ნავთლუღი
ნავთლუღი — ძველი უბანი თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამგორის რაიონში, სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა).
„ხოლო ტფილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი, კიდესა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ იღების.“
| |
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 73-74)
|
XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ნავთლუღს უწოდებდნენ ერეკლეს ციხესაც. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე. წ. კახეთის გზა). ნავთლუღის ტერიტორიაზე შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია; ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო) — ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია, მეორე — XIX საუკუნის II ნახევრისა. სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია ერეკლეს ციხის ნანგრევების ნაშთები.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;
- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 288-289.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ელისაშვილი, ალექსანდრე, ერეკლეს ციხე ნავთლუღში — ათწლიანი ძებნის ბედნიერი დასასრული, «ლიბერალი». 17 ნოემბერი 2017.
|