მილდრედ დრესელჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილდრედ დრესელჰაუსი
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1930(1930-11-11)[1] [2]
დაბ. ადგილი ბრონქსი, ნიუ-იორკი ან ბრუკლინი[3]
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 2017(2017-02-20)[4] [1] [2] (86 წლის)
გარდ. ადგილი Mount Auburn Hospital, კემბრიჯი, აშშ[5] ან კემბრიჯი[3]
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო[6]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, ინჟინერი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი[4] , კორნელის უნივერსიტეტი, ჰანტერის კოლეჯი, ჰანტერის კოლეჯის საშუალო სკოლა და რედკლიფის კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები გრეგ ტიმპი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მეუღლე Gene Dresselhaus და Frederick Reif[7]
ჯილდოები კავლის პრემია ნანოტექნოლოგიის დარგში, ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“, ჰაროლდ პენდერის პრემია[8] , ერსტედის მედალი[9] , ოლივერ ბაკლის პრემია ფიზიკაში[10] , IEEE-ის ღირსების მედალი[11] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[12] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, Weizmann Women & Science Award, ვენივარ ბუშის პრემია[13] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, Society of Women Engineers Achievement Award, IEEE-ის დამფუძნებელთა მედალი, ენრიკო ფერმის პრემია[14] , Women in Technology Hall of Fame[15] , ჰეინცის პრემია, Von Hippel Award, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, AAAS-ის წევრი, ფიზიკის ინსტიტუტის საპატიო წევრი, honorary doctor of the Hong Kong Polytechnic University, Carbon Medal[16] , Dwight Nicholson Medal for Outreach[17] , ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი[18] , ACS Award for Encouraging Women into Careers in the Chemical Sciences[19] და IEEE-ის დამფუძნებელთა მედალი[20]

მილდრედ დრესელჰაუსი[21] (ინგლ. Mildred Dresselhaus; დაბადებული სპივაკი (ინგლ. Spiewak); დ. 11 ნოემბერი, 1930, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 20 თებერვალი, 2017, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ)[22] ცნობილია, როგორც „ნახშირბადის მეცნიერების დედოფალი“[23]მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი და პროფესორ-ემერიტუსი ფიზიკისა და ელექტროინჟინერიაში.[24] დრესელჰაუსმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი, ენრიკო ფერმის ჯილდო და ვენევარ ბუშის ჯილდო.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილდრედი დაიბადა, როგორც მილდრეს სპივაკი, 1930 წლის 11 ნოემბერს ბრუკლინში. ეტელ (ტეიჩტეილ) და მაიერ სპივაკის ქალიშვილი, რომლებიც ებრაელი ემიგრანტები იყვნენ პოლონეთიდან.[25][26]

ბრონქსში გაზრდილმა დრესელჰაუსმა, საშუალო განათლება „ჰანტერის უმაღლეს სასწავლო კოლეჯში“ მიიღო. ბაკალავრის ხარისხი, 1951 წელს ნიუ-იორკის „ჰანტერის კოლეჯში“ მიიღო, ამის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატ როზალინ სასმენ იელოუსგან რჩევა მიიღო და სწავლა ფიზიკის განხრით განაგრძო.[22] გაიარა ასპირანტურა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ჰარვარდის უნივერსიტეტში „ფულბრაიტი პროგრამით“, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი „რადკლიფის კოლეჯიდან“. 1958 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, სადაც სწავლობდა ნობელის პრემიის ლაურეატის, ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ, სანამ მიიღებდნენ „მიტის ლინკოლნის ლაბორატორიაში“ საშტატო სამუშაოზე, ორი წელი გაატარა კორნელის უნივერსიტეტში, როგორც პოსტ-დოქტორი. 1967 წელს, მიტის ელექტროინჟინერიის მოწვეული პროფესორი გახდა, 1968 წელს ფაკულტეტის საშტატო წევრი და 1983 წელს ფიზიკის პროფესორი გახდა. 1985 წელს, დრესელჰაუსი მიტის პირველი ქალი პროფესორი გახდა.[27][28][29]

კარიერა და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს, დრესელჰაუსს მიენიჭა „მეცნიერებათა ეროვნული მედალი“, მასალების ელექტრონული თვისებების კვლევაში მისი წვლილისთვის, ასევე მეცნიერებასა და ინჟინერიაში ქალთა როლის გაზრდისთვის.[30][31] 2005 წელს, მას მიენიჭა „ჰეინცის“ წლიური ჯილდო, კატეგორიაში „ტექნიკა, ეკონომიკა და დასაქმება“.[32] 2008 წელს, მას მიენიჭა „ერსტედის მედალი“, ხოლო 2015 წელს „IEEE“-ის ღირსების ორდენი.

2000-2001 წლებში, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2003 წლიდან 2008 წლამდე, ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მმართველი საბჭო თავმჯდომარე იყო. დრესელჰაუსი ასევე იკავებდა ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას, ისევე, როგორც „ამერიკის მეცნიერების წინსვლის ასოციაციის“ პირველი ქალი პრეზიდენტი და „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ ხაზინადარი იყო. დრესელჰაუსმა დიდი დრო მიიძღვნა ფიზიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და ხელშეწყობისთვის.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესალმება მილდრედ დრესელჰაუსს (მესამე მარჯვნიდან) და ბურტონ რიხტერს (მარჯვნივ). 2012 წლის 7 მაისი.

