მიშელ ნეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ ნეი
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1769[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ზაარლუი
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1815[8] [1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [7]
გარდაცვალების ადგილი პარიზი[10]
ჯარის სახეობა სამხედრო კავალერია და ქვეითი ჯარი
წოდება Marshal of the Empire და საფრანგეთის იმპერიის დიდი ოფიცრები
მეთაურობდა VI Corps და 3rd Army Corps
ბრძოლები/ომები Battle of Dennewitz[11] , ბოროდინოს ბრძოლა[11] , ნახევარკუნძულის ომი, ნაპოლეონის ომები, ელხინგენის ბრძოლა, Q4090309?, ულმის ბრძოლა, იენა-აუერშტედტის ბრძოლა, პროისიშ-აილაუს ბრძოლა, Battle of Guttstadt-Deppen, ფრიდლანდის ბრძოლა, დრეზდენის ბრძოლა, ლაიფციგის ბრძოლა, Battle of Laon და ვატერლოოს ბრძოლა
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, საფრანგეთის მარშალი, წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი, Duc d'Elchingen, names inscribed under the Arc de Triomphe და Knight Grand Cordon of the Order of Christ[12]

მიშელ ნეი (ფრანგ. Michel Ney; დ. 10 იანვარი, 1769, ზაარლუი, გერმანია — გ. 7 დეკემბერი, 1815, პარიზი) — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, ელხინგენის ჰერცოგი და მოსკოვის თავადი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელ ნეი (დაბ. მიხაელ ნაი, გერმ.: Michael Ney) დაიბადა ღარიბი ნალების მჭედლის ოჯახში, ქალაქ ზაარლუიში, ბიერშტრასე 13-ში, რომელიც იმ დროს საფრანგეთის მიერ იყო დაპყრობილი. 1788 წელს იგი საფრანგეთის არმიის ჰუსარების პოლკში ჩაეწერა. რევოლუციის დროს უნტეროფიცერი იყო. 1796 წელს იგი უკვე ბრიგადის გენერალი გახდა, 3 წელიწადში კი დივიზიის გენერალის ჩინი უბოძეს. 1804 წელს ნაპოლეონმა მას საფრანგეთის მარშლის წოდება მიანიჭა. 1808 წლიდან მის ტიტულატურას ამშვენებს ელხინგენის ჰერცოგის წოდება. ნაპოლეონმა 1812 წელს მას მოსკოვის თავადის ჩინიც უბოძა.

1814 წელს ნეი საიმპერატორო გვარდიის სარდლად დაინიშნა. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი ბურბონების სამსახურში ჩადგა, მაგრამ ბონაპარტის ელბადან დაბრუნების და 100 დღიანი მმართველობის დროს ისევ ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. ვატერლოოსთან ბრძოლაში იგი შეშლილივით იბრძოდა (ნეის 5 ცხენი მოუკლეს და ბოლოს ქვეითად მიდიოდა შეტევაზე) და ცდილობდა მოახლოებული დამარცხება როგორმე თავიდან აეცილებინა. ნაპოლეონის ხელმეორედ ტახტიდან გადადგომის შემდეგ მან უარი განაცხადა საფრანგეთის დატოვებაზე და 1815 წლის 3 აგვისტოს დაპატიმრებულ იქნა. მიშელ ნეის ბურბონებმა ბრალი სამშობლოს ღალატში დასდეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1815 წლის 7 დეკემბერს იგი ლუქსემბურგის ბაღში დახვრიტეს. ცეცხლის გახსნის ბრძანება მან თვითონ გასცა.

ნეიმ, როგორც მთავარსარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1812 წელს ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობის დროს, როცა იგი საფრანგეთის არმიის არიერგარდს ხელმძღვანელობდა და ბრწყინვალედ იცავდა „დიდ არმიის“ უკანდახევისას. მის მამაცობაზე უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი, ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ის ერთადერთი გადაურჩა კაზაკების არიერგარდზე თავდასხმას და სრულიად გაყინულმა და ძალაგამოცლილმა თავი პრუსიულ გუმბინოში განლაგებულ ბანაკში ოფიცერთა სასადილოს შეაფარა. ოფიცრებმა ნეი ვერ იცნეს და სასადილოდან გამოგდება დაუპირეს, რაზეც მან უპასუხა: „ბრავო ბატონებო, ნუთუ ვერა მცნობთ? მე ვარ დიდი არმიის არიერგარდი - მე ვარ მიშელ ნეი“.

ნაპოლეონი მას „მამაცთა შორის მამაცს“ (ფრანგ.: le brave des braves) ეძახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Atteridge, A.H. Marshal Ney: The Bravest of the Brave. Pen & Sword, 2005.
  • Chandler, David (editor). Napoleon's Marshals. London: Macmillan Publishing Company, 1987. ISBN 0-297-79124-9
  • Chandler, David. Dictionary of the Napoleonic wars. Wordsworth editions, 1999.
  • Gates, D. The Napoleonic Wars, 1803–1815. Pimlico, 2003.
  • Horricks, Raymond Marshal Ney, The Romance And The Real (ISBN 0882546554)
  • Kurtz, Harold The Trial of Marshal Ney: His Last Years and Death New York: Alfred A. Knopf, 1957.
  • Markham, J. D. Napoleon’s Road to Glory: Triumphs, Defeats, and Immortality. Brassey’s, 2003.
  • Roberts, A. Waterloo, June 18, 1815: The Battle for Modern Europe. Happer-Collins Pub., 2005.
  • Tsouras, P.G. The book of Military Quotations. Zenith Press, 2005.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Kurtz H. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. 6.0 6.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. Pas L. v. Genealogics — 2003.
  10. Ней Мишель // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. 11.0 11.1 различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. ПетрушевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1907.
  12. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k204213k/f168.item