მესტიის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მესტიის მაცხოვრის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტის ლაღამის თემში.

ეკლესია მთაზეა აგებული. საშენ მასალად თლილი ქვაა გამოყენებული. სამხრეთით ეკლესიას კარი აქვს, აღმოსავლეთითა და სამხრეთით კი თითო სარკმელი. სხვა ეკლესიებისგან განსხვავებით მესტიის მაცხოვრის ეკლესიას დიდი უბეები ანუ ნიშნები აქვს საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ. კედლებზე ძველი ფრესკები შეიმჩნევა: სამხრეთის კედელზე ერთი წმინდანია გამოსახული სრული ტანით. შუა თაღში ეკლესიის რკინის კაკვია და ზედ ჯაჭვით ქვაბია ჩამოკიდული. ეკლესიის გარე კედლები უბრალო პალიასტრებითაა მოკაზმული.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მესტიის მაცხოვრის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]