ნარმადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარმადი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიგრძე 1310 კმ
აუზის ფართობი 98 800 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნარმადი ვიკისაწყობში

ნარმადი ან ნარბადი (ჰინდი नर्मदा) — მდინარე ინდოეთში. სიგრძე 1310 კმ. აუზის ფართობი 98 800 კმ². ინდოეთის ერთ-ერთი წმინდა მდინარე. კვეთს ცენტრალურ ინდოეთს და ჩაედინება არაბეთის ზღვაში. ნარმადის სათავე მდებარეობს ჩრდილოეთში მადჰია-პრადეშის შტატის ქალაქ ამარკანტაკის მახლობლად. პირველი 320კმ. სიგრძეზე ის მიედინება მანდლას პლატოზე პატარა მთებს შორის. ჯაბალპურთან ის მიედინება ულამაზესი მარმარილოს კლდეების გვერდით. შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ვინდჰიასა და სატპურას მთებს შორის დაბლობზე. ნარმადის დელტა იწყება სანაპიროდან 20 კმ-ის დაშორებით და განლაგებულია კამბეის ყურეში სურატიდან ჩრდილოეთით.

ნარმადის აუზი მოიცავს სატპურის მთიანი სისტემის ჩრდილოეთ კალთებს, თუმცა არ მოიცავს ვინდჰიას პლატოს, რომლის მდინარეები ჩაედინება მდინარე განგსა და ჯამუნაში. ნარმადის ყველაზე გრძელი შენაკადი არის ტავა. ვინდჰიის პლატოსთან ერთად ნარმადი ქმნის თავისებურ საზღვარს ჩრდილოეთ ინდოეთსა, განსაკუთრებით განგის ხეობაში და და სამხრეთ ინდოეთს (დეკანს) შორის. მდინარე გამოიყენება არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის მოსარწყავად, არამედ სანაოსნოდ და გადაზიდვებისთვის. წვიმების პერიოდში მასზე შესაძლებელი ხდება განსაზღვრულ მონაკვეთებში დიდი გემებით ცურვა.

ნარმადი განიხილება როგორც ინდოეთის ყველაზე წმინდა მდინარე განგის შემდგომ. ამიტომ მის მთელ სიგრძეზე განლაგებულია მრავალრიცხოვანი სალოცავი ადგილები. მაგალითისთვის, ქალაქი მახეშვარი მადჰია-პრადეშის შტატში. განსაკუთრებულ საპატიო მომლოცველობად ითვლება მოგზაურობა მდინარის ერთ მხარეს სათავიდან ზღვასთან მიერთებამდე და პირიქით ზღვასთან შესართავიდან სათავემდე მეორე მხარეს. შესაბამისი მომლოცველობა გრძელდება დაახლოებით 2 წელი.

1961 წლიდან მდინარის ქვემო დინებაში შენდება კაშხალი ჰიდროელექტროსადგურით, რომლის სიმძლავრე შეადგენს 1450 მეგავატს. იგი დაკავშირებულია სარდარ-საროვარის საირიგაციო პროექტთან და იწვევს მრავალრიცხოვან დისკუსიას. პროექტის მოწინააღმდეგეებმა ჩამოაყალიბეს მოძრაობა „ნარმადა-ბაჩაო-ანდოლან“, რაც ქართულად ნიშნავს „გადავარჩინოთ ნარმადა“. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა მედჰა პატკარი. ინდოელმა მწერალმა არუნდატი როიმ ასევევ გამოავლინა მედგარი წინააღმდეგობა პროექტის მიმართ. 1999 წელს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძრაობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მდინარეზე მდებარეობს აგრეთვე ვარანასის გატების შემდეგ ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]