მიგელ დელიბესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიგელ დელიბესი
ესპ. Miguel Delibes


დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1920(1920-10-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი მურსია[9] [4]
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 2010(2010-03-12)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვალიადოლიდი[9]
დასაფლავებულია Panteón de Hijos Vallisoletanos Ilustres[11]
ფსევდონიმი Max
საქმიანობა მწერალი[7] , რომანისტი, ჟურნალისტი და ადვოკატი
მოქალაქეობა  ესპანეთი[12]
ალმა-მატერი ვალიადოლიდის უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და რომანი
Magnum opus EL HEREJE, El camino, The Holy Innocents და Q105979825?
ჯილდოები მიგელ დე სერვანტესის პრემია, ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია, Fastenrath Award, ნადალის პრემია, honorary doctorate of the University of Valladolid[13] , Q44253410?[14] , Gold Medal of Work Merit[15] , მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, honorary doctor of the Saarland University[16] , Spanish Literature National Prize[17] და National Novel Prize[18]
შვილ(ებ)ი Miguel Delibes de Castro და Germán Delibes de Castro
ნათესავ(ებ)ი Léo Delibes, Alicia Delibes Liniers[19] და Jaime Gil de Biedma[20] [21]
ხელმოწერა
საიტი fundacionmigueldelibes.es

მიგელ დელიბესი (ესპ. Miguel Delibes Setién; დ. 17 ოქტომბერი, 1920, ვალიადოლიდი — გ. 12 მარტი, 2010) ― XX საუკუნის უკანასკნელი ესპანელი კლასიკოსი მწერალი. ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის კომერციული დირექტორის რვა შვილიდან ის მესამე იყო. მომავალი მწერალი ზაფხულის უმეტეს ნაწილს დედულეთში ატარებდა, ამიტომაც კარგად ერკვეოდა გლეხური ცხოვრების წვრილმანებში. მამის მხრიდან ენათესავებოდა ფრანგ კომპოზიტორ ლეო დელიბესს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 წლის მიგელი სკოლაში

მიგელი სწავლობდა სამხატვრო სკოლაში. 1938 წელს, სამოქალაქო ომის დროს იძულებითი მობილიზაციის შიშით, მოხალისედ ჩაეწერა სამხატვრო – საზღვაო ფლოტში. რადგან ქვეით ჯარში ხელჩართული ბრძოლის ეშინოდა. ომის დასრულების შემდეგ კი კომერციასა და იურისპრუდენციას სწავლობდა, თუმცა ეს საქმე დიდად არ აინტეესებდა.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დელიბესმა მუშაობა დაიწყო კარიკატურისტად ადგილობრივ გაზეთში – El Norte de Castilla , მოგვიანებით კი ჟურნალისტურ საქმიანობაზე გადაერთო. 1946 წელს ის ასწავლიდა ბიზნესის სამართალს ვალიადოლიდის კომერციულ სასწავლებელში. 1947 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი „კიპარის გრძელი ჩრდილი აქვს“. მწერლის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, მას ნადალის პრემია მიენიჭა. ამით წახალისებული მწერალი 1950 წელს აქვეყნებს მოთხრობას „გზა“, რომელსაც ისევე როგორც მომავალში უამრავ სხვა ნაწარმოებს კასტილის სოფლის ცხოვრება უდევს საფუძვლად. მწერლისთვის ფლეხური ყოფა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცივილიზაციის მიღწევები: „ტექნიკური პროგრესი ადამიანს კუჭს უთბობს, გულს კი უცივებს, არასდროს ყოფილან ადამიანები ისე შორს ერთმანეთისაგან როგორც დღეს.“ ამგვარი ცხოვრებისეული პოზიციის გამო მწერალი არაერთხელ დაუპირისპირდა ფრანკოს რეჟიმს და ცენზურას, რის გამოც კი ის სამსახურიდანაც კი დაითხოვეს (ამ დროისთვის ის უყვე გაზეთის რედაქტორი იყო). მაგრამ იმას, რასაც მწერალი ვერ ამბობდა გაზეთში გამოხატავდა მის წიგნებში. ასე დაიბადა მისი რომანი „ვირთხები“ კასტილის სოფლის ეპიკური ტრაგედია. ამ ნაწარმოებით თუ ვიმსჟელებთ, მუნებისა და ღარიბი ადამიანების მიმართ თანაგრძნობით განმსჭვალულ მწერალს ჯერა, რომ ადამიანის ბედნიერება და თავისუფლება მხოლოდ ბუნებასთან არის შესაძლებელი.

19361939 წლების სამოქალაქო ომის ტრაგედია, პოლიტიკური ტირანიის გავლენა ადამიანთა ფსიქოლოგიაზე („ის ვინც ფიზიკურად არ დასახიჩრდა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო“) დელიბესმა გამოააშკარავა წიგნში „ხუთი საათი მარიოსთან “ (1966 წელს ), რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ რომანის მთავარი გმირი ქალი, ქმრის კუბოს დაჰყურებს და მასთან ერთად განვლილ ცხოვრებას იხსენებს. უნებლიედ ჟღავნდება მისი გაწბილება, პროვინციალური სხოვრების სნობიზმი და ფაშისტური საზოგადოების სისასტიკე, რომელმაც მის მეუღლეს ლიბერალური იმპულსები გაუნადგურა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს მას სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, თუმცა მან მის შემდეგ კიდევ 12 წელი იცოცხლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118671359 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. http://www.nytimes.com/2010/03/18/arts/18delibes.html
  11. http://www.elnortedecastilla.es/valladolid/201607/21/fosas-comunes-sombra-lideres-20160720183645.html
  12. LIBRIS — 2018.
  13. http://www.uva.es/export/sites/uva/1.lauva/1.15.doctoreshonoriscausa/index.html
  14. http://www.elnortedecastilla.es/20091116/mas-actualidad/cultura/miguel-delibes-recibe-medalla-200911161311.html
  15. https://www.boe.es/boe/dias/1999/05/01/pdfs/A16181-16181.pdf
  16. https://www.uni-saarland.de/universitaet/portraet/freunde/ehren/promotionen/philo.html
  17. https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/letras-espanolas/presentacion.html
  18. https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/literatura-narrativa/ultima-convocatoria.html
  19. http://www.eldiario.es/escolar/familia-gobierna-unida_6_308379209.html
  20. El Adelantado de SegoviaSegovia: 2020. — ISSN 2444-1074
  21. https://digibug.ugr.es/handle/10481/47183