2012 წელს, დრესელჰაუსმა ბურტონ რიხტერთან ერთად, ენრიკო ფერმის ჯილდო მიიღო.[33] 2012 წლის 31 მაისს, დრესელჰაუსს მიენიჭა „კავლის პრემია“,[23] „ფჰონონების შესწავლაში მისი პიონერული წვლილისთვის, ასევე ელექტრონულ-ფჰონონური ურთიერთქმედებისთვისა და ნანოსტრუქტურებში თერმული ტრანსპორტის შესწავლაში წვლილისთვის“.[34]

2014 წელს, მილდრედი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა.[35]

დრესელჰაუსი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, თავისი მუშაობით გრაფიტზე, გრაფიტის ინტერკალის ნაერთებზე, ფულერენებზე, ნახშირბადის ნანომილაკებზე და დაბალი განზომილებიან თერმოელეკტროობაზე. მისმა ჯგუფმა გამოიყენა ელექტრონული სიხშირის სტრუქტურა, სინათლის კომბინაციური გაბნევა და ფოტოფიზიკის ნახშირბადის ნანოსტრუქტურები. დრესელჰაუსის ცნობილი სტუდენტებია: მასალათა მეცნიერები დებორა ჩუნგი და ჯეიმზ სპეკი და ცნობილი ფიზიკოსები ნაი-ჩანგ იეჰი, გრეგ ტიმპი, მანსურ შაეგანი, ლოურდ სალამანკა რიბა და აჰმეთ ერბილი.

არსებობს დრესელჰაუსის სახელობის რამდენიმე ფიზიკური თეორიაც. მაგალითად, „ჰიკ-დრესელჰაუსის მოდელი“.[36][37]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაოჯახებული იყო ცნობილ თეორეტიკოსზე — ჯენე დრესელჰაუსზე. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database
  4. 4.0 4.1 http://news.mit.edu/2017/institute-professor-emerita-mildred-dresselhaus-dies-86-0221
  5. http://webcast.mit.edu/spr2017/memorial/
  6. https://www.remembermyjourney.com/Memorial/17062811
  7. https://physics.berkeley.edu/news-events/news/20190826/remembering-frederick-reif
  8. https://events.seas.upenn.edu/distinguished-lectures/pender-lecture/
  9. https://www.aapt.org/programs/awards/oersted.cfm
  10. https://www.aps.org/programs/honors/prizes/buckley.cfm
  11. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
  12. https://www.invent.org/inductees/mildred-dresselhaus
  13. https://www.nsf.gov/nsb/news/news_summ.jsp?cntn_id=114329&org=NSF
  14. https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
  15. https://www.witi.com/halloffame/
  16. https://www.americancarbonsociety.org/home/about/awards/#carbon
  17. https://www.aps.org/programs/honors/prizes/nicholson.cfm
  18. https://ethz.ch/de/die-eth-zuerich/portraet/auszeichnungen/ehrenraete-und-ehrendoktoren.html
  19. https://www.acs.org/funding/awards/acs-award-for-encouraging-women-into-careers-in-the-chemical-sciences/past-recipients.html
  20. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/founders-rl.pdf
  21. Mildred Dresselhaus was elected in 1974 as a member of National Academy of Engineering in Electronics, Communication & Information Systems Engineering and Materials Engineering for contributions to the experimental studies of metals and semimetals, and to education.
  22. 22.0 22.1 MIT News Office (21 February 2017). „Institute Professor Emerita Mildred Dresselhaus, a pioneer in the electronic properties of materials, dies at 86“. MIT News. ციტირების თარიღი: 21 February 2017.
  23. 23.0 23.1 Queen of Carbon Science, U.S. News & World Report. By Marlene Cimons, National Science Foundation. 27 July 2012. Retrieved 14 August 2012.
  24. Natalie Angier (July 2, 2012). „Carbon Catalyst for Half a Century“. New York Times. ციტირების თარიღი: 2012-07-03. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  25. https://books.google.ca/books?id=B687AAAAMAAJ&q=Meyer+and+Ethel+(Teichtheil)+Spiewak&dq=Meyer+and+Ethel+(Teichtheil)+Spiewak
  26. https://books.google.ca/books?id=bVhwCwAAQBAJ&pg=PA120
  27. 80th Birthday Celebration for Millie Dresselhaus. ციტირების თარიღი: 2015-04-18.
  28. SENATE CONFIRMS DRESSELHAUS AS DIRECTOR OF DOE OFFICE OF SCIENCE. U.S. Senate Committee on Energy and Natural Resources. ციტირების თარიღი: 2015-04-18.
  29. NSF and NSB Pay Tribute to Three Top American Scientists and Public Service Awardees at Annual Ceremony. US National Science Foundation (NSF). ციტირების თარიღი: 2015-04-18.
  30. Dresselhaus Wins Medal of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-02. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  31. National Science Foundation - The President's National Medal of Science. ციტირების თარიღი: 24 November 2014.
  32. The Heinz Awards, Mildred Dresselhaus profile.
  33. President Obama Names Scientists Mildred Dresselhaus and Burton Richter as the Enrico Fermi Award Winners.
  34. 2012 Kavli Prizes/Mildred S. Dresselhaus/2012 Nanoscience Citation დაარქივებული 2019-10-06 საიტზე Wayback Machine. , Kavli Foundation. Retrieved 14 August 2012.
  35. Obama awards Presidential Medal of Freedom to 18. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 24 November 2014.
  36. Effect of quantum-well structures on the thermoelectric figure of merit.
  37. Electronic structure of graphene tubules based on C60.