მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



კატეგორია:უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები[წყაროს რედაქტირება]

გიორგი, საღამომშვიდობის. მადლობა ამ კატეგორიაში განხორციელებული ცვლილებების დროული დამოწმებისთვის, მათი რაოდენობის გამო მეგონა რომ დიდხანს მოუწევდათ მოცდა. პატივისცემით----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:00, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. ხომ იცი, ასეთი საქმე არ მეზარება :დ გიო ოქრო 18:37, 23 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

რომელ წყაროში არ წერია, ასე სწრაფად წაიკითხეთ? წიგნების გვერდები მაქვს მითითებული, ვებ გვერდს 100 წლისთავზე საფრანგეთში გიორგი გოთუას სახელობის ბანაკის გასნა ხომ თავშია გამოტანილი, დორბას წიგნში კი ბევრგანაა ნახსენები. აბ ის არის მართალი, ერთი წყაროც არ არის მითითებული? სტატიის განხილვის გვერდზე გადადით და იქ მიპასუხეთ, რაში არ ვარ მართალი. ბევრი შენიშვნა მაქვს და ერთზე მაინც მიპასუხეთ. ნუ იმალებით, მიპასუხეთ საჯაროდ, სულ ამას ვითხოვ, მაგარამ ვერ მივაღწიე. შეუმოწმებელი სტატიას მაინც რატომ არ მიტოვებთ, გეშინიათ რომ გამოჩნდება მტყუან-მართალი?

--თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 18:31, 26 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

