მიხალ დავიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხალ დავიდი (ჩეხ. Michal David), ნამდვილი სახელი ვლადიმირ შტანცლი (ჩეხ. Vladimír Štancl; დ. 14 ივლისი, 1960, პრაღა) — ჩეხი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუ-ბიზნესმენი. წარმოშობით არის კლუდსკების ცირკის მსახიობთა ოჯახიდან. მისი დედა ედიტა კლუდსკა იყო მიმი (პანტომიმის მსახიობი), ხოლო დეიდა დაგმარა კლუდსკა არის მწერალი და კარტით მკითხავი. ის ასევე არის კოჩკების ოჯახის ნათესავი, რომლებსაც აქვთ მოხეტიალე კარუსელების ბანაკი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა პრაღის მუსიკალურ კონსერვატორიაში, 1976 წელს დააარსა ჯაზ-კვარტეტი „ოთხი“ და 1978 წელს მიიღო ჯილდო „წლის მუსიკოსი“ პრაღის ჯაზის დღეებზე. მოგვიანებით შეუერთდა ფრანტიშეკ იანეჩკას ჯგუფ „ნაბიჯებს“ (ჩეხ. Kroky), სადაც უკრავდა და მღეროდა იანა კრატოხვილოვასთან ერთად. მუსიკალურ ფესტივალ ინტერტალანტზე გაიმარჯვა სიმღერით „ნუ მკარნახობ“ (ჩეხ. Nenapovídej) და გახდა ახალი პოპმუსიკის კუმირი. პირველი სოლო ალბომი გამოსცა 1980 წელს და მისი სიმღერები ჟღერს ფილმებში „ქარი ჯიბეში“, „სიყვარული პასაჟიდან“, „მეგობარი წვიმაში“, „დისკოთავგადასავალი“ და „სიყვარულის დეციბილები“. მან ყველაზე დიდ წარმატებებს სწორედ 1980-1987 წლებში მიაღწია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხალ დავიდი ქორწინებაშია ყოფილ ჩოგბურთელ მარცელა სკუჰერსკასთან (1961). ჰყავს ორი შვილი, კლარა (1989) და კიდევ ქორწინების გარეშე თავის ერთ-ერთ ფანთან პეტრა (1982). უმცროსი შვილი მიხაელა ლეიკემიით დაეღუპა (1990-2000). მიხალ დავიდი ცხოვრობს პრაღის უბან კრჟესლიცეში და სახლში აქვს საკუთარი პატარა ხმისჩამწერი სტუდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]