მირზა შაფი ვაზეჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა შაფი ვაზეჰი
აზერ. میرزا شفیع واضح
დაბადების თარიღი 1794[1]
დაბადების ადგილი განჯა
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1852(1852-11-16) ან 1852[1]
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი
ფსევდონიმი Вазех
საქმიანობა პოეტი, კალიგრაფი, მწერალი, პედაგოგი და მასწავლებელი
ენა აზერბაიჯანული ენა და სპარსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
განჯის სახანო
ჟანრი ლექსი და პოემა

მირზა შაფი ვაზეჰი (აგრეთვე ცნობილი როგორც „განჯელი ბრძენი“; აზერბ. Mirzə Şəfi Vazeh, დ. 1794 — გ. 16 ნოემბერი, 1852) — აზერბაიჯანელი პოეტი, რომელმაც XIV საუკუნის კლასიკური აზერბაიჯანული პოეზია ააღორძინა. წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. მისი ლექსები თარგმნილია თითქმის ყველა ევროპულ ენაზე.

მირზა შაფი 1794 წელს დაიბადა განჯაში. ბაბუამისი მუჰამედ შაფი განჯელი დიდგვაროვანი იყო, მამამისი კერბელაი სადიხი ხუროთმოძღვარი იყო ჯავად-ხანის, განჯის ბოლო მმართველის, სასახლეში. ახალგაზრდა შაფიმ საწყისი განათლება მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. მშობლებისა და ძმის გარდაცვალების გამო იძულებული შეიქმნა სწავლა შეეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერად მუშაობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის ფუსთა-ხანუმის მამულში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზეჰი — სტატია თანამედროვე ენციკლოპედიიდან (2000) (რუსული)
  • ვაზეჰი — სტატია ფილოსოფიის ენციკლოპედიიდან (რუსული)
  • Çernyayevski A.O.Vətən dili, I hissə; Çernyayevski A.O., Vəlibəyov S.H. Vətən dili, II hissə. Faksimil nəşr. Tərtib və transfoneliterasiya edən, ön söz, qeyd və şərhlər, sözlük və cədvəllərin müəllifi: Vüqar Qaradağlı. CBS, Bakı - 2007. 740 səh.
  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database