@თემურ გოთუა მე არსად არ ვიმალება. გაუქმდა თქვენი რედაქტირება, სადაც უსაფუძვლოდ იყო ამოღებული იმპერიის არმიისადმი კუთვნილება და დამატებული იყო არაენციკლოპედიური სტილის მიკერძოებული ტექსტი. შემდგომში კი ამოღებულ იქნა ერთი აბზაცი, რომელსაც მასზე დართული წყარო არ ადასტურებდა (და საერთოდ, ის წყარო წყაროდაც არ შეიძლება ჩათვლილიყო). რა შენიშვნა გაქვთ ჩემს რედაქტირებებთან? გიო ოქრო 19:28, 26 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
იმალებით რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ სანამ საშლელს მოიმარჯვებდეთ, კარგი და ცივილიზებული იქნება, თუ დისკუსიაში შემოხვალთ, უმჯობესია საჯარო სივრცეში, თორემ ცენზორს ემსგავსებით.. განხილვის გვერდს თუ წაიკითხავთ, იქ ბევრი რამ მიწერია, რასაც იძულებული ვარ ახლა გავიმეორო.
ჯერ წყაროებს თავი გავანებოთ, მგონი სტატიაც არ წაგიკითხავთ, თორემ ნახავდით, რომ იმპერიის სამხედრო მაღალჩინოსნად მოვიხსენოებ. იმპერიის გენერლი კი ვერანაერად ვერ იქნებოდა, 1919 წელს იმპერია აღარ არსებობდა (იმპერატორის გადადგომას თავი რომ გავანებოთ, 1917 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, რუსეთის გენერლობაც კი საეჭვოა, ლეგიტიმური ორგანოს მინიჭებული არ არის, მართალია 200 გენერალზე მეტ ქართველი გენერლების კატეგორიაში ბევრი გყავთ იმპერიის, თეთრი თუ საბჭოთა და წმერთმა იცის ვისი გენერლები.
ახლა მიკერძოებას შევხედოთ. ჩემი აზრი არ გამომითქვამს, მივუთითე წყაროებში გამოთქმული აზრი, ისიც ავღნიშნე, რომ ბევრგან გაზვიადებულია. არც ეს წაგიკითხავთ და არც წყაროები, ქართული "რაღაც მეეჭვება"-თი შლით და კერავთ.
ნაქები მ-ის ვერსიაში არამც თუ საეჭვო, ერთი წყაროც არ არის მითითებული, სამაგიოროდ ლიტერატურაში მითითებულია კერსნოვსკის 4ტომეული მონოგრაფია რუსულ (იმპერიულ) არმიაზე. მისი ზოგადი მითითებაც კი სასაცილოა, სტატია ხომ გიორგი გოთუაზეა და არა რუსულ არმიაზე, რას ამბობს სტატიის ავტორი მე წამიკითხავსო თუ თქვენ წაიკითხეთო?
ყოველ შემთხვევაში თქვენ მგონი ლეგიტიმურად მიიჩნევთ (თუმცა წყაროების ჩამონათვალიდან ამოშალეთ) და ჯერ ამაზე გავჩერდეთ. თუ თქვენ ან მ-ს წაკითხული გაქვთ (ცილისწამება გამოაქვეყნეთ, მსგავსი არაფერი უწერიაო), ის მაინც გამაგებინეთ, საერთოდ არაფერი უწერია გიორგი გოთუაზე თუ რა უწერია, მე კი მერე გამოვაქვეყნებ ამონაბეჭდებს ამ და ჩემს მიერ მითითებულ სხვა წყაროებიდან და შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე.
თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 11:35, 27 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
რომელი არმიის გენერალიც იყო, ეგ უნდა ჩანდეს. მიკერძოებას რაც შეეხება, წყაროებში ბევრი რამ შეიძლება ეწეროს, მაგრამ „მოკრძალებულად დაასრულა ცხოვრება“, „ლეგენდად იქცა“ და ასეთი ფორმები არაენციკლოპედიურია. კერსნოვსკის წიგნთან რა პრობლემა გაქვთ? მასში ალბათ წერია პიროვნებაზე რაღაც ინფორმაცია (მე არ მაქვს შესაძლებლობა გადავამოწმო). გიო ოქრო 12:02, 27 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ოდნავ თუ მაინც აკონტროლებთ თავს, ცილს მწამებთ (კრიმინალური დანაშაულია) ცრუპენტელობაში, რედაქტირებისას წერთ "წყაროში მსგავსი არაფერი წერია" (ე.ი.წაკითხული გაქვთ) ახლა კი ამბობთ მე არ მაქვს საშუალება გადავამოწმო (არ წაგიკითხიათ).
მოკრძალებულად დაამთავრა ცხოვრებაში საქები არაფერია, მის ეკონომიკურ გაჭირვებას ვგულისხმობდი, რაღაც დონის წყაროებიც კი შემიძლია მოვიყვანო (თუ ყველა სიტყვას წყარო სჭირდება), განსხვავებით ლიტერატურაში დასახელებული ქართული წყაროებიდან, რომლებიც მტკიცებულების გარეშე წერენ ფრანგულ პენსიაზე (სხვა ბევრ სისულელესთან ერთად). ლეგენდად ქცევა პიროვნებას კი არ ეხება, ლეგიონის გაზვიადებულ დიდებას (ორი დოკუმენტალური ფილმიც აქვთ გადაღებული, მივუთითო წყაროებში?). აბა თქვენ როგორ გგონიათ, გაიხსენებდნენ რუსები გიორგი გოთუას,მისი ლეგიონის განდიდება რომ არ ნდომებოდათ? მას გვერდი ვერ აუარეს (კერსნოვსკი ემიგრაციაში მოღვაწე ისტორიკოსი იყო, მისი საყოველთაოდ მიღებული საფუძვლიანი ნაშრომით დაიწყო გოთუას ხსენება).
ცრუპენტელობაში ცილისწამებით დაიწყეთ .(თურმე უსაფუძვლოდ), ახლა სტილს მედავებით, ბევრ წინააღმდეგობას კი არ გაგიწევდით სტილზე და სწორედ ამისთვისაა საჭირო კომუნიკაცია, უცხოელ რედაქტორებზე არაფერს ვამბობ (მქონდა კომუნიკაციის გამოცდილება), მგონი საბჭოთა ცენზორებიც არ ერიდებოდენ კომუნიკაციას (აქ კი მიუხედავად გამოქვეყნებული ნაშრომებისა, კომუნიკაციის გამოცდილება არ მქონია). რაზე ვილაპარაკოთ.......
თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 16:28, 27 იანვარი 2024 (UTC).[უპასუხე]
კარგად წაიკითხეთ რას გწერთ. ცილის წამებას რაც შეეხება: თქვენ სტატიაში გეწერათ „ვრანგელის არმიის გენერეალ-მაიორის რანგში მე-7 სარეზერვო ბატალიონის მეთაურად დასახელება ადასტურებს მის ვრანგელთან თანამშრომლობას“ და მითითებული გქონდათ ეს — [1], სადაც ვრანგელზე არაფერი არ წერია. საერთოდ ეს წყაროდ არ შეიძლება ჩაითვალოს და აქედან შემოტანილი ინფორმაცია ამოსაღებია. კერსნოვსკის წიგნიდან რაიმეს შემოტანაზე ან ამოშლაზე არაფერი არ მითქვამს და კარგად წაიკითხეთ ხოლმე რას გწერენ. განდიდება და ლეგენდად ქცევა არაენციკლოპედიური შინაარსისაა და ეგ განსახილველადაც არ ღირს. გიო ოქრო 17:14, 27 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ახლა კიდევ ახალი შარი - ეს იყო 1000 ბაიტზე მეტ ამოღებულს რომ მიაწერეთ "წყაროში მსგავსი არაფერი წერია"?
რა თქმა უნდა, წყარო რომელიც პირველად დოკუმენტებს ეყრდნობა ამოსაღებია. მაშინ მიმითითეთ მ-ი (ისევ რომ ჩაერთო რედაქტირებაში მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით) რომელ წყაროზე დაყრდნობით წერს 1919 წლიდან გენერალ-მაიორიააო, საერთოდ ხომ არცერთი წყარო არ ქონდა მითითებული და მისი სტატია მთლიანად წასაშლელი იყო, მაგრამ თქვენ საძმოს დეკლარირებული პრინციპები არ ეხება.
ჩემს მიერ მითითებულ წყაროში 1919 წლის ნოემბრიდან არის დაფიქსირებული გენერალ-მაიორად, ამ პერიოდიდან კი თეთრი მოძრაობის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთში ვრანგელს ჰქონდა.იმ წყაროში ვრანგელზე ძალიან ბევრი რამ წერია, მაგრამ მე გიორგი გოთუაზე მაქვს ლაპრაკი.
ამას ტყუილად გიხსნით, ეს თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენი პრინციპები კარგად ამიხსენით - მთავარია რომ ვიღაცამ გენერალი დაარქვა, რა გააკეთა იმ ვიღაცის დარქმეულმა გენერალმა ნაკლებად საინტერესოა. ხოდა ჩართული ხართ ასეთი სტილით დაწერილი სტატების რაოდენობის შეჯიბრში, განსხვავება რედაქტირებასა (რაც ავტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს) და ცენზურას შორის ვერ გაგიგიათ, მოირგეთ ცენზორის მანტია და ახლა რედაქტირებული სტატიების რაოდენობაში ეჯიბრებით ერთმანეთს.
ასეთი ვიკიპედია უმეცრების გამავრცელებელი ხდება და მასთან თანამშრომლობას სამარცვინოდ მივიჩნევ და აღარ გავაგრძელებ. საჯაროდ ვეცდები ჩემი გადაწყვეტილების დაფიქსირებას, თქვენ კი ჰა ბურთი და მოედანი, წერეთ და შალეთ.
პასუხზე თავს ნუღარ შეიწუხებთ. აღარ წავიკითხავ, ჩემს შენიშვნებზე პასუხი არ გაქვთ და კიდევ რაღაც ახალ შარს მოიგონაბთ.
თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 05:55, 28 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
იმ წყაროში ვრანგელზე არაფერი ეწერა და ტყუილი ლაპარაკი არ გვინდა. თუკი თვლით, რომ რაიმე ინფორმაცია სტატიაში წარმოდგენილია წყაროს გარეშე, დაწერეთ. ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გაარკვევს. დანარჩენი შეფასებები და ბრალდებები კი მხოლოდ სასაცილოა. კარგად იყავით. გიო ოქრო 07:10, 28 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

