა მონაცემების ნაკლებობა ასევე შეეხო ბაქოს გამოცემას[22]. აქედან გამომდინარე, სტამბოლისა და ბაქოს ტექსტებში არ ჩატარებულა ტექსტოლოგიური სამუშაოები (ისინი მხოლოდ ნასიმის აზერბაიჯანული ლექსების ნაწილს მოიცავს)[21].

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასიმის სახელობის პარკი

ნასიმის სახელს ატარებს:

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ფილმიდან „ნასიმი“
  • 1973 წელს, ნასიმის 600 წლის საპატივცემულოდ, აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ჰასან სეიდბეილიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. მთავარი როლი ითამაშა რასიმ ბალაევმა.
  • 1973 წელს, ასევე  ნასიმის 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა ფიქრეთ ამიროვმა დაწერა ქორეოგრაფიულ პოემა („ბალეტი“) „თქმულება ნასიმიზე“.
  • 1980 წელს ბაქოში დაიდგა ნასიმის ძეგლი. მოქანდაკეები - თ. მამედოვი და ი. ზეინალოვი; არქიტექტორები - ა. ჰუსეინოვი და გ. მუხტაროვი (ბრინჯაო, გრანიტი)[23].
  • 2018 წლის 27-30 სექტემბერს აზერბაიჯანში ჩატარდა „პოეზიის, ხელოვნების, სულიერების ფესტივალი — ნასიმი“, რომლის გახსნაც შედგა შემახიში.[24][25]
  • 2018 წლის 19-20 ნოემბერს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში დაიდგა ნასიმის ბიუსტი, რომლის გახსნის ცერემონია შედგა ფესტივალ „ნასიმის“ ფარგლებში[26][27].
  • პოეტის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2019 წელი აზერბაიჯანში „ნასიმის წლად“ გამოცხადდა.
  • 2019 წელს ნასიმის სახელი ეწოდა მცირე პლანეტას (1995 UN2).[28]
  • 2019 წელს კიევში გაიხსნა პოეტის ძეგლი.[29]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Azeri Turkish Literature in Iran The oldest poet of the Azeri literature known so far (and indubitably of Azeri, not of East Anatolian of Khorasani, origin) is ʿEmād-al-dīn Nasīmī (about 1369-1404, q.v.)
  2. Seyid İmadeddin Nesimi - ენციკლოპედია ბრიტანიკა
  3. Несими - Большая советская энциклопедия
  4. 4.0 4.1 Walter G. Andrews, Najaat Black, Mehmet Kalpaklı «Ottoman lyric poetry: an anthology», стр. 211, University of Washington Press, 2006:
  5. Charles van der Leeuw. Azerbaijan: a quest for identity: a short history. — Palgrave Macmillan, 2000. — С. 76. — 224 с.
  6. 6.0 6.1 HORUFISM
  7. Kathleen R. F. Burrill. The quatrains of Nesimî, fourteenth-century Turkic Hurufi. — Columbia University publications: Near and Middle East studies, Series A, Volume 14. — Mouton, 1973 — p. 19
  8. Andrews, Walter G. Ottoman Lyric Poetry: An Anthology. — University of Texas Press, 1997. — P. 211–212.
  9. Safarli, Aliyar. Imadəddin Nəsimi, Seçilmis Əsərləri. — Baku : Maarif Publishing House, 1985. — P. 1-7.
  10. Andrews, Walter G. Ottoman Lyric Poetry: An Anthology. — University of Texas Press, 1997. — P. 211–212.
  11. Devellioğlu, Ferit. Osmanlıca-Türkçe ansiklopedik lûgat: eski ve yeni harflerle. — 1993. — P. 823–824.
  12. Шахәндан (азерб.) // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — C. X. — S. 472.
  13. İnsanlıq mərtəbəsini ucaldan şair - (აზერბაიჯანული)
  14. Энциклопедия Ислама, том VIII, стр. 8, E. J. Brill:
  15. N. Hanif «Biographical encyclopaedia of Sufis: Central Asia and Middle East», стр. 360, Sarup & Sons
  16. Siavash Lornejad, Ali Doostzadeh «On the Modern Politicization of the Persian Poet Nezami Ganjavi», стр. 18, Caucasian Centre for Iranian Studies:
  17. Векилов А. П. Насими. Биографическая справка // Поэты Азербайджана. Малая серия. Издание третье. / В. Н. Орлов (главный редактор). — Л.: Советский писатель, 1970. — С. 162.
  18. Творчество выдающегося Насими в восприятии немецкого профессора
  19. Научно-исследовательский институт общей педагогики (Академия педагогических наук СССР). Очерки истории школы и педагогической мысли народов СССР, с древнейших времен до конца XVII в. — Педагогика, 1989. — Т. 1. — С. 406. — 479 с.
  20. Выступление Президента Азербайджанской Республики Гейдара Алиева
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Каграманов Дж. Научно-критический текст произведений Насими // Имадеддин Насими : сборник статей. — Б., 1973.
  22. Акрем Джафар. Метрика поэзии Насими // Имадеддин Насими : сборник статей. — Б., 1973. — С. 95.
  23. Н. В. Воронов. Советская монументальная скульптура, 1960-1980. — М.: Искусство, 1984. — С. 217. — 221 с.
  24. Фестиваль поэзии и духовности
  25. В Шамахы состоялось торжественное открытие Фестиваля поэзии, искусства, духовности – Насими
  26. В МГИМО открыт бюст Насими
  27. В МГИМО открыли бюст Имадеддина Насими. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-20. ციტირების თარიღი: 2018-12-19.
  28. (32939) Minor Planet Center
  29. На бульваре Дружбы Народов в Киеве установлен памятник Насими. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-26. ციტირების თარიღი: 2022-12-11.