მუჰამად ჰუსეინ ჰაიქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამად ჰუსეინ ჰაიქალი
არაბ. محمد حسين هيكل
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1888(1888-08-20)[1] [2]
დაბადების ადგილი ელ-მანსურა
გარდაცვალების თარიღი 8 დეკემბერი, 1956(1956-12-08)[1] [2] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მინისტრი, პოლიტიკოსი, პოეტი და რომანისტი
მოქალაქეობა  ეგვიპტე
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Fayza Haikal
გავლენა მოახდინეს

მუჰამად ჰუსეინ ჰაიქალი (არაბ. محمد حسين هيكل; დ. 20 აგვისტო [ ძვ. სტ. 10 აგვისტო], 1888, ქაფრ-ღანამი, დაკაჰლიის პროვინცია — გ. 8 დეკემბერი, 1956, კაირო) — არაბი (ეგვიპტელი) მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება მიიღო კაიროსა და სორბონში, სადაც დაიცვა სადოქტორო ხარისხი. 1937-1944 წლებში იყო ეგვიპტის განათლების მინისტრი, 1945-1950 წლებში ეგვიპტის სახელმწიფო მინისტრი და სენატის თავმჯდომარე. ავტორია არაბულ ლიტერატურაში პირველი რეალისტური რომანებისა „ზეინაბი“ (1910) და „ასე შეიქმნა“ (1955), რომლებშიც გაილაშქრა ქალთა უუფლებო მდგომარეობისა და ფელახთა ჩაგვრის წინააღმდეგ. ავტორია ქრონიკისა „მუჰამედის ცხოვრება“ (1929).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]