ნავაზ შარიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიან მუჰამედ ნავაზ შარიფი
میاں محمد نواز شریف
მიან მუჰამედ ნავაზ შარიფი میاں محمد نواز شریف
 პაკისტანის მე-20 პრემიერ-მინისტრი 
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივნისი 2013 – 28 ივლისი 2017
პრეზიდენტი  ასიფ ალი ზარდარი
მამნუნ ჰუსეინი
წინამორბედირაჯა ფერვაიზ აშრაფი
მირჰაზარხან ხოსო (მ/შ)
მემკვიდრეშაჰიდ ხაყან აბასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი 1997 – 12 ოქტომბერი 1999
პრეზიდენტივასიმ საჯადი
ფარუხ ლეგარი
მუჰამედ რაფიკ ტარარი
წინამორბედიმალიქ მერაჟ ხალიდი
მემკვიდრეზაფარულაჰხან ჯამალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი 1990 – 18 ივლისი 1993
პრეზიდენტიგულამ იშაქხანი
წინამორბედიგულამ მუსტაფა ჟატოი
მემკვიდრემოუნიდინ აჰმად ქურეში

ოპოზოციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 1993 – 5 ნოემბერი 1996
წინამორბედიბენაზირ ბჰუტო
მემკვიდრებენაზირ ბჰუტო

პაკისტანის მუსლიმთა ლიგის პრეზიდენტი
წინამორბედიშეჰბაზ შარიფი

დაბადებული25 დეკემბერი, 1949 (1949-12-25) (74 წლის)
ლაჰორი, პენჯაბი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის მუსლიმთა ლიგა
მამამუჰამედ შარიფი
მეუღლეკალსუმ ნავაზი
შვილები4
განათლებაპენჯაბის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯი
სამთავრობო კოლეჯის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი
რელიგიასუნიტი მუსლიმი
საიტიpmln.org

მიან მუჰამედ ნავაზ შარიფი (ურდუ میاں محمد نواز شریف; დ. 25 დეკემბერი 1949, ლაჰორი, პენჯაბი, პაკისტანი)[1]2013 წლის ივნისიდან 2017 წლის ივლისამდე პაკისტანის მე-12 პრემიერ-მინისტრი. ვეტერანი პოლიტიკოსი და მრეწველი, მას ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1990 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ივლისამდე და 1997 წლის თებერვლიდან 1999 წლის ოქტომბრამდე. შარიფი პაკისტანის მუსლიმთა ლიგის პრეზიდენტია, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას 2013 წლიდან. როგორც „Ittefaq Group“-ის მფლობელი, რომელიც წამყვანი ბიზნეს-კონგლომერატია, ის არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.[2][3][4][5]

დაიბადა მდიდარი შარიფების ოჯახში კაჰორში, იგი არის „Ittefaq Group“-ის დამფუძნებლის მუჰამედ შარიფის შვილი და პენჯაბის სამჯერ არჩეული გუბერნატორის შაჰბაზ შარიფის ძმა სამი. შარიფი სწავლობდა ბიზნესს სამთავრობო კოლეჯის უნივერსიტეტში და მოგვიანებით სამართალს პენჯაბის უნივერსიტეტში სანამ არ შევიდოდა პოლიტიკაში 1970 წლების მიწურულს. 1981 წელს, შარიფი დაინიშნა სამხედრო ხელისუფლების მიერ, პენჯაბის რეგიონის ფინანსთა მინისტრად. 1988 წელს, სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ფხვიერი კონსერვატიული კოალიციის მხარდაჭერით, ის აირჩიეს პენჯაბის მთავარ მინისტრად, ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ამ თანამდებობაზე, როგორც კანდიდატი ცენტრისტულ-მემარჯვენე პაკისტანის მუსლიმთა ლიგიდან. 1990 წელს, შარიფი ხელმძღვანელობდა კონსერვატიული ალიანსით, რომელიც გაიმარჯვა არჩევნებში და ის გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გამოძიება არჩევნების შემდეგ დაადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა შარიფის სასარგებლოდ, პაკისტანის დაზვერვის მეშვეობით, რომელიც მილიონობით რუპით დააფინანსა მისი საარჩევნო კამპანია.[6]

შარიფის პირველი პრემირ-მინისტრობა დასრულდა, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გულამ იშაქხანმა სცადა დაეთხოვა შარიფი კორუფციის ბრალდებით. შარიფი გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და მოიგო,[7] მაგრამ საბოლოოდ გადადგა 1993 წელს, როდესაც სიტუაციაში არმიის მხედართმთავარი აბდულ კაკარი ჩაერია.[7] 1993-1996 წლებში, შარიფი ოპოზიციის ლიდერი იყო, რაც გამოიწვია მუსლიმთა ლიგის სუპერ ურავლესობად გადაქცევა პაკისტანის ეროვნულ ასამბლეაში.[8] მისი მთავრობის მიერ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტს შეეზღუდა მთავრობის გადაყენების უფლება.[9] მისი მეორე მმართველობა აღსანიშნავია პაკისტანის პირველი ბირთვული ტესტის ჩატარებით, რომელიც პასუხი იყო მეზობელი ინდოეთისთვის.[10] ამის საპასუხოდ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა შეაჩერეს უცხოური დახმარება, შარიფმა გაყინა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, რათა თავიდან აიცილოს კაპიტალის გადინება, მაგრამ ეს მხოლოდ გაუარესა ეკონომიკური პირობები.[11]

უმუშევრობასთან ერთად რეკორდულად გაიზარდა საგარეო ვალიც,[12] ასევე შარიფის მეორე ვადამ ნახა ბევრი კონფლიქტი სასამართლოსთან და სამხედროებთან. შარიფი დაიბარეს უზენაესს სასამართლოში 1997 წელს მას შემდეგ, რაც ის პარლამენტში გამოსვლისას გააკრიტიკა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებისთვის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი საჟად ალი შაჰი. შარიფმა ასევე თავისი პოლიტიკური გუნდიდან იძულებით გაათავისუფლა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე გენერალი ჯეჰანგირ კარამატი ბრძანება და მის ნაცვლად დანიშნა პერვეზ მუშარაფი 1998 წელს.[12] თუმცა, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა უსისტემოდ წარდგა კარგილის ომში, მისი ურთიერთობები მუშარაფთან ასევე გაუარესდა. 1999 წელს 12 ოქტომბერს, როდესაც შარიფმა სცადა დაეთხოვა მუშარაფი თანამდებობიდან, სამხედროებმა მოაწყვეს გადატრიალება, გააძევეს შარიფის მთავრობა, ხოლო თვითონ შარიფი ჯერ დააკავეს, შემდეგ გადაასახლეს საუდის არაბეთში.[12]

2008 წელს შარიფი დაბრუნდა და მისმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის არჩევნებში, ხოლო მისმა ძმამ, შაჰბაზ შარიფმა, დააკომპლექტა პენჯაბის პროვინციის მთავრობა, რომლის ხელმძღვანელად 2013 წლამდე დარჩა. მან წარმატებით წამოაყენა მუშარაფის იმპიჩმენტის საკითხი და აღადგინა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი იფტიხარ ჩაუდრი. 2008-2013 წლებში, შარიფი იყო ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. 2013 წლის, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების უდიდესი რაოდენობა და მან ჩამოაყალიბა მთავრობა. ასე, იგი გახდა პაკისტანის მე-20 პრემიერ-მინისტრი, თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა თავის პოზიციაზე, უპრეცედენტო მესამე ვადით.[13][14] შარიფის მესამე ვადამ მოიტანა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აღებული არსებითი სესხების და „ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური კორიდორის“ მრავალმილიარდიანი საინვესტიციო გარიგებების მეშვეობით, რომელიც გამოასწორებს ქრონიკული ებერგიის დეფიციტს.[15] 2015 წელს, მისმა მთავრობამ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებიდან ექსტრემისტული დაჯგუფებების გასაძევად და გააუქმა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.[16][17] შარიფის მესამე ვადა გამყარებულია სოციალურ ცენტრიზმზე ვიდრე სოციალურ კონსერვატიზმზე, რომელიც დამახასიეთებელი იყო მისი წინა ორ ვადაზე.[18][19]

ბიოგრაფია და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავაზ შარიფი დაიბადა 1949 წლის 25 დეკემბერს ქალაქ ლაჰორში, პენჯაბში.[1][20] შარიფების ოჯახი წარმოშობით ქაშმირელი პენჯაბელებია. მისი მამა, მუჰამედ შარიფი, ზედა საშუალო კლასის ბიზნესმენი და მრეწველი იყო, რომლის ოჯახმა წავიდა ემიგრაციაში ქაშმირის ანანტნაგის რაიონიდან და საბოლოოდ დასახლდნენ სოფელ ჯათი უმრაში, ამრიცარის რაიონში, პენჯაბში მეოცე საუკუნის დასაწყისში. დედის ოჯახი ქაშმირის ქალაქ პულვამიდანაა.[21] მას შემდეგ, რაც მუჰამედ ალი ჯინას ხელმძღვანელობით, პაკისტანის ეროვნულმა მოძრაობამ მიაღწია 1947 წელს პაკისტანის დამოუკიდებლობას, ნავაზის მშობლებმა საცხოვრებლად ამრიცარიდან ლაჰორში გადმოვიდნენ. მამამისი აჰლ ალ-ჰადის სწავლების მიმდევარი იყო.[22] მისი ოჯახი ფლობს Ittefaq Group-ს, რომელიც მრავალმილიონი დოლარის ფოლადის კონგლომერატია და Sharif Group-ს, კონგლომერატი კომპანია და ჰოლდინგი სოფლის მეურნეობაში, სატრანსპორტო და შაქრის ქარხნების სფეროში.

დაოჯახებულია კალსუმ ნავაზიზე.[23] მისი ძმა შაჰბაზ შარიფი პენჯაბის პროვინციის მოქმედი მთავარი მინისტრია, ხოლო მისი დისშვილი ჰამზა შაჰბაზ შარიფი ეროვნული ასამბლეის წევრი და ასევე პენჯაბის უფროსი მთავარი მინისტრია.[24] მისი ქალიშვილი მარიამ ნავაზი, როგორც ჩანს დიასახლისია, მაგრამ ზოგჯერ აქტიურია მამის პარტიაშიც, ხოლო ამჟამად პრემიერ-მინისტრის ახალგაზრდული ინიციატივის თავმჯდომარეა. მარიამი დაოჯახებული პოლიტიკოს მუჰამედ საფდარ ავანზე.[25] მისი მეორე ქალიშვილი, ასმა ნავაზი, დაოჯახებულია ალი დარზე, რომელიც პაკისტანის მოქმედი ფინანსთა მინისტრის შვილია.[21][26] შარიფების ოჯახის პირადი რეზიდენციაა რაივინდის სასახლე, რომელიც მდებარეობს ჯათი უმრაში, რაივინდში, ლაჰორის გარეუბანში.[27] ის ასევე ფლობს რეზიდენციას ჯიდაში, საუდის არაბეთში, რომელიც ცნობილია როგორც Sharif Villa, სადაც ის ცხოვრობდა დევნილობის დროს.[28] მისი ვაჟი, ჰუსაინ ნავაზ შარიფი, ამ დროისთვის ცხოვრობს ჯიდის სახლში.[29]

სწავლობდა ლაჰორის წმინდა ანტონის უმაღლეს სკოლაში. დაამთავრა სამთავრობო კოლეჯის უნივერსიტეტი (GCU) ხელოვნებისა და ბიზნესის ხარისხით და შემდეგ მიიღო სამართლის ხარისხი, პენჯაბის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში, ლაჰორში.[30][31]

ჯანმრთელობის პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მაისში, ნავაზ შარიფს ჩაუტარდა გულის ოპერაცია ლონდონში. ეს იყო ღია გულზე მისი მეორე ოპერაცია.[32][33]

მისი ჯანმრთელობის გაუარესება და საბოლოოდ ღია გულის ოპერაცია მოხდა, ქვეყნის წლიური ბიუჯეტის წარდგენამდე სამი დღით ადრე. ოპოზიციის და იურიდიული სფეროს ბევრმა ლიდერმა, მათ შორის ყოფილი მთავარი მოსამართლე იფტიხარ მუჰამედ ჩაუდრი, წამოაყენა მნიშვნელოვანი კითხვები ქვეყანაში მოსალოდნელ კონსტიტუციურ კრიზისთან დაკავშირებით. ჩაუდრიმ მოუწოდა პრემიერ-მინისტრის შუალედური არჩევნებისკენ, თავიდან კრიზისის აცილების მიზნით.[34]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boone, Jon (17 May 2013). „Nawaz Sharif: A rightwing tycoon who has won over leftist liberals – for now“. Editorial and special report published by American journalist Jon Boone. Islamabad: The Guardian, Pakistan Bureau. The Guardian, Pakistan Bureau. ციტირების თარიღი: 11 January 2015.[მკვდარი ბმული]
  • „BBC: Profile of Nawaz Sharif“. BBC News. 11 December 2000. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • „BBC, Timeline: Pakistan's political rivals“. BBC News. 26 September 2007. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • Nawaz Sharif becomes Prime Minister. Story of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • Pakistan Muslim League (Nawaz Group) Pakistan. PML-N. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • PML N – Nawaz Sharif's Profile. elections.com.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • „Nawaz Sharif in 2008“. Canadian Broadcasting Corporation. 18 August 2008. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • Cooper, Helene; Mazzetti, Mark (20 July 2009). „Nawaz Sharif“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  • Williamson, Martin. (28 November 2007) Cricket tragics: Eleven politicians who would have preferred to have been watching cricket instead. ESPNcricinfo. ციტირების თარიღი: 15 September 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nawaz Sharif. Encyclopædia Britannica on-line (1 June 2003). ციტირების თარიღი: 5 September 2012.
  2. Story of Pakistan. Mian Muhammad Nawaz Sharif [Born 1949]. Story of Pakistan Directorate. Story of Pakistan (Part I). ციტირების თარიღი: 7 February 2012.
  3. Once exiled, Nawaz Sharif makes triumphant return to Pak politics. The Hindustan Times (12 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  4. „Pakistan: Nawaz Sharif, Lion of Punjab, looks set to form government“. GlobalPost. Agence France-Presse (AFP). ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  5. Crilly, Rob (11 May 2013). „Pakistan elections: Nawaz Sharif eyes return to power“. The Daily Telegraph. Islamabad. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  6. Mehdi, Tahir. (2013-04-12) An overview of 1990 general elections: The game gets dirtier. ციტირების თარიღი: 2016-09-12
  7. 7.0 7.1 Story of Pakistan. Mian Muhammad Nawaz Sharif [Born 1949 (Part-II)]. Story of Pakistan Directorate. Story of Pakistan (Part II). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 7 February 2012.
  8. Story of Pakistan. Mian Muhammad Nawaz Sharif [Born 1949 (Part-III)]. Story of Pakistan Directorate. Story of Pakistan (Part III). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 7 February 2012.
  9. Omar, Imtiaz (2002-03-28). Emergency Powers and the Courts in India and Pakistan (en). Martinus Nijhoff Publishers. ISBN 904111775X. 
  10. Schaffer, Howard B.; Schaffer, Teresita C. (2011) „§Pakistan's politicians“, How Pakistan negotiates with the United States: riding the roller coaster. Washington, D.C.: United States Institute of Peace. ISBN 1601270755. ციტირების თარიღი: 7 January 2015. 
  11. Story of Pakistan. Pakistan: A Nuclear power. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-04. ციტირების თარიღი: 2016-11-06.
  12. 12.0 12.1 12.2 Story of Pakistan. (1 June 2003) Mian Muhammad Nawaz Sharif [Born 1949 (Part-IV)]. Story of Pakistan Directorate. Story of Pakistan (Part IV). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2012.
  13. „Nawaz Sharif's party gets majority in Pakistan Parliament“. The Times of India. 19 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
  14. Nawaz Sharif to take office for third term as Pakistan PM. dna (5 June 2013). ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  15. GCR - News - China to invest $46bn in Pakistan's infrastructure. globalconreview.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  16. „Zarb-i-Azb: Fatwa declares Pak's military operation 'a jihad'. Business Standard. 23 June 2014. ციტირების თარიღი: 24 June 2014.
  17. Masood, Salman (28 June 2014). „Khan's call for long march“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 16 August 2014.
  18. A liberal Nawaz Sharif. ციტირების თარიღი: 2016-02-29
  19. Misinterpretations: Nawaz asked to pack his bags over ‘liberal’ Pakistan - The Express Tribune en-US. ციტირების თარიღი: 2016-02-29
  20. Lieven, Anatol (2011). Pakistan: A Hard Country. PublicAffairs, გვ. 244. ISBN 978-1-61039-021-7. [მკვდარი ბმული]
  21. 21.0 21.1 Jaleel, Muzamil (6 June 2013). „As Nawaz Sharif becomes PM, Kashmir gets voice in Pakistan power circuit“. Indian Express. ციტირების თარიღი: 14 June 2013.
  22. Lieven, Anatol (2011). Pakistan: A Hard Country. PublicAffairs, გვ. 275. ISBN 978-1-61039-021-7. [მკვდარი ბმული]
  23. „Nawaz Sharif's wife operated in Delhi“. The Times of India. 30 October 2007. ციტირების თარიღი: 4 January 2011.
  24. „Hamza the new deputy Chief Minister of Punjab“. The Dawn Newspaper. 26 September 2013.
  25. „PM Appoints Daughter as Chairperson of Youth Program“. The News International. 23 November 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2016.
  26. Iqbal, Abdullah (29 May 2004). „Wedding bells for Nawaz son, daughter“. Gulf News. ციტირების თარიღი: 23 November 2013.
  27. „Nawaz Sharif's first speech as PM to be full of 'surprises'. The Express Tribune. 30 May 2013. ციტირების თარიღი: 1 June 2013.
  28. „Sharif surfs the Net to catch up on news“. Arab News. 7 August 2002. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
  29. „IP project in jeopardy: US threatens curbs if Pakistan pursues Iran deal, says PM“. Express Tribune. 5 August 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
  30. (2004) Pakistan A Country Study. Kessinger Publishing, გვ. 250. ISBN 978-1-4191-3994-9. ციტირების თარიღი: 20 October 2011. 
  31. Ghauri, Irfan (6 June 2013). „Nawaz Sharif: A political history“. Express Tribune. ციტირების თარიღი: 13 June 2013.
  32. Masood, Salman. Pakistan Leader Will Undergo Open-Heart Surgery for 2nd Time (27 May 2016). ციტირების თარიღი: 30 May 2016.
  33. Bokhari, Farhan. Pakistan PM Nawaz Sharif to undergo heart surgery in London (30 May 2016). ციტირების თარიღი: 30 May 2016.
  34. Former CJP Iftikhar Chaudhry calls for appointment of acting PM to avoid crisis. ციტირების თარიღი: 30 May 2016.