მწვანე საცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე საცავი
Map
დაარსდა 1723 წელს (1723)
მდებარეობა დრეზდენი, გერმანია
ტიპი სამხატვრო მუზეუმი
ვებ-საიტი https://gruenes-gewoelbe.skd.museum/
მური ზურმუხტის კლასტერთან ერთად

მწვანე საცავი (გერმ. Grünes Gewölbe) — სამხატვრო მუზეუმი დრეზდენში, გერმანიაში, შეიცავს ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექციას. მუზეუმი დაარსდა 1723 წელს, პოლონეთის მეფის და საქსონიის კურფიურსტის, ავგუსტუს ძლიერის მიერ და მასში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ექსპონატები, ბაროკოს სტილიდან კლასიციზმამდე. მწვანე საცავს სახელი ეწოდა მალაქიტით მწვანედ შეღებილი სვეტების და საწყისი ოთახების კაპიტელების გამო. არსებობს მოსაზრება რომ უძველესი მუზეუმია მსოფლიოში; მწვანე საცავი უფრო ძველია, ვიდრე ბრიტანეთის მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1759 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვის შემდეგ, მწვანე საცავი მთლიანად აღდგა.

მწვანე საცავი მდებარეობს დრეზდენის ციხის დასავლეთ მონაკვეთის პირველ და მეორე სართულებზე. ის ახლა დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების კოლექციების ნაწილია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Juwelenzimmer 1904 წელს (განადგურებულია 1945 წელს)
პრეტიოსენსალი 1904 წელს

მონარქიული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1547 წელს, საღვთო რომის იმპერიიდან, საქსოონის მმართველმა მორისმა ბრძანა დრეზდენის ციხისთვის დამატებითი ნაწილი აეშენებინათ. სასახლის პირველ სართულზე დაემატა ოთხი ოთახი, გამოირჩეოდნენ დახვეწილი, ჩამოსხმული თაბაშირის ჭერით. [1] ამ ოთახებში სვეტის ფუძეები და კაპიტელები მოლურჯო-მწვანე ფერის შეფერილობისაა, რის გამოც ამ ადგილს მოიხსენიებდნენ როგორც მწვანე საცავი. ამ ოთახებს მაშინ პირადი საცავი ერქვა, ჰქონდა სქელი კედლები რაც მათ იცავდა ხანძრისა თუ ძარცვისაგან. [1]

მე-17 საუკუნის განმავლობაში, საქსონიის საკურფიურისტოს მმართველები მწვანე საცავს იყენებდნენ კერძო საგანძურის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების და ძვირფასი სამკაულების შესანახად. შემდეგ, 1723-1729 წლებში, არჩეულმა ფრიდრიხ ავგუსტუს I- მა, რომელსაც დღეს ავგუსტუს ძლიერს უწოდებენ, კერძო ოთახები საჯარო მუზეუმად აქცია. ოთახების გაფართოება დაიწყეს. [2] მშენებლობის პირველ ეტაპზე, არქიტექტორმა მატთეუს დანიელ პეპელმანმა დაგეგმა და ააგო გერმანული ბაროკოს სიდიადის მუზეუმის მსგავსი, მხატვრული სტრუქტურა. შეიქმნა რვა ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახის კომპლექტი, რომლის არქიტექტურული სილამაზე ავსებდა ფასდაუდებელი საგანძურის სიუხვეს და ხარისხს. ავგუსტუს ამის შემდეგ, შეეძლო გამოეჩინა თავისი ძვირფასი ნივთების მთელი კოლექცია, მათ შორის ბრინჯაოს ქანდაკებები და ხელოვნების ნიმუშები ვერცხლში, ოქროში, ქარვაში და სპილოს ძვალში. მისი თითქმის 40 წლიანი მეფობის ბოლოს, 1733 წელს, ავგუსტუს ძლიერმა თავისი საგანძური და მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

მე -20 საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ოთახები უცვლელი დარჩა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. როდესაც ომი გარდაუვალი იყო, 1938 წელს, ხელოვნების საგანძური გადაიტანეს კონიგშტეინის ციხესიმაგრეში.

მწვანე საცავი ძლიერ დაზიანდა 1945 წლის 13 თებერვალს, დრეზდენის დაბომბვისას მეორე მსოფლიო ომში. რვა ოთახიდან სამი მთლიანად განადგურდა. ომის ბოლოს 1945 წელს, წითელმა არმიამ საგანძური საბჭოთა კავშირში გადაიტანა. 1958 წელს კოლექციის ნაწილი გამოჩნდა დრეზდენის თანამედროვე მუზეუმში, ალბერტინუმში.

21-ე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს, ახალი მწვანე სარდაფი გაიხსნა გადაკეთებული დრეზდენის ციხის მეორე სართულზე. 2006 წელს, აღდგენილი ისტორიული მწვანე სარდაფი ხელახლა გაიხსნა პირველი სართულის ოთახების ბრწყინვალე კომპლექტში.

2019 წლის 25 ნოემბერს მწვანე სარდაფი გაძარცვეს და მე -18 საუკუნის დასაწყისის სამეფო სამკაულების სამი ნაკრები მოიპარეს. [3] თითოეული ნაკრები შედგება ბრილიანტების, ლალის, ზურმუხტისა და საფირონებისგან . [4] დადგენილია, რომ მოპარული ნივთები 1 მილიარდი ევროს ღირებულებისაა.

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლამდე კოლექცია შედგებოდა 4000-ზე მეტი ნაწილისგან, თითქმის 1,100 გამოფენილი იყო ახალ მწვანე საცავში და დაახლოებით 3,000 გამოფენილია ისტორიულ მწვანე საცავში.[5]

ისტორიული მწვანე საცავში შესასვლელად საჭიროა წინასწარ ბილეთების შეძენა. ახალი მწვანე საცავის მონახულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ისტორიული მწვანე საცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ მწვანე საცავში გამოფენილია დაახლოებით 3000 სამკაული, მათ შორისაა ოქროსგან, ქარვასგან და სპილოს ძვლისგან გაკეთებული სამკაულები. ძვირფასი ქვის ჭურჭელი და ბრინჯაოს ქანდაკებები გამოფენილია ვიტრინების გარეშე. ისტორიული მწვანე საცავი მდებარეობს დრეზდენის ციხის პირველ სართულზე და მოიცავს დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრს.

მწვანე საცავით ავგუსტუს ძლიერმა თავისი საგანძური რჩეულ საზოგადოებას წარუდგინა, რითაც დაარსდა მწვანე საცავი, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი.

ახალი მწვანე საცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მწვანე საცავი შეიცავს სამეფო ოქრომჭედლის იოჰან მელხიორ დინლინგერის ნამუშევრებს და ბაროკოს ეპოქის სხვა სამკაულებს.[6] ახალი მწვანე საცავი მდებარეობს დრეზდენის ციხის მეორე სართულზე და დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორც ისტორიული საცავი, დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dirk Syndram, Das Grüne Gewölbe – The Green Vault – Le Voûte Verte, 3rd ed. Leipzig: Seemann, 2006, ISBN 978-3-86502-159-5, p. 5
  2. Dirk Syndram et al., The Baroque Treasury at the Grünes Gewölbe Dresden, 1st ed. Munich: Deutscher Kunstverlag, 2007, ISBN 978-3-422-06644-1, pp. 6-7
  3. Rietschel, Matthias; Thomas Escritt (2019-11-25). „Thieves grab priceless jewels in German museum heist“. Reuters. ციტირების თარიღი: 2019-11-25.
  4. „Dresden Green Vault robbery: Priceless diamonds stolen“. BBC News (ინგლისური). 2019-11-25. ციტირების თარიღი: 2019-11-25.
  5. Residenzschloss (Royal Palace). Dresden State Art Collections (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 29 October 2011
  6. Neues Grünes Gewölbe (New Green Vault). Dresden State Art Collections (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2021.