მიქაელ ჩამჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქაელ ჩამჩიანი
სომხ. Միքայել Չամչյան
დაბადების თარიღი 4 (15) დეკემბერი, 1738
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1823 (84 წლის)
საქმიანობა ისტორიკოსი და ენათმეცნიერი
ალმა-მატერი მხითარისტების კონგრეგაცია

მიქაელ ჩამჩიანი (სომხ. Միքայել Չամչյան; დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1738, კონსტანტინოპოლი — გ. 12 დეკემბერი [ძვ. სტ. 30 ნოემბერი], 1823, იქვე) — სომეხი ისტორიკოსი და ფილოლოგი, 1760 წლიდან სწავლობდა ვენეციაში. იქვე გახდა მხითარისტების კონგრეგაციის წევრი. ქადაგებდა კათოლიკობას ახლო აღმოსავლეთის სომხებს შორის. მიქაელ ჩამჩიანის შრომებმა „სომხური ენის გრამატიკა“ (1779) და „სომხეთის ისტორია“ (ტ. 1–3, ვენეცია, 1784–1786), მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომეხი ხალხის სულიერ კონსოლიდაციასა და ძველი სომხური ენის (გრაბარის) აღორძინებაში. იგი ქვეყნის ისტორიას განიხილავდა სომხური ეკლესიის ისტორიასთან, სიტყვიერებასთან და კულტურასთან კავშირში. ჩამჩიანის მსოფლმხედველობის ისტორიული შეზღუდულობის მიუხედავად მის ნაშრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]