ნაიტ შიამალანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაიტ შიამალანი

ნაიტ შიამალანი 2008 წელს
დაბადების სახელი მანოჯ შიამალანი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო 1970
პონდიშერი, ინდოეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
მსახიობი
პროდიუსერი
სცენარისტი
რელიგია ინდუიზმი
მეუღლე(ები) ბჰავნა ვასვანი
(1993-დღემდე)
საიტი ოფიციალური ბმული

ნაიტ შიამალანი (ინგლ. M. Night Shyamalan; დ. 6 აგვისტო 1970, პონდიშერი, ინდოეთი) — ინდური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ცნობილა თავისი მისტიკური თრილერებით. გადაღებული აქვს კინოფილმები: „მეექვსე გრძნობა“ (1999), „უვნებელი“ (2000), „ნიშნები“ (2002), „საიდუმლო ტყე“ (2004), „გოგონა წყალში“ (2006) „სტიქიების მბრძანებელი“ (2010). შიამალანი თავის ფილმებს ფილადელფიასა და მის შემოგარენში იღებს. იგი საკუთარ ფილმებში ასრულებს კამეოებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1970 წლის 6 აგვისტოს, ინდოეთის ქალაქ პონდიშერში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 1992 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლა, სადაც ალფრედ ჰიჩკოკის ძლიერი გავლენა განიცადა. იმავე წელს ინდოეთში გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მრისხანე ლოცვა“. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი მეორე ფილმი „გამოღვიძება“ ფაქტობრივად იგნორირებულ იქნა კრიტიკოსთა და მაყურებელთა მხრიდან. 1995 წელს დაწერა სცენარი ფილმისთვის „სტიუარტ ლიტლი“, რომელიც შეისყიდა Walt Disney Studios-მა $2,5 მლნ. დოლარად. 1999 წელს გადაიღო ფილმი „მეექვსე გრძნობა“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ბრიუს უილისმა და ჰეილი ჯოელ ოსმენტმა და გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი, რომლის შემოსავალმა 673 მლნ-ს გადააჭარბა და მიიღო ოსკარის რამდენიმე ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიებში.

2000 წელს ბრიუს უილისისა და სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „უვნებელი“, რომელიც ფინანსურად აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა. 2002 წელს მელ გიბსონისა და ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გამოვიდა შიამალანის ფინანსურად წარმატებული ფილმი „ნიშნები“. 2006 წელს გადაიღო ფილმი „გოგონა წყალში“ — თანამედროვე ზღაპარი დეპრესიული მენეჯერის შესახებ, რომელიც წყლის ნიმფას შეხვდება. ეს ამბავი მან საკუთარი ქალიშვილისთვის გამოიგონა. 2008 წელს გადაიღო ფილმი „მოვლენა“, სასაცილო ეკოლოგიური თრილერი, რომელშიც მარკ ვალბერგი მონაწილეობს. 2013 წელს გადაიღო ფილმი „დედამიწის შემდეგ“, სადაც მთავარი როლები ხვდა წილად უილ სმითსა მის ვაჟ ჯეიდენ სმითს. 2015 წელს გადაიღო სატელევიზიო დრამატული სერიალი „Wayward Pines“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი პროდ. სცენარი მსახიობი როლი შენიშვნა Rotten Tomatoes Metacritic
1992 მრისხანე ლოცვა დიახ დიახ დიახ დიახ დევ რამანი N/A N/A
1998 გამოღვიძება დიახ არა დიახ არა 40%[1] N/A
1999 მეექვსე გრძნობა დიახ არა დიახ დიახ დოქტორი ჰილი 85%[2] 64/100[3]
სტიუარტ ლიტლი არა არა დიახ არა 66%[4] 61/100[5]
2000 უვნებელი დიახ დიახ დიახ დიახ ნაკრო დილერი 68%[6] 62/100[7]
2002 ნიშნები დიახ დიახ დიახ დიახ რეი რედი 74%[8] 59/100[9]
2004 საიდუმლო ტყე დიახ დიახ დიახ დიახ ჯეი 43%[10] 44/100[11]
2006 გოგონა წყალში დიახ დიახ დიახ დიახ ვიკ რანი 24%[12] 36/100[13]
2008 მოვლენა დიახ დიახ დიახ დიახ ჯოუი მხოლოდ ხმა 17%[14] 34/100[15]
2010 სტიქიების მბრძანებელი დიახ დიახ დიახ დიახ 6%[16] 20/100[17]
ეშმაკი არა დიახ დიახ არა 52%[18] 44/100[19]
2013 დედამიწის შემდეგ დიახ არა დიახ არა აღმასრულებელი პროდიუსერი 11%[20] 33/100[21]
2015 ვიზიტი დიახ დიახ დიახ არა
2016 სპლიტი დიახ დიახ დიახ დიახ ჯეი
2019 შუშა დიახ დიახ დიახ დიახ ჯეი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tomatometer Rating of ''Wide Awake''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  2. Tomatometer Rating of ''The Sixth Sense''. Rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  3. Metascore of ''The Sixth Sense''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  4. Tomatometer Rating of ''Stuart Little''. Rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  5. Metascore of ''Stuart Little''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  6. Tomatometer Rating of ''Unbreakable''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  7. Metascore of ''Unbreakable''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  8. Tomatometer Rating of ''Signs''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  9. Metascore of ''Signs''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  10. Tomatometer Rating of ''The Village''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  11. Metascore of ''The Village''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  12. Tomatometer Rating of ''Lady in the Water''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  13. Metascore of ''Lady in the Water''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  14. Tomatometer Rating of ''The Happening''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  15. Metascore of ''The Happening''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  16. Tomatometer Rating of ''The Last Airbender''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  17. Metascore of ''The Last Airbender''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  18. Tomatometer Rating of ''Devil''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  19. Metascore of ''Devil''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  20. Tomatometer Rating of ''After Earth''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  21. Metascore of ''After Earth''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.