მოსი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსის სამრეწველო ნაწილის საერთო ხედი

მოსი (ნორვ. Moss) — ქალაქი და ნავსადგური ნორვეგიაში, ოსლო-ფიორდის ნაპირზე. ესტფოლის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 29 789 კაცი (2008).

ქალაქში განვითარებულია გემთმშენებლობა და მანქანათწარმოება. ასევე მერქნის მასის, ქაღალდის, რძის კონსერვების წარმოება.

მოსმა 1720 წელს სავაჭრო ცენტრის სტატუსი მიიღო, რაც დღემდე არ დაუკარგავს. ქალაქი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ფიულკეს მოსახლეობას ემსახურება.

მოსი ცნობილია თავისი სკულპტურებით, რომელთაგან 60-70 მთელ ქალაქშია გაბნეული, ამიტომაც მოსს „სკულპტურათა ქალაქს“ უწოდებენ. მოსში სურათების 4 გალერეაა, სადაც ნორვეგიული და ზოგადად სკანდინავიური ფერწერის მოყვარულებს ადგილობრივი ხელოვნების გაცნობის საშუალება ეძლევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე ტ. VII, გვ. 134, თბ. 1984