მულა ომარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ ომარი
პუშტუ ملا محمد عمر
ვაზირისტანი დროშა ვაზირისტანის ისლამური საამიროს 1-ლი ამირა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 თებერვალი 2006 – 23 აპრილი 2013
მემკვიდრეახტარ მანსური

ვაზირისტანი დროშა ვაზირისტანის უმაღლესი საბჭოს 1-ლი მეთაური
14 თებერვალი 2006 — 23 მაისი 2011
მემკვიდრეაბდულ ბარადარი

ავღანეთის ისლამური საამიროს 1-ლი ემირი მუმინინი
27 სექტემბერი 1996 — 13 ნოემბერი 2001
მემკვიდრეჰაიბატულა ახუნძადა

დაბადებული1960
ყანდაარი, ავღანეთი
გარდაცვლილი23 აპრილი, 2013
ზაბული, ავღანეთი
პოლიტიკური პარტიაავღანეთის ისლამური რევოლუციური მოძრაობა
შვილები5 (ან 6) მათ შორის მუჰამედ იაკუბი
განათლებამედრესე
რელიგიასუნიტი მუსლიმი

მუჰამედ ომარი, ასევე ცნობილი როგორც მულა ომარი (პუშტუ ملا محمد عمر; (მიახლ. თარიღი)1960 —23 აპრილი 2013) —თალიბანის მოძრაობის ლიდერი, ავღანეთის ისლამური საამიროს ამირა. [1][2]

ბიოგრაფია და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ ომარის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ეროვნებით, პუშტუნი, მიეკუთვნებოდა გილზაის ტომის ჯგუფის ჰოტაკების გვარს. სავარაუდოდ, ის დაიბადა ურუზგანის პროვინციის სოფელ სინგესარში (ან ქალაქ ნოდეჰში, ყანდაარის მიდამოებში) ღარიბი გლეხის ოჯახში. მიიღო მხოლოდ დაწყებითი მუსლიმური განათლება ადგილობრივ მედრესეში, მამის გარდაცვალების შემდეგ, იქვე დარჩა და სოფლის მოლა გახდა.[3]

1970-იანი წლების შუა ხანებში მუჰამედ ომარი ორკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა პაკისტანში  სადაც გაიარა  ისლამური ღვთისმეტყველების კურსი ჰაკანიას მედრესეში პეშავართან ახლოს (სხვა წყაროების თანახმად, ქალაქ კვეტას რელიგიურ სკოლაში). 1979 წლიდან  აქტიურად მონაწილეობდა ახლად დაწყებულ ომში საბჭოთა კავშირის  ჯარების და ქაბულის რეჟიმის წინააღმდეგ: იგი შეუერთდა მოჯაჰედების რაზმებს. არ არსებობს ინფორმაცია მისი, როგორც დამოუკიდებელი საველე მეთაურის შესახებ. ზოგიერთი ცნობით, ის მოქმედებდა, როგორც ისლამისტური პარტია " ჰარაქათ-ი ინქილაბ-ი ისლამ" სამხედრო ფორმირებების მეთაურის ნაბი მუჰამედის მოადგილე. სხვა ვერსიით, მუჰამედ ომარი საველე მეთაურის იუნუს ხალესის რაზმის წევრი გახლდათ. არსებობს ინფორმაცია, რომ ის ბურჰანუდინ რაბანის „ავღანეთის ისლამური საზოგადოების“ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებს შორის მოიაზრებოდა. იგი ოხჯერ დაიჭრა,  ბრძოლებში დაკარგა ერთი თვალი. ერთ -ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც თვალში დაიჭრა, მულა ომარმა თვითონ ამოიჭრა დანით დაზიანებული თვალის ნაწილები და  ქუთუთო ამოიკერა, თუმცა, დიდი ალბათობით, თვალი ამოუღეს პეშავარის ერთ -ერთ საავადმყოფოში. 1989 წელს საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ, მულა ომარი გახდა იმამი მეჩეთში, რომელიც მან დააარსა  სოფელ სანგსარში  მაივანდის რაიონში, ყანდაარის დასავლეთით.[4][5]

როდესაც მუჰამედ ომარი ავღანეთის მეთაური გახლდათ (ისლამური საამიროს პერიოდში) 1996 წლიდან 2001 წლამდე, თავისი მმართველობის დროს პრაქტიკულად არ დაუტოვებია  ყანდაარის რეზიდენცია, რომელიც წლების განმავლობაში ავღანეთის არაოფიციალური დედაქალაქი იყო. ქაბულში, ის მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა.

11 სექტემბრის შემდეგ,  ავღანეთში ნატოს სამხედრო ექსპანსიის შედეგად თალიბანის მთავრობა დაემხო. მულა ომარი მიიმალა. სამი თვის განმავლობაში სამხედრო ექსპერტები, პოლიტიკოსები და მედია გამოთქვამდნენ სხვადასხვა ვერსიებს იმის შესახებ, თუ სად და როგორ გაუჩინარდა ავღანეთის მმართველი. 2002 წლის იანვარში პაკისტანში Newsweek– ის კორესპონდენტებმა მოახერხეს ინტერვიუს აღება მულა ომარის  ყოფილ მძღოლ კარი საჰებთან, რომელმაც ისაუბრა, თუ როგორ გაიქცა თალიბანის ლიდერი. საჰების თქმით, ომარი ბოლო დღემდე  უარს ამბობდა ყანდაარის დატოვებაზე და მხოლოდ ამერიკული ქვედანაყოფების ქალაქში შესვლის წინა დღეს დათანხმდა, რომ გადასულიყო უფრო უსაფრთხო ადგილას. ყოფილი მძღოლის თქმით, მულამ საცხოვრებელი რიკშით დატოვა, შემდეგ გადავიდა ჩვეულებრივ  სატვირთო მანქანაზე და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ის რამდენიმე დღე იატაკქვეშეთში იმყოფებოდა,  სხვადასხვა ქალაქების  სახლების სარდაფებში იმალებოდა, სანამ თავი  ერთგულ ადამიანებს არ შეაფარა, რომლებიც, სავარაუდოდ დაეხმარნენ  საზღვარგარეთ გამგზავრებაში.[6][7][8]

ამერიკული დაზვერვის თანახმად, მულა ომარი ქალაქ კუეტაში იმალებოდა. ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შეუწყობდა ხელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი აშშ დოლარი დააწესა[9].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მულა ომარს ჰყავდა ოთხი ცოლი და ოთხი შვილი: ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი . 1999 წელს, ერთ -ერთი ქალიშვილი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად, როდესაც თალიბანის ლიდერის მკვლელობის მცდელობისას ტერორისტებმა მოაწყვეს აფეთქება მის ერთ სახლთან ახლოს. სხვა ვერსიით, მას ხუთი ვაჟი ჰყავდა . თალიბანის რეჟიმის დაცემამდე ითვლებოდა, რომ ოსამა ბინ ლადენი და მულა ომარი ნათესავები იყვნენ: სავარაუდოდ, მულას ოთხი ცოლიდან ერთ -ერთი ბინ ლადენის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ამასთან, მუჰამედ ომარის ყოფილმა მძღოლმა კარი საჰებმა  2002 წელს კატეგორიულად უარყო ეს ჭორები და განაცხადა, რომ ომარი მეოთხედ მხოლოდ  ოსამას ქალიშვილთან ქორწინების თავიდან აცილების მიზნით დაქორწინდა, ვინაიდან  არ სურდა ბინ ლადენთან ნათესაური კავშირი .ჰქონოდა.[10][11][12][13]

ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 23 მაისს, არაერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მულა ომარი ლიკვიდირებული იყო პაკისტანის ქალაქ კვეტასთან ახლოს.[14][15][16]

პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მულა ომარი განადგურებულია თვითმფრინავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. იაპონური სააგენტო Kyodo იტყობინებოდა, რომ თალიბანის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია მულა ომარის დაღუპვის შესახებ. მაისის დასაწყისში, ამერიკელმა გენერალმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ (2011 წლის 2 მაისი), აშშ -ს სპეცრაზმის შემდეგი სამიზნე შეიძლება  მულა ომარი ყოფილიყო. ამავე დროს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინმა როგორც განაცხადა, ბინ ლადენის განადგურების შემდეგ, ანტიტერორისტული ბრძოლის შემდეგი სამიზნე ავღანელი თალიბანის მეთაური, მულა ომარი იყო. [17]

2015 წლის ივლისში მუჰამედ ომარის გარდაცვალება პირველად დაადასტურეს ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა და განაცხადეს, რომ ის გარდაიცვალა 2013 წელს. თალიბანის მაღალჩინოსანმა, რომლის სახელიც უცნობია, პაკისტანურ გაზეთს განუცხადა, რომ მუჰამედ ომარი გარდაიცვალა ტუბერკულოზით. 2015 წლის 30 ივლისს თალიბანმა დაადასტურა  ლიდერის სიკვდილი. [18][19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Legend Mullah Mohammed Omar". The Independent. 31 July 2015. Retrieved 13 February 2016.
  2. AFP (12 October 2015). "Rare new picture surfaces of Taliban founder Mullah Omar". Dawn. Pakistan. Retrieved 14 June 2016.
  3. "Afghan Taliban publish Mullah Omar biography". BBC News. 5 April 2015. Retrieved 26 September 2021.
  4. Griffiths, John C. Afghanistan: A History of Conflict, 1981. Second Revision, 2001.
  5. "Mullah Omar issues Eid message". Al Jazeera. 31 December 2006. Retrieved 1 January 2007.
  6. Abdul Salam Zaeef (2010). My Life with the Taliban.
  7. Arnaud de Borchgrave, "Osama bin Laden – Null and Void", UPI, 14 June 2001, quoted in Wright, Looming Tower, (2006), p. 226
  8. "Mullah Omar worked as potato vendor to escape detection in Pakistan". 4 August 2015. Retrieved 4 August 2015.
  9. "Wanted Information leading to the location of Mullah Omar Up to $10 Million Reward". Rewards for Justice Program, US Department of State. Archived from the original on 5 October 2006.
  10. Daily Newspaper. Petit № 12 (1343)[მკვდარი ბმული]
  11. Короли террора: Афганская прелюдия დაარქივებული 2021-11-14 საიტზე Wayback Machine. (რუს.)
  12. Черный мулла. Агентство федеральных расследований (30.09.2001).(რუს.) ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2010.
  13. "'Visionary' mullah who protects terror leader is mentally unstable".
  14. Goldstein, Joseph; Shah, Taimoor (30 July 2015). "Death of Mullah Omar Exposes Divisions Within Taliban". The New York Times. Retrieved 31 July 2015.
  15. Donati, Jessica (10 March 2019). "The Last Days of Taliban Head Mullah Omar". Wall Street Journal.
  16. Ben Farmer and Saleem Mehsud (11 March 2019). Taliban Release Pictures of Mullah Omar "hideout in Afganistan" Telegraph UK.
  17. "The Afghan Government Should Take Advantage of Mullah Omar's Death ASAP". The Diplomat. 4 August 2015.
  18. "Afghan intel agency: Taliban leader died two years ago"[მკვდარი ბმული]. USA Today. 29 July 2015.
  19. Mullah Omar did not die in Pakistan, say Afghan Taliban — Pakistan — DAWN.COM