ფილმების გვერდები სურათის გარეშე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. რა მაინტერესებს - არის რამე საშუალება, რომ სტატიებში, სადაც გამოიყენება "ინფოდაფა კინოფილმი", აისახოს კატეგორიად "სტატიები ინფოდაფაში პოსტერის გარეშე" ან რამე მსგავსი? რამე error ფუნქცია ჩაისვას ინფოდაფაში და მუშაობას გაამარტივებს ძალიან. ამის მეშვეობით ადვილად შეიძლება დადგენა, რომელ სტატიებს აკლია სურათი ინფოდაფაში. შეიძლება, ზოგს არც ესაჭიროებოდეს ან იშოვებოდეს ინტერნეტში, მაგრამ ძალიან გამოსადეგი იქნება და საჭირო სტატიებს მივადგები და ავტვირთავ ლიცენზიის და წყაროს მითითებით შესაბამის სურათებს. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:34, 2 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, აღარ დავაზუსტე, მაგრამ ალბათ, ადვილი მისახვედრია - ეს კატეგორია აისახოს სტატიებში, სადაც ინფოდაფის სურათის ველში არაფერი წერია. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:36, 2 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]
@L H R B S20 სალამი. შევცვალე — კატეგორია:ფილმების სტატიები ინფოდაფაში პოსტერის გარეშე. ალბათ ჯობია დამალული იყოს. გიო ოქრო 14:38, 2 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა. ალბომის ინფოდაფაში ვცდი მაგას, ყოველი შემთხვევისთვის, ახალბედებს ავიწყდებათ ყდების ჩასმა, როგორც ვნახე. თანაც, როდესაც ახალბედაა, არ აქვს ატვირთვის საშუალება. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:40, 2 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

Thank you for being a medical contributors![წყაროს რედაქტირება]

The 2023 Cure Award
In 2023 you were one of the top medical editors in your language. Thank you from Wiki Project Med for helping bring free, complete, accurate, up-to-date health information to the public. We really appreciate you and the vital work you do!

Wiki Project Med Foundation is a thematic organization whose mission is to improve our health content. Consider joining for 2024, there are no associated costs.

Additionally one of our primary efforts revolves around translation of health content. We invite you to try our new workflow if you have not already. Our dashboard automatically collects statistics of your efforts and we are working on tools to automatically improve formating.

Thanks again :-) -- Doc James along with the rest of the team at Wiki Project Med Foundation 22:25, 3 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

რუკის თარგმნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა გიო, შეგიძლია სამცხე-საათაბაგოს რუკა ინგლისურად თარგმნო? ალექსანდროს (განხილვა/წვლილი) 11:13, 8 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

სალამი. კი, შემიძლია, მაგრამ ტოპონიმების თარგმნა ცოტა რთული იქნება... გააჩნა რა როგორ არის ინგლისურში მიღებული. გიო ოქრო 18:59, 8 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

--Ketevan de Montal (განხილვა/წვლილი) 21:56, 24 თებერვალი 2024 (UTC) გამარჯობა, თქვენ ვიკიპედიის აქტიური რედაქტორი ხართ?[უპასუხე]

@Ketevan de Montal გამარჯობა. დიახ. გიო ოქრო 16:35, 25 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, განხილვის გვერდის წაშლასთან დაკავშირებით გაწუხებთ, რომელიც ინტერნეტში იძენება ჩემს სახელზე Ketevan de Montal. Ketevan de Montal (განხილვა/წვლილი) 13:13, 27 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]
მგონი არასწორ გვერძე მოგწერეთ ;( Ketevan de Montal (განხილვა/წვლილი) 13:23, 27 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]
განხილვის გვერდიდან ტექსტის ამოშლა არ ხდება. გიო ოქრო 15:36, 27 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მოკლედ, მოწიწებით მინდა, ასეთი კითხვა დავსვა (როგორც regex-ში გამოცდილთან) - არსებობს ასეთი ფუნქცია? (ახსნა ქვემოთ)

სიტყვა, მაქვს თარგი:ბლაბლა და თარგი:ბლუბლუ. ბლაბლაშიც და ბლუბლუშიც არის ასეთი ველი:

|title=

მაგრამ მინდა, რომ ბლაბლაში ის ჩაანაცვლოს როგორც "სათაური", ხოლო "ბლუბლუში" - როგორც სახელწოდება. შეიძლება ასეთი ბრძანების დაწერა რეგექსით, როდესაც AWB-სთან ვმუშაობთ? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:19, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

დამავიყდა, დამეწერა - ამის გამოყენება მინდა რაღაც რაოდენობის სტატიებში, რაც კომპიუტერში ლოკალურად მაქვს გაკეთებული mediawiki-ს ძრავზე. და ვინაიდან ასე მასიურად დაუვლის, მინდა ეს განსხვავებები --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:28, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

@L H R B S20 სალამი.
ამ შემთხვევაში ეს იპოვის მთელ თარგს „ბლაბლა“ და იმ არგუმენტს „title“ (გამუქებულია რაც უნდა ჩანაცვლდეს რეალური მონაცემებით):
(\{\{ბლაბლა\s*\|\s*[^{}]*?\|\s*)(title)(\s*=\s*[^{}]*?\}\})
ეს უნდა ჩანაცვლდეს ამით:
$1სათაური$3
ეს კი იპოვის მეორე თარგს „ბლუბლუ“:
(\{\{ბლუბლუ\s*\|\s*[^{}]*?\|\s*)(title)(\s*=\s*[^{}]*?\}\})
და უნდა ჩანაცვლდეს ამით:
$1სახელწოდება$3
ანუ ორი ცალ-ცალკე კოდი იქნება საჭირო. ერთით მემგონი ორივეს ვერ იპოვის და ჩაანაცვლებს (ორივეს პოვნა ერთი კოდით შეიძლება, მაგრამ ჩანაცვლება არ მგონია). გიო ოქრო 16:40, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

უი ახლა გავიგე, მგონი. :) მაშინ უბრალოდ რა გვერდებზეც გამოიყენება ბლაბლა, სიტყვაზე, იმისთვის დავწერ მხოლოდ ერთ დავალებას და მერე, როდესაც დაამთავრებს, ცალკე დავალებას დავუწერ ბლუბლუს, ხომ ასეა? დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის! 👍 --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 16:48, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. კი, მასეც იმუშავებს. მთავარია, რომ ამ კოდით არ აერევა თარგები და თუკი ერთ გვერდზე ორივე იქნება, სწორად იპოვის. AWB-ში შეიძლება ერთად ორი regex-ის კოდის გაშვება, სხვა პროგრამებში არ ვიცი... გიო ოქრო 16:59, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ კიდევ ერთხელ, ძალიან საჭირო იყო ეს მინიშნებები ახლა 👍 --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 17:08, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

ბაგრატ მუხრანბატონი[წყაროს რედაქტირება]

კარგი, აბა თვითონ სტატიის განხილვაში მიპასუხე რამე იმ წყაროებზე რაც დაგიწერე. არამარტო ამ წყაროებში ვერცერთი ისტორიკოსის ნაშრომშიც ვერ ნახავ რომ პირდაპირ ხელს ადებდნენ ბაგრატმა მოკლა ავგიორგიო ან მეფის მკვლელიაო იმიტომ რომ წყაროებში არ არის. არც ინგლისურ ვიკიში არ არის კატეგორიებში და არც სტატიაში, ქართულში M-მა ჩაამატა 2021 წელს, წაიკითხა სტატია და ეგ აზრი გამოიტანა, მაგრამ ეგრე "ჰაიჰარალეზე" არ არის. ნინო (განხილვა/წვლილი) 21:04, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

სტატიის განხილვაში გააგრძელეთ საუბარი. გიო ოქრო 21:06, 5 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:Ketevan de Montal

გამარჯობა,ვატყობ თქვენამდე ვერ მოვიტანე, რომ ეს გვერდი არის წასაშლელი. რადგან ქართული ვიკიპედია სწორად ვერ რეაგირებს, მივმართავ ადგილობრივ - გერმანულს და SLA წაიშლება ეს განხილვის გვერდი, რომელიც შეიცავს არა ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ინფორმაცის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ketevan de Montal (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედიაში განხილვის გვერდები არ იშლება. ასე რომ, ნუ მონიშნავთ წასაშლელად. გიო ოქრო 09:54, 6 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შემოწმება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გთხოვთ შეამოწმოთ სტატია "ლევან II"-ის ბოლო ცვლილება. (სხვაგან სად უნდა მომეწერა არ ვიცოდი), ბოდიში შეწუხებისთვის. ნინო (განხილვა/წვლილი) 10:08, 12 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

დამოწმდა. გიო ოქრო 20:34, 12 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

სალამი! ასეთი იდეა.

დიდი ხანია, ვფიქრობდი ამაზე და...რამე სახის ღონისძიებაზე არ ითქმის "შედგა". არ შეიძლება იყოს "გამოფენა შედგა", "სპექტაკლი შედგა", "ჩვენება შედგა", "პრემიერა შედგა". რუსულის კალკს ჰგავს. ამიტომ, იქნებ ბოტის სამუშაოში ასეთი დავალება შევიტანოთ მომავლისთვის?

  • Search text (All NS)-ით მოიძებნოს "შედგა"
  • დაიწეროს გამონაკლისად "ფეხი შედგა" და "შედგა ფეხი" (ვინაიდან სწორია)
  • დაიწეროს გამონაკლისად "დებიუტი შედგა"
  • მე მგონია, "დებიუტი შედგა" ასევე გამონაკლისია, არა? თუ ესეც გაუმართავი ფორმაა?

ბევრი რაოდენობის სტატიაშია ეს "შედგა" და მათ ძალიან აფუჭებს ეს არასწორად დამკვიდრებული ფორმა.--L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 17:53, 16 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

კი, სტილისტურად არასწორი ფორმაა, თუმცა ძალიან გავრცელებული. ბოტით მოძებნა შეიძლება, მაგრამ არის რამდენიმე დაბრკოლება. მაგალითად, იძებნება შედეგი „შედგა კანონიკური ძეგლი“ ან „შედგა რომაულ კანონთა კრებული“ (ანუ შეადგინეს), „შედგა შეთანხმება“, „შედგა ალიანსი“, რაც არასწორი არ უნდა იყოს; ხშირად „დებიუტი“ უშუალოდ წინ არ უსწრებს და რამდენიმე სიტყვის წინ დგას, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება გამონაკლისებში გავაშვებინოთ? გიო ოქრო 18:41, 16 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
აი ეგ დამაფიქრებელია. ნეტა, რამდენ გვერდზეა მაინც ეს "შედგა"? ბოლოს და ბოლოს, ხელით შევცვლი, თუ იმ ალბომების სტატიებს დავუარე, მაგასაც ვიზამ, თუ ათასობით არ არის, რა თქმა უნდა. 8 გვერდიანი შედეგები ამომიგდო ახლა (მეცხრეზე მხოლოდ ფორუმის არქივებია). გამოდის, რომ შესამოწმებელია სადღაც 3500-ზე მეტი შედეგი. (500 შედეგის ჩვენება მივეცი თითო გვერდზე) 🙄 😱 --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 18:47, 16 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
3992 გვერდს აჩვენებს. ბევრი დებიუტს, ჩვენებას, პრემიერას, კრებას ეხება, ანუ რაც ჩასასწორებელია... თუმცა დებიუტიც ბევრია. გიო ოქრო 18:54, 16 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
რაღაც ფუნქცია რომ ჰქონოდა, ვთქვათ, "შედგასგა" 5 სიტყვის დიაპაზონში რომ ყოფილიყო სიტყვა "პრემიერა", ჩაანაცვლებდა, ხოლო სიტყვაზე "დებიუტი" - დატოვებდა. საკმაოდ რთული საკითხი გამოდის. სანუგეშო ძალიან მცირეოდენია - ზოგ გვერდზე არის საშუალება პირდაპირ ჩანაცვლების - ორი სიტყვა ერთმანეთის მეზობლად წერია. "პრემიერა შედგა", "ჩვენება შედგა" - არის რაღაც შემთხვევები. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 05:41, 17 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

ბინგო! აი ამ სიტყვის გაწმენდა ნამდვილად შეიძლება თამამად. ან პირდაპირ "ფაქტიურ" - "ფაქტობრივ" - ყველგან, სადაც ნახავს. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 10:24, 18 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

კი, ამას გავაკეთებ. გიო ოქრო 10:52, 18 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
ჩასწორდა ყველგან (მგონი არსად არ გამომრჩა ვიღიმი). გიო ოქრო 21:20, 19 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

👍 --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 05:35, 20 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

მურმან ღვალაძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჩემი პირველი გვერდი შევქმენი "მურმან ღვალაძე". ხარვეზები დამიდგინდა რედაქტირებისას, მაინტერესებს რა ხარვეზებია და რა გამოვასწორო ან ვინმეს დახმარება ხო არ მჭირდება სტატიის სრულყოფილად გამოქვეყნებისთვის. --Davit Sharikadze (განხილვა/წვლილი) 13:33, 18 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გიპასუხეთ თქვენს გვერდზე. გიო ოქრო 18:04, 18 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]