ნაინავის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰაფაზა
ნაინავის პროვინცია
نینوى‎
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი მოსული
შიდა დაყოფა Mosul District, Al-Hamdaniya District, Tel Afar District, Shekhan District, Hatra District, Al-Ba'aj District და Aqrah District
კოორდინატები 36°00′00″ ჩ. გ. 42°28′00″ ა. გ. / 36.00000° ჩ. გ. 42.46667° ა. გ. / 36.00000; 42.46667
ფართობი 37 323 კმ²
მოსახლეობა 3 270 422 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTCUTC+3
ოფიციალური საიტი https://www.ninava.gov.iq/

ნაინავის მუჰაფაზა, იგივე ნაინავის პროვინცია (არაბ. نینوى‎) — მუჰაფაზა ერაყში, მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი მოსული. მოიცავს 9 რაიონს. მუჰაფაზა მდებარეობს სირიის საზღვართან. ამასთან ერთად, იგი ესაზღვრება ქურთისტანში მდებარე ერბილისა და დაჰუკის მუჰაფაზებს.

ნაინავის პროვინციის ფართობი 37 323 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მუჰაფაზის მოსახლეობა 3 270 422 შეადგენდა. ნაინავაში მოსახლეობით პირველი ადმინისტრაციული ცენტრი მოსული, რომელშიც 2008 წელს 2,500,000 ადამიანი ცხოვრობდა. მუჰაფაზის გუბერნატორი არის ათილ ალ-ნუჯაიფი.

ნაინავის მუჰაფაზა 1976 წელს ადმინისტრაციული ცენტრის სახელს ატარებდა და ერქვა მოსულის მუჰაფაზა. სწორედ ამ წელს ეწოდა მას დღევანდელი სახელი ნაინავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]