მიშელ დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ დე ვალუა
ბურგუნდიის ჰერცოგინია, არტუას, ფლანდრიის, შაროლუასა და ნევერის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1419
მმართ. დასასრული: 8 ივლისი, 1422
წინამორბედი: მარგარეტ ბავარიელი
მემკვიდრე: ბონა არტუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 იანვარი, 1395
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 8 ივლისი, 1422, (27 წლის)
გარდ. ადგილი: გენტი, ფლანდრია
მეუღლე: ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VI, საფრანგეთის მეფე
დედა: იზაბელა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მიშელ დე ვალუა (ფრანგ. Michelle de Valois; დ. 11 იანვარი, 1395, პარიზი, საფრანგეთი — გ. 8 ივლისი, 1422, გენტი, ფლანდრია) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის ქალიშვილი. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1419-22 წლებში როგორც ფილიპ III-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელი დაიბადა 1395 წლის 11 იანვარს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის შუათანა ქალიშვილი. მას სახელი მიქაელ მთავარანგელოზის პატივსაცემად დაარქვეს. დედოფალი იზაბელა მასზე ძალიან ზრუნავდა და ყველაფერს საუკეთესოს აძლევდა, დაწყებული სათამაშოებით, დასრულებული განათებით. ცნობილია, რომ პატარა პრინცესა ძლივს გადაურჩა შავი ჭირის ეპიდემიას, რა დროსაც იგი სრულიად დაცულ და მიყრუებულ სოფელში გადამალა დედოფალმა.

1409 წლის ივნისში საფრანგეთისა და ბურგუნდიის სამეფო კარებს შორის შედგა ორმაგი დინასტიური ქორწინება. მიშელი ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის პრინც ფილიპს, ხოლო მიშელის ძმამ, საფრანგეთის დოფინმა ლუიმ ცოლად შეირთო ფილიპის უფროსი და მარგარიტა ნევერელი. 1419 წელს მიშელის ძმამ, საფრანგეთის ახალმა დოფინმა შარლ დე ვალუამ მისი მამამთილი, ჰერცოგი ჟან უშიში მოკლა, რის შემდეგაც ფილიპ III ბურგუნდიის ჰერცოგი, ხოლო მიშელი ჰერცოგინია გახდა. სწორედ ამ დროს, მიშელმა გააჩინა თავისი ერთადერთი შვილი, აგნესი, რომელიც მალევე დაიღუპა.

მიშელი გარდაიცვალა 1422 წლის 8 ივლისს, 27 წლის ასაკში. ცნობილია, რომ იგი კოშკის მაღალი კიბეებიდან დაგორდა და ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო ადგილზევე გარდაიცვალა. ამ დროს მისი ქმარი კონის ბრძოლაში იყო. ფილიპმა მალევე იქორწინა ბონა არტუელზე, რომელიც ერთი წელიწადში დაიღუპა, ამის შემდეგ კი მან ცოლად ისაბელ პორტუგალიელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rachel Gibbons; Isabeau of Bavaria, Queen of France (1385-1422): The Creation of an Historical Villainess.