მორფუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მორფუ
ბერძ. Μόρφου, თურქ. Omorfo[1]/თურქ. Güzelyurt[2]

წმინდა მამანტის ეკლესია
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°12′00″ ჩ. გ. 32°59′00″ ა. გ. / 35.20000° ჩ. გ. 32.98333° ა. გ. / 35.20000; 32.98333
ამჟამინდელი სტატუსი 1883
ცენტრის სიმაღლე 48 მეტრი
მოსახლეობა 31 116 კაცი (2006)
საფოსტო ინდექსი 99750 და CY2700
ოფიციალური საიტი morphou.org.cy
მორფუ — კვიპროსი
მორფუ

მორფუ (ბერძ. Μόρφου, თურქ. Omorfo)[1]/გიუზელიურთი (თურქ. Güzelyurt)[2] — ქალაქი კვიპროსში, მდებარეობს მორფუს ყურის ნაპირზე. 1974 წლიდან ექვემდებარება ნახევრად აღიარებული ჩრდილოეთი კვიპროსის რესპუბლიკის კონტროლს.

მოსახლეობა ქალაქის ტერიტორიაზე ანტიკური პერიოდიდან ჩნდება. თანამედროვე მორფუს ჩამოყალიბება იწყება ბიზანტიური პერიოდიდან, როდესაც წმინდა მამანტის ეკლესიის გარშემო დასახლდა არაბთა ლაშქრობებს გაქცეული მოსახლეობა. 1426 წელს მორფუ გახდა მსხვილი ანტიფეოდალური აჯანყების ცენტრი. 1883 წლიდან ბრიტანულმა ადმინისტრაციამ მორფუს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1974 წელს დაიპყრო თურქულმა ძალებმა. ახალმა ადმინისტრაციამ ქალაქს სახელი გადაარქვა და უწოდა გიუზელიურთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად
  2. 2.0 2.1 ჩრდილოეთი